ექინაცეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექინაცეა

ექინაცეის მოვლა ძნელი არ არის. მას უყვარს სუსტი ტუტე ნიადაგი, თუმცა ყველანაირ ნიადაგზე იხარებს, თუ ტენი არ მოაკლდა. გარემოსადმი შეგუების თვალსაზრისით ექინაცეა იდეალური მცენარეა. ის ადვილად ეგუება წვიმასაც, გვალვასაც, ყინვასაც და ნიადაგის სიღარიბესაც. თუ ექინაცეას ძველ ყვავილებს მოვაცილებთ, სიცოცხლე გაუხანგრძლივდება. მის ძლიერ და სწორ ღეროებს არ სჭირდებათ დახმარება და საყრდენი. ყვავილობის დასასრულს მიზანშეწონილია, ღერო გადავჭრათ, ხოლო დარჩენილი ნაწილი კომპოსტით ან კარგი საბაღე მიწით დავფაროთ, ცივი კლიმატის პირობებში კი შეიძლება, ხმელი ფოთლების "საბანიც" მოვუმზადოთ. საოცარია, მაგრამ მცენარეს თითქმის არ ეკარებიან მავნებლები და დაავადებები. ექინაცეას შემოდგომაზე თესავენ. მისი აღმოცენებისა და ზრდისთვის ოპტიმალური ტემპერატურა +130С-ია, გამრავლების ყველაზე მარტივი მეთოდი კი არსებული ფესვების გაყოფაა. ეს შეიძლება გავაკეთოთ ადრიან გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე. მოზრდილი მცენარეები ამ მეთოდით შეიძლება ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ დავყოთ. მაღალი ექინაცეებისთვის შესაფერისია ბაღის განაპირა მხარე ღობისა თუ გალავნის ახლოს, პატარა ჯიშები კი მათ წინ უნდა ჩავრგოთ. ექინაცეას მასიური, მუქი ფერის ფესურები აქვს. სწორედ მათ იყენებენ უმეტესად სამკურნალოდ, თუმცა გამოიყენება ყვავილებიც, თესლიცა და მთელი მცენარის გამონაწვლილიც. ეს მცენარე ყველაზე მეტად ცნობილია როგორც იმუნოსტიმულატორი, გრიპის, გაციების, ანთებითი ინფექციების საწინააღმდეგო საშუალება.