პირველი დახმარება გარეგანი სისხლდენების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება გარეგანი სისხლდენების დროს

(ღრმა ვენების დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა სუნთქვის რიტმში გამოიტყორცნებოდეს მისი მოპუ-ლსირე ნაკადი), არტერიული სისხლდენისას კი შადრევანივით ასხამს (მისი გამოსროლა გულის შეკუმშვას თანხვდება). არსებობს შერეული სისხლდენაც, რომელსაც აქვს როგორც არტერიული, ისე ვენური სისხლ-დენის ნიშნები. ვენური სისხლი მუქი შინდისფერია, არტერიული - მკვეთრი წითელი. გარეგანი სისხლ-დენის დროს პირველი დახმარება თვით სისხლდენის ხასიათზეა დამოკიდებული. კიდურებზე არსებული ჭრილობიდან მცირე კაპილარული ან ვენური სისხლდენის შემთხვევაში საკმარისია მჭიდროდ გადახვევა სტერილური სახვევით (დამწოლი ნახვევი) ან ჭრილობაზე ბამბის ან დოლბანდის ტამპონის მაგრად მიჭერა და ლეიკოპლასტირით დამაგრება.

არ შეიძლება კიდურის  გადახვევა მეტისმეტად მაგრად - კანის გალურჯებამდე. დამწოლი ნახვევი არტე-რიებიდან სუსტი სისხლდენის შეჩერების საშუალებასაც იძლევა. ასეპტიკური ნახვევის დადებამდე ჭრი-ლობის გარშემო კანი უნდა დამუშავდეს 2%-იანი ბრილიანტის მწვანით, 5%-იანი იოდის სპირტხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით. ახალი ჭრილობის დასამუშავებლად გამოიყენება ანტისეპტიკური სითხე ან პო-ლიეთილენგლიკოლის საფუძველზე მომზადებული მალამო (ლევოსინი). როდესაც ჭრილობა ზედაპი-რული და პატარაა, დაშავებული ზედ მალამოს ისვამს და თვითონვე იხვევს. ეს დაუშვებელია, ვინაიდან კანის ნებისმიერი ხარისხის დაზიანებას შეიძლება მოჰყვეს დაჩირქება და ტეტანუსი. მიკროტრავმა უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით და ინახოს ექიმის მიერ. ძლიერი არტერიული და შერეული სისხლდენის დროს შეხვევა საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა მეთოდები:

  • სისხლძარღვის ძვალზე მიჭყლეტა;
  • ლახტის დადება;
  • სახსარში კიდურის მაქსიმალურად მოხრა.

სისხლძარღვის ძვალზე მიჭყლეტა

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან ყველაზე ხელმისაწვდომია თითით ზეწოლა არტერიაზე, სისხლ-მდინარი ჭრილობის ზემოთ. ამისთვის აუცილებელია იმ წერტილების ცოდნა, რომლებზე ზეწოლაც არტერიას ძვალზე მიაჭყლეტს. როგორც წესი, ამ წერტილებზე შეიგრძნობა პულსაცია. არტერიის თითით ან მუშტით მიჭყლეტისას სისხლდენა მყისვე წყდება, მაგრამ ძალიან ღონიერ ადამიანსაც კი არ შეუძლია დიდხანს ზეწოლა - 10-15 წუთის შემდეგ ხელი იღლება. ამის გამო არტერიის ხელით მიჭყლეტის შემდეგ სისხლდენის შეჩერების სხვა მეთოდი უნდა მოვიშველიოთ. საამისოდ უმეტესად ლახტს იყენებენ.

ლახტის დადება

ლახტის დადების წინ საჭიროა კიდურის მაღლა აწევა და ოდნავ შერხევა სისხლისგან დასაცლელად. კანის ან ნერვის მიჭყლეტის თავიდან ასაცილებლად ლახტის შიშველ კანზე დადება არ შეიძლება - მის ქვეშ პირ-სახოცი ან რაიმე ნაჭერი უნდა ამოიდოს. ლახტის დადების შემდეგ სისხლდენა, წესით, უნდა შეწყდეს. თუ ის გაგრძელდა, ლახტი უნდა მოიხსნას და ხელახლა დაედოს ოდნავ უფრო მაღლა. თუ დაშავებულს საავადმყოფოში ვერ გაჰყვებით, ლახტზე უნდა მიმაგრდეს წერილი, რომელზეც მინიშნებული იქნება ლახტის დადების დრო და პირველი დახმარების აღმომჩენის გვარი და ტელეფონი.

სამედიცინო ლახტის უქონლობისას შეიძლება მის ნაცვლად რეზინის მილის, ჰალსტუხის, ქამრის, შარ-ფის, ბინტის გამოყენება, მაგრამ არამც და არამც - ბაწრის ან მავთულისა. იმპროვიზებული ლახტის კიდუ-რზე მოჭერისა და გაკვანძვის შემდეგ მასში ჩხირი უნდა გავუყაროთ და მისი საშუალებით გადავგრიხოთ სისხლდენის შეჩერებამდე, შემდეგ კი ჩხირი სხვა ბინდით დავაფიქსიროთ. ლახტის დადება შეიძლება მხარზე, წინამხარზე, მტევანზე, ბარძაყზე, წვივსა და ტერფზე. ზეწოლა საკმარისი უნდა იყოს სისხლდენის შესაჩერებლად, მაგრამ კიდურს სისხლის მიწოდებას არ უნდა უწყვეტდეს.

ზერელედ დადებული ლახტი  გაცილებით საშიშია, ვინაიდან აბრკოლებს მხოლოდ ვენებიდან გულისკენ სისხლის უკუდენას, არტერიული სისხლი კი უფრო ძლიერად იღვრება ჭრილობიდან. ლახტის სწორად დადების შემდეგ პერიფერიაზე პულსი ქრება და სისხლის დენა წყდება. ლახტის დადება კიდურზე შესა-ძლებელია მხოლოდ 1,5-2 საათით, ზამთარში კი მისი 1 საათზე მეტხანს დატოვებაც საშიშია. პერიო-დულად, 30 წუთში ერთხელ, ლახტი რამდენიმე წუთით უნდა მოვუშვათ. ამ დროს, სისხლდენა რომ არ განახლდეს, ჭრილობას ხელით უნდა დავაწვეთ, ლახტის გადაჭერის ადგილი კი მსუბუქად დავზილოთ და შემდეგ კვლავ ლახტი დავადოთ.

ლახტის ნაკლი ის არის, რომ იწვევს ძლიერ ტკივილს, ყველა რბილ ქსოვილზე, მათ შორის ნერვულ ღე-როზე ზეწოლას, ზოგჯერ - პარეზსა და დამბლას, არღვევს სისხლის მიმოქცევას, იწვევს ქსოვილის ანო-ქსიას (უჯანგბადობას), რითაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ანაერობული ინფექციის განვითარებისა და რეგენერაციის შეფერხებისთვის. ამიტომ ლახტის დადება უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვე-ვაში, ძლიერი არტერიული სისხლდენისას. ლახტის დადება უკუნაჩვენებია კიდურის მწვავე ქირურგი-ული ინფექციისა და მწვავე თრომბოფლებიტის შემთხვევაში.

კიდურის სახსარში მოხრა

კიდურის სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერება შესაძლებელია მისი ფორსირებული მოხრით. ამ მეთოდს ყველაზე ხშირად ხელის სისხლძარღვებიდან სისხლდენისას იყენებენ. კიდური მაქსიმალურად უნდა მოიხაროს ჭრილობის ზემოთ მდებარე სახსარში და ამ მდგომარეობაში დაფიქსირდეს ბანდით. წი-ნამხარსა და მტევანზე არსებული ჭრილობებიდან სისხლდენის შესაჩერებლად იდაყვის სახსრის მომხრელ ზედაპირზე აფენენ ბამბისა და დოლბანდისგან მომზადებულ ლილვაკს, შემდეგ ხელს მაქსიმალურად ახრევინებენ იდაყვის სახსარში, შემდეგ კი ბინტის ან ლახტის საშუალებით წინამხარს მჭიდროდ (მაჯაზე პულსის გაქრობამდე და სისხლდენის შეჩერებამდე) ამაგრებენ მხარზე.

მხრის ან წინამხრის ზედა ნაწილიდან სისხლდენის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება სასიკვდილო იყოს, დაშავებულს ორივე ხელს უწევენ ზურგს უკან, ახრევინებენ იდაყვის სახსარში და ბანდით (ან ლახტით) ამაგრებენ ერთმანეთზე. ამ შემთხვევაში არტერიაზე ზეწოლა ორივე მხარიდან ხორციელდება. ქვედა კი-დურიდან სისხლდენის შესაჩერებლად დაშავებულს აწვენენ ზურგზე, მუხლის ქვეშ უდებენ ბამბა-დოლ-ბანდის ლილვაკს, ბარძაყს მუცლისკენ აწევინებენ, წვივს ახრევინებენ  და ბარძაყზე ბანდით ან ლახტით ამაგრებენ. თეძოს არტერიიდან სისხლდენის შეჩერება ქვედა კიდურის მენჯ-ბარძაყის სახსარში მოხრით არის შესაძლებელი, მაგრამ წინასწარ საზარდულის არეში უნდა მოთავსდეს ლილვაკი. სისხლდენის შეწყვეტის შემდეგ ბარძაყს ლახტით ტანზე აფიქსირებენ.

სისხლდენის შეჩერება სახსარში ფორსირებული მოხრით ყოველთვის ვერ ხერხდება, ხოლო მოტეხილო-ბისას ამ მეთოდის გამოყენება საერთოდ არ შეიძლება. ნებისმიერი სახის სისხლდენისას სხეულის დაზია-ნებულ ნაწილს შემაღლებულ ადგილას ათავსებენ და უზრუნველყოფენ მის უმოძრაობას (იმობილიზა-ციას).

პირველი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს

  • დაჯექით სწორად და გადაიხარეთ წინ. ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნებით აქვეითებთ სისხ-ლის წნევას ცხვირის ღრუში, რაც ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას, ხოლო წინ გადახრა თავიდან აგაცილებთ სისხლის ყლაპვას, რამაც შესაძლოა კუჭის გაღიზიანება გამოიწვიოს.
  • ნესტოებზე მიიჭირეთ ხელი. ცერა და საჩვენებელი თითებით ცხვირის ნესტოები 5-10 წუთის განმავლო-ბაში მიაჭყლიტეთ ძგიდეს. ისუნთქეთ პირით.
  • განმეორებითი სისხლდენის თავიდან ასაცილებლად ერიდეთ დაცემინებას და ცხვირის ღრუს ხელით გაღიზიანებას, ასევე - სისხლდენის შეწყვეტიდან რამდენიმე საათის განმავლობაში წინ დახრას. თავი გულის დონეზე მაღლა უნდა გქონდეთ.
  • განმეორებითი სისხლდენის შემთხვევაში: ენერგიულად მოიხოცეთ ცხვირი, რათა ცხვირის ღრუ სისხლის კოლტებისგან გაათავისუფლოთ, შეისხით ორივე ნესტოში შეშუპების საწინააღმდეგო ნაზალური სპრეი და ცხვირზე ზემოთ აღწერილი მეთოდით მიიჭირეთ თითებო.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ცხვირიდან სისხლდენა 20 წუთზე მეტია გრძელდება;
  • ცხვირიდან სისხლდენა დაიწყო მაღალი წნევის ან თავის ტრავმის ფონზე.