12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მსოფლიო დღე აღინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მსოფლიო დღე აღინიშნება

პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზანია დაზარალებულის სიცოცხლის გადასარჩენად, ტანჯვის შესამსუბუქებლად და შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი მარტივი სამედიცინო ღონისძიებების ჩატარება. ცხადია, ამგვარ დახმარებას ექიმები ახორციელებენ, მაგრამ პირველადი სამედიცინო დახმარების ილეთებს უნდა ფლობდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას მიღებულ ტრავმებზე, დამწვრობებზე, ვარდნაზე ან დახრჩობაზე მოდის შემთხვევათა 10%-ში სიკვდილი და 15%-ში ინვალიდობა. ტრავმა და დასახიჩრება წარმოადგენს 15-დან 45 წლის ასაკის ადამიანებში სიკვდილის ძირითად მიზეზს. ტრავმატიზმის შემთხვევები საქართველოშიც გახშირებულია და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს სიკვდილიანობისა და ინვალიდობის მაჩვენებლით.

პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველივე საათებში, იმდენად, რამდენადაც დროის სწორედ ამ შუალედშია ორგანიზმის კომპენსატორული რეაქციების მაქსიმუმი. ითვლება, რომ თუ ადამიანი ტრავმის მიღებიდან პირველივე საათში იქნა მიყვანილი საავადმყოფოში, ეს უზრუნველყოფს გადარჩენის ყველაზე მაღალი დონის მაჩვენებელს და ტრავმის შემდგომი გართულებების რისკსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. ამიტომ, საზოგადოების ცხოვრების თანამედროვე პირობებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მთელს მსოფლიოში, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის გადამწყვეტ ფაქტორად რჩება. თუმცა, სასწრაფო დახმარების მანქანა ყოველთვის ვერ ახერხებს შემთხვევის ადგილზე დროულად მისვლას.

ამ დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებისა და აქტივისტების ძალებით ტარდება აქციები და კონსულტაციები დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

ლალი ჩხიკვაძე

იხილეთ პირველადი დახმარება სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობების დროს