რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ჯანსაღი კვება და რძემჟავა პროდუქტები
ჯანსაღი კვება და რძემჟავა პროდუქტები
თუ საკუთარი ჯანმრთელობა გადარდებთ, ჯანსაღად უნდა იკვებოთ და რძემჟავა პროდუქტების შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი. კულინარიულ სამყაროში დღემდე არ გამოჩენილა არაფერი, სასარგებლო თვისებებით რძის პროდუქტებს რომ აღემატებოდეს. რძის ნაწარმი შეიცავს ყველა ნივთიერებას, რაც კი საჭიროა ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის, ურომლისოდაც მას ნორმალური არსებობა არ შეუძლია: სრულფასოვან ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, არაორგანულ მარილებს, ვიტამინებს, ჰორმონებს და ე.წ. იმუნურ სხეულებს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარებიან.


მაწონი თუ იოგურტი?

ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა მაწონი და კეფირი, შეიცავს არაერთ სასარგებლო მიკროორგანიზმს: რძემჟავა სტრეპტოკოკებსა და ჩხირებს, ძმარმჟავა ბაქტერიებსა და საფუარს. მათი წყალობით მაწონი თუ კეფირი აუმჯობესებს და ამაღლებს იმუნიტეტს, კურნავს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და უძილობას. ითვლება, რომ მათ დამამშვიდებელი მოქმედების უნარიც შესწევთ.

ბაქტერიები შრომობენ!

ერთი დღე-ღამის მაწონი ან კეფირი (აუცილებლად უნდა შეამოწმოთ თარიღი ეტიკეტზე) აიძულებს ნაწლავებს, იშრომონ და თავიდან აგაცილონ შეკრულობა, სამი დღის მაწონს კი სრულიად საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. არსებობს ბიფიდობაქტერიების შემცველი ბიოკეფირიც - ბაქტერიებისა, რომელთა დადებითი ზემოქმედება ჩვენს ორგანიზმზე დიდი ხანია დადასტურებულია. ეს პროდუქტი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას, მკურნალობს დისბაქტერიოზს, ასუფთავებს და აგლუვებს კანს.

მიეხმარეთ ნაწლავებს
თუ თქვენი კუჭ-ნაწლავი შეფერხებით მუშაობს, მიეხმარეთ მას - ყოველდღე მიიღეთ უცხიმო მაწონი, კეფირი, იოგურტი ჭამამდე 30 წუთით ადრე და ძილის წინ ნახევარი საათით ადრე. შედეგს ორი კვირის შემდეგ დაინახავთ. როგორც წესი, 21 დღის შემდეგ ორგანიზმი ეჩვევა ახალ რეჟიმს და შეიმჩნევა სტაბილური ეფექტი.

მხოლოდ ცოცხალი!

იოგურტის მისაღებად რძესთან აუცილებლად უნდა იმუშაონ ცოცხალმა მიკროორგანიზმებმა. საჭირო კონსისტენციას იოგურტი იძენს მისი გამამდიდრებელი ისეთი კომპონენტების ხარჯზე, როგორებიცაა ცილა, ნაღები, პექტინი და სახამებელი. გახსოვდეთ, რომ იოგურტს ღირებულება აქვს მანამდე, სანამ მასში არსებული ბაქტერიები ცოცხალია, ამიტომ მისი შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. უფრო მეტიც - მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში მკაცრად უნდა იყოს დაცული შენახვის ვადები და ტემპერატურული რეჟიმი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - მოდიფიცირებული სახამებელი, რომელიც შედის ზოგიერთი იოგურტის შემადგენლობაში, ძნელად გამოიდევნება ორგანიზმიდან, ამიტომ ყურადღებით შეისწავლეთ ქილასა თუ ეტიკეტზე არსებული წარწერა. თუ იოგურტიც გიყვართ, მაწონიც და კეფირიც, უშურველად ჩართეთ ისინი თქვენს რაციონში. დაიწყეთ დღე მსუბუქი იოგურტით და დაამთავრეთ მაწვნით ან კეფირით. შეგიძლიათ, მიირთვათ შუადღეზეც. ორგანიზმი მხოლოდ მადლობელი დაგრჩებათ.

აღვიდგინოთ ენერგია

მრავალი მარკის იოგურტი შეიცავს კენკრას, ციტრუსებს, ვაშლს, ატამს, გარგარს, ტროპიკულ ხილს, რაც ორმაგად სასარგებლოა ორგანიზმისთვის - იოგურტის სასარგებლო კომპონენტებს ემატება ხილში შემავალი უამრავი ვიტამინიც. ბოლო დროს განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ტროპიკული ხილის შემცველი იოგურტები, მათ შორის - იოგურტი მანგოთი. შესანიშნავი გემოსა და კვებითი ღირებულების გამო მანგოს ნაყოფს “ღმერთების საკვებს” უწოდებენ. ხორციანი, წვნიანი მანგო შეიცავს აუცილებელი ვიტამინებისა (C, E, B3, B5, B6, კაროტინოიდებს) და საკვები ნივთიერებების მთელ ნაკრებს. იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გულისა და თირკმლის მუშაობას, ხელს უწყობს ძალისა და ენერგიის აღდგენას, მატებს ორგანიზმს მხნეობას. გარდა ამისა, მანგო შეიცავს ვირუსსაწინააღმდეგო ნივთიერება მანგიფერინს, რომელიც ეფექტურია
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჰერპესის მკურნალობისას. მანგოს რბილობისგან მომზადებული ფაფა სწრაფად აშუშებს ჭრილობებს. მანგო ანიჭებს კანს სიმკვრივეს, სიგლუვეს, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას, ამიტომ ის სახის კანისთვის განკუთვნილი მრავალი ნიღბის შემადგენლობაში შედის. რძით და რძის ნაწარმით ჯერ კიდევ ჰიპოკრატე მკურნალობდა ნერვულ დაავადებებს, ღვიძლის, კუჭის, გულის სნეულებებს. ამ პროდუქტების მარგებლობა პირველად პავლოვმა დაადგინა. იგი ამბობდა, რომ ისინი სასარგებლოა, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ მათ მონელებას ძალიან ცოტა კუჭის წვენი სჭირდება. მეორე - ისინი თვითონვე აღვიძებენ მადას, ამიტომ ორგანიზმი მათ ასათვისებლად არავითარ ძალას არ ხარჯავს და მესამე - რძე და რძის ნაწარმი შეიცავს აბსოლუტურად ყველა საკვებ ნივთიერებას, რაც კი საჭიროა ადამიანის ცხოველუნარიანობისთვის. სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი იკვებება მხოლოდ დედის რძით  და ნორმალურად ვითარდება. სრულიად უბადლოა რძის ცილა. ის ხორცის ცილაზე სასარგებლოც კია. რძეს, მაწონს, კეფირს, იოგურტს დიდი მნიშვნელობა აქვს ხანდაზმულების კვებისთვის. უცხიმო რძის ნაწარმში თითქმის არ არის ქოლესტერინი.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. როგორც ორგანიზაციის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, პლანეტის 10-დან 9 მცხოვრები ცხოვრობს ისეთ რაიონებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება. 
ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე დაბინძურებული ჰაერი ირანის ქალაქ ზაბოლშია, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში მძვინვარებს ქვიშის ქარიშხალი.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თევზის საკვებად გამოყენებამ შესაძლებელია იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს, რისი მიზეზიც
სპეციალისტიები ამტკიცებენ, რომ რაც მაღალია ჰაერის ტემპერატურა, მით ნაკლებ ადამიანს აქვს სქესობრივი ურთიერთობა.
ოცდახუთიოდე წლის წინ პლასტმასის ბოთლები თვალითაც არ მენახა, ხოლო პოლიეთილენის პარკებს იმ პორტების მახლობლად თუ წააწყდებოდით, სადაც უცხოეთიდან შემოსული გემები იდგა. უცხოური პროდუქტები მაშინაც საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახლდათ, ამიტომ ბრჭყვიალა და ლამაზნახატებიან ცელოფნის პარკებს ლობიოსა თუ ყველის ჩასადებად, აბა, ვინ გაიმეტებდა? შესაფუთ მასალად იმ დროს ქაღალდს იყენებდნენ. გავიდა ხანი და ჩვენს ცხოვრებაში პლასტმასა და მისგან წარმოებული უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი შემოიჭრა:

23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.