რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ძმარი - და მისი სასარგებლო თვისებები
ძმარი - და მისი სასარგებლო თვისებები

კარგა ხანია, მესმის ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებების შესახებ. ეგებ გვითხრათ, ასეთივე სასარგებლოა თუ არა ღვინის ძმარიც? შესაძლებელია თუ არა მათი მომზადება სახლის პირობებში?


ძმარს ღვინისა და ვაშლისგან რომ ამზადებენ, ალბათ ყველამ იცის. არსებობს მრავალი სხვა სახეობის ძმარიც. ერთადერთი სახეობა, რომელსაც სამკურნალო თვისება არ გააჩნია, სინთეტიკური სუფრის ძმარია.

ძმრის ისტორია
ძმარი 10 ათასი წელია არსებობს და მის წარმოშობას ყურძენს უნდა ვუმადლოდეთ. დიდი ხნის წინ ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ თუ ჭურჭელს 2-3 კვირას თავახდილს დატოვებდნენ, ღვინო ამჟავდებოდა და ძმრად იქცეოდა. ვიღაცას აზრად მოუვიდა, კი

არ გადაეღვარა ეს მომჟავო ღვინო, არამედ მისთვის სხვა დანიშნულება მოეძებნა. და გაირკვა კიდეც, რომ ეს ახალი პროდუქტი უნიკალური თვისებებით ყოფილა შემკული:

  • ხელს უშლის საკვების გაფუჭებას;
  • დეზინფექციას უკეთებს წყალს;
  • არბილებს ხორცის ბოჭკოებს და აშორებს მათ მრავალ სენს;
  • კლავს წყურვილს;
  • კარგ გემოს აძლევს კერძს.

სწორედ ამ აღმოჩენის შემდეგ დაიწყეს ღვინის სპეციალურად დაძმარება. ასე

გაჩნდა თეთრი თუ წითელი ღვინის, ვაშლისა თუ ბრინჯის ძმარი.


ღვინის ძმრის შესახებ
ღვინის ძმარი შაქრით ვაშლის ძმარზე მდიდარია. ის არც ორგანული მჟავების ასორტიმენტით ჩამორჩება სხვას. კერძოდ, შეიცავს ღვინის, ჭიანჭველას, ასკორბინისა და სხვა მჟავებს. სხვათა შორის, ძმრის სამკურნალო თვისებებს სწორედ ორგანული მჟავები განაპირობებს. ღვინის ძმრით მკურნალობენ:

  • ორგანიზმის საერთო სისუსტეს;
  • ნერვული სისტემის გადაძაბვას;
  • სისხლნაკლებობას.

როგორც წესი, ორგანიზმში ასეთი ცვლილებები ნივთიერებათა ცვლის მოშლით და უმადობით მიმდინარეობს. სწორედ აქ გვშველის ძმარი - ის დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ხელს უწყობს დაბალი წნევის აწევას და მაღლის დაწევას. თუ ვაშლის ძმარი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას არეგულირებს, ღვინისა აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის ფუნქციობას. მას ამოსახველებელი მოქმედება აქვს, ამიტომ იყენებენ ბრონქიტის, პლევრიტის, ტუბერკულოზის საწყის სტადიაში. ღვინის ძმარი თაფლთან ერთად განსაკუთრებით უხდება კუჭ-ნაწლავს: შველის ფაღარათს, ნაღვლის ბუშტისა და თირკმელების კენჭოვან დაავადებას. ღვინის ძმრის მაღაზიაში შეძენაც შესაძლებელია და შინ მომზადებაც. ამისათვის იღებენ 1,5 კგ დაჭყლეტილ ყურძენს, ათავსებენ სამლიტრიან მინის ქილაში, აყრიან 200 გ შაქრის ფხვნილს, ასხამენ 1,5 ლიტრ წყალს, დოლბანდით უკრავენ პირს და დგამენ ნათელ ოთახში, რომ დუღილი დაიწყოს. ძმარი მზად იქნება 3 თვის შემდეგ. მას ნალექს ხდიან და ბოთლებში ასხამენ. ამ წესით დამზადებულ ძმარს აქვს კარგი გემო, არომატი და შეიცავს 5%-იან ძმრის მჟავას.


ძველრომაული რეცეპტი
რომის იმპერიაში ძმრის ბალზამის მომზადება იცოდნენ. ამ საიდუმლოს წყალობით რამდენიმე იტალიური კლანი გამდიდრდა კიდეც. ძმარს არაჩვეულებრივი თვისებები ჰქონდა: არჩენდა მრავალ სენს, ებრძოდა უძილობასა და დეპრესიას... დღეს ამ არომატულ ძმარს ოქროს ფასი ადევს - გურმანები ერთ ბოთლში 1000 დოლარს იხდიან! ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მისი გასინჯვა არ გვიწერია. ძმრის ბალზამის მომზადება შესაძლებელია, თუ ღვინის ან ვაშლის ძმარს ჩავამატებთ ტარხუნას, თავშავას, ბარამბოს, პიტნას, ქინძს და სხვა სუნელებს. ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო და სასარგებლო რეცეპტს: ძმარი ტარხუნით - ნახევარლიტრიანი ბოთლი აავსეთ ძმრით, ჩაადგეთ შიგ 2-3 ღერი ქორფა ტარხუნა. ტარხუნიანი ძმარი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ინტოქსიკაციას, ებრძვის კუჭის დაავადებებს, არაჩვეულებრივ გემოს აძლევს სალათებს, განსაკუთრებით - ჭარხლისა და კომბოსტოსგან მომზადებულს. ძმარი უსუპით - 1 ბოთლ ძმარს დაუმატეთ უსუპის 5 აყვავებული ღერო. ეს ძმარი საუკეთესო გემოს აძლევს ზღვის პროდუქტებს, თევზს, ხორცს; ჩაიში გარეული (ფინჯან ჩაიზე - 1 სუფრის კოვზი) უხდება გაციებას, ხველას და გრიპს. ძმარი ნივრითა და ლიმონით - 1 ბოთლ ძმარს დაუმატეთ ერთი კბილი დაჭყლეტილი ნიორი, ლიმონის პატარა ნაჭერი და 3-4 ღერი კამა. ამ ძმრის სამკურნალო თვისებები მრავალმხრივია: იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო, გაციების საწინააღმდეგო, გრიპის საწინააღმდეგო, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო. ყურძნის ფოთლების ძმარი თავშავათი - 500 გ გაურეცხავ ყურძნის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი თბილი წყალი და დაუმატეთ 200 გ შაქარი. გადააფარეთ დოლბანდი, დადგით სითბოში და ხშირად ურიეთ. 50-60 დღის შემდეგ, როცა დუღილის პროცესი დასრულდება, ძმარი გადაასხით მინის ბოთლში, ნახევარ ლიტრზე ჩააყოლეთ 50 გ თავშავა და თავი დაუცეთ.


მაღაზიაში ვერ შეიძენთ...
მეტად სასარგებლოა კენკრისგან დამზადებული ძმარი. ის ნაკლებად მჟავეა და ცივ წყალში გახსნისას არაჩვეულებრივ ვიტამინიზებულ ხილის სასმლად გარდაიქმნება. ასეთ ძმარს მაღაზიაში ვერ შეიძენთ, ამიტომ მისი მომზადება დამოუკიდებლად მოგიწევთ. მთავარია, სწორად აირჩიოთ კენკრა - მის ყოველ სახეობას ხომ განუმეორებელი თვისებები აქვს:

  • შავი მოცხარის ძმარი პოლივიტამინური პროდუქტია, ახასიათებს ღვინის ძმრის მსგავსი ზოგადგანმაჯანსაღებელი მოქმედება. ხელს უწყობს ორგანიზმიდან პურინული ნივთიერებების გამოყოფას, ამიტომ გამოიყენება რევმატიზმისა და პოდაგრის სამკურნალოდ.
  • მაყვლისა და ჟოლოს ძმარი უხდება გაციებას, მაღალ ტემპერატურასა და თავის ტკივილს.
  • ალუბლის ძმარი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხსნის ნერვულ აღგზნებას.
  • მარწყვის ძმარი სასარგებლოა გულისთვის, შლის თირკმლის კენჭებს და ხელს უშლის ახლების ჩამოყალიბებას.
  • წითელი მოცხარის ძმარი სიცხის დამწევი და მარილების გამომტანია.
  • ქაცვის ძმარი ჭრილობების შეხორცებას უწყობს ხელს.
  • მოცვის ჩაი აუმჯობესებს მხედველობას.
  • შტოშის ძმარს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, სასარგებლოა წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციობისთვის.
  • წითელი მოცვის ძმარს ანტისეპტიკური მოქმედება აქვს.
  • ძმრების მომზადება ნებისმიერ დიასახლისს ძალუძს.


ხილის ძმრის გამარტივებული რეცეპტი
თქვენ მიერ შერჩეული ხილის ახალგამოწურული წვენი ჩაასხით მინის ქილაში, ჩადეთ შიგ ჩვეულებრივ ძმარში დასველებული შავი პურის ნატეხი, ქილას დოლბანდით მოუკარით პირი და დადგით სითბოში 3-4 კვირით. ამის შემდეგ მზა ძმარი ჩაასხით ბოთლში და თავი დაუცეთ.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თუ ადამიანი თვითმფრინავში ძილს არჩევს, ის ყურის დაზიანების რისკის ქვეშაა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიშია თვითმფრინავის მიერ სიმაღლის აღებისა და დაშვების მომენტები.
კარგი ძილი ისევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის, როგორც ჯანსაღი კვება და ვარჯიში.
იანვარი სიკვდილიანობის თვალსაზრისით საყურადღებო თვეა. ამ თვეს ფიქსირდება სიკვდილიანობის
არის თუ არა სიცოცხლისთვის საშიში პლასტმასისა და კერამიკის ჭურჭელი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ? რომელი მძიმე მეტალები 
სანამ საცივის მომზადებას დაიწყებთ ეს ვიდეო ნახეთ - რჩევები: დააკვირდით ინდაურს ნისკარტზე ...
თქვენს საიტზე წავიკითხე სტატია გაზის გამათბობლებთნ დაკავშირებით და გამიჩნდა სურვილი, მომეწერა და ჩემი შემთხვევა გამეხსენებინა - იქნებ ესეც გამოადგეთ ადამიანებს და მომავალში მაინც აღარ მოხდეს ასეთი საშინელებები.
16 იანვარი 2018
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
17 იანვარი 2018
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა