რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
წელის ტკივილი

წელის ტკივილი, თამამად შეიძლება ითქვას, დაავადებებისთვის დამახასიათებელ სიმპტომთა შორის ერთპიროვნული ლიდერია. დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:

  • გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
  • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
  • საკვერცხეების ანთება, საშვილოსნოს პათოლოგიები;
  • ვირუსული დაავადებები;
  • თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
  • ზურგის ტვინის თიაქარი.

მიზეზთა ასეთი მრავალფეროვნების გამოა, რომ წელის ტკივილით შეწუხებულმა ადამიანმა ხშირად არც კი იცის, რომელი პროფილის ექიმს მიმართოს.

რა ხდება?

სხეულის ყოველ უბანს ნერვი ან ნერვთა ჯგუფი განაგებს.

ერთ-ერთი მათგანია ზურგის ტვინიდან გამომავალი ცდომილი ნერვი, რომელსაც "კოლეგებთან" შედარებით ბევრად უფრო დიდი სამოქმედო არეალი აქვს: ის ერთდროულად გულმკერდის, კისრისა და მუცლის ღრუს ორგანოთა ფუნქციონირებას აწესრიგებს. საკმარისია, რომელიმე მათგანში რაიმე დაირღვეს, ტკივილის მიზეზი გაჩნდეს, რომ ამას ცდომილი ნერვისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანო შეიტყობს. ასე რომ, შესაძლოა,
წელის ტკივილის მიზეზი სულაც არ იყოს წელის დონეზე განლაგებულ ორგანოთა ბრალი. თუ იმ დაავადებათა ნუსხასაც გადავხედავთ, რომლებსაც წელის არეში მტკივნეული შეგრძნებები ახასიათებს, იოლად დავრწმუნდებით, რომ ჭეშმარიტი დამნაშავის პოვნა არც ისე ადვილია და ვინ იცის, შეუძლებელიც ყოფილიყო, თავად ტკივილი პირველადი ლოკალიზაციითა და გამოვლინებებით ერთმანეთისგან რომ არ განსხვავდებოდეს. ასე, მაგალითად: ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი - ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი.
ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას უდიდესი სამედიცინო მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტები დიაგნოზის ძიებისას სწ¬ორედ ამ მაჩვენებლებით ხელმძღვანელობენ.

წელი ტკივილს ხელს უწყობს:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  • წონის მატება;
  • ორსულობა, მშობიარობა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

როგორ მოვიქცეთ?

უპირველეს ყოვლისა, თვალი გადაავლეთ თქვენს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, სამუშაო მაგიდას, შრომის პირობებს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწოლს, რადგან შესაძლოა, ღამით აღმოცენებული წელის ტკივილი სწორედ მოუხერხებელი საწოლის ბრალი იყოს. როდესაც ტკივილი ხანგრძლივია და ყრუა, თავს იჩენს ღამით, ახასიათებს დილის შებოჭილობა ანუ გამოღვიძებისას, აქტიური მოძრაობის დაწყებისთანავე ქრება, მისი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ძვალსახსროვან სისტემაში უნდა ვეძებოთ. უნდა გაირკვეს, ხომ არ არის იგი გამოწვეული წელის არეში მდებარე მალათა დაზიანებით, გამოირიცხოს ოსტეოქონდროზი (რომელსაც შესაძლოა თან სდევდეს მალათაშუა ნერვების დაზიანება), კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემის კერძო პათოლოგიები. ხანმოკლე წელის ტკივილი, რომელიც ღამით, დაწოლისას იჩენს თავს და მოძრაობისას ქრება, წელის კუნთების რიგიდულობასაც ახასიათებს. ასეთ დროს მტკივნეული შეგრძნებები ადგომიდან დაახლოებით 5-10 წუთში გაივლის.
ასეთივე წელის ტკივილი ახასიათებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შრომის არასწორი ჰიგიენის გამო წელის კუნთები მთელი დღის განმავლობაში დაჭიმულია. თუ ამ მხრივ ყელაფერი რიგზეა, მაშინ გამოსაკვლევია შინაგანი ორგანოები. საინტერესოა, ხომ არ არის დაწეული რომელიმე ორგანო - პროექციაშეცვლილ ორგანოებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კიდევ უფრო უჭირთ თავის სტაბილურად დაფიქსირება, რაზეც მათი რეცეპტორები ტკივილის სახით რეაგირებენ. მიზეზის დადგენაში დიდ დახმარებას გვიწევს იმუნოლოგიური ტესტები, რომლებიც სისხლში ვირუსებსა და მიკროორგანიზმებს აღმოაჩენს. გახსოვდეთ: წელის ტკივილის მიზეზის ერთი ხელის მოსმით ამოცნობა გამოცდილ სპეციალისტსაც კი გაუჭირდება, ამიტომ თავი არიდეთ ნაცნობ-მეგობრების მიერ შემოთავაზებულ "უებარ საშუალებებს" და ყოველგვარ თვითმკურნალობას. ძლიერმა ტკივილგამაყუჩებლებმა ტკივილი შესაძლოა მართლაც დათრგუნოს, მაგრამ ამით პრობლემას ვერ მოაგვარებთ, ვინაიდან ტკივილის მიზეზი ხელუხლებელი დარჩება.

 


 

თარიღი : 22-07-2016
ვარ 36 წლის ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვდგები დაღლასთან ერთად წელიც მტკივდება.რის გამო შეიძლება იყოს?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თუ ადამიანი თვითმფრინავში ძილს არჩევს, ის ყურის დაზიანების რისკის ქვეშაა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიშია თვითმფრინავის მიერ სიმაღლის აღებისა და დაშვების მომენტები.
კარგი ძილი ისევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის, როგორც ჯანსაღი კვება და ვარჯიში.
იანვარი სიკვდილიანობის თვალსაზრისით საყურადღებო თვეა. ამ თვეს ფიქსირდება სიკვდილიანობის
არის თუ არა სიცოცხლისთვის საშიში პლასტმასისა და კერამიკის ჭურჭელი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ? რომელი მძიმე მეტალები 
სანამ საცივის მომზადებას დაიწყებთ ეს ვიდეო ნახეთ - რჩევები: დააკვირდით ინდაურს ნისკარტზე ...
თქვენს საიტზე წავიკითხე სტატია გაზის გამათბობლებთნ დაკავშირებით და გამიჩნდა სურვილი, მომეწერა და ჩემი შემთხვევა გამეხსენებინა - იქნებ ესეც გამოადგეთ ადამიანებს და მომავალში მაინც აღარ მოხდეს ასეთი საშინელებები.
16 იანვარი 2018
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
17 იანვარი 2018
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა