რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ძილის დარღვევა სხვადასხვა დაავადების დროს

- არ შეიძლება, ძილის დარღვევაზე საუბრისას არ შევეხოთ ხვრინვას. რა იწვევს მას, აქვს თუ არა ამას კავშირი ჯანმრთელობის პრობლემებთან?
- ხვრინვა ძილის დროს სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის გავლისას პირ-ხახის ქსოვილების ვიბრაციის შედეგად აღმოცენდება. ჩვეულებრივ, ხვრინვა ჩასუნთქვისას ისმის და იმის ნიშანია, რომ ჰაერგამტარი გზები ნაწილობრივ დახურულია. ხმა, რომელიც ხვრინვას ახასიათებს, შეიძლება მოდიოდეს ცხვირიდან, პირიდან ან ერთდროულად ორივე მათგანიდან. ხვრინვის ინტენსივობა და სიმაღლე განსხვავებულია, ზოგჯერ ის არა მარტო გვერდით მყოფ ადამიანს, არამედ თავად მხვრინავსაც აწუხებს. თუმცა ხვრინვასთან დაკავშირებული ხმაური პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. გაცილებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხმამაღალი ხვრინვისას პაციენტთა თითქმის ნახევარს ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი აქვს, ეს მდგომარეობა კი, როგორც მოგახსენეთ, დაავადებათა მთელ წყებასთან არის ასოცირებული.


- რამდენად ხშირია ხვრინვა და უმთავრესად ვინ უჩივის მას?
- განსაზღვრულ პირობებში ყველა ხვრინავს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ზოგიერთი გამოკვლევის მონაცემებით, ხვრინვა ბავშვების 10-12%-ს აღენიშნება. მუდმივი ხვრინვა კი ზრდასრული ქალების 24%-სა და მამაკაცების 40%-ს აწუხებს. ხვრინვის სიხშირე ასაკთან ერთად იკლებს. 70 წლის შემდეგ მამაკაცები უფრო იშვიათად ხვრინავენ. ხვრინავენ უმთავრესად ჭარბი წონის მქონე ადამიანები. მათ ხახის უკანა კედლის არეში ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბად აქვთ განვითარებული, რაც სასუნთქი გზების შევიწროებასა და ჰაერის ნაკადის ზემოქმედებით ვიბრაციას იწვევს. ხვრინვის ალბათობა იმატებს ცხვირით სუნთქვის დარღვევისას, ორსულობისას. მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორის როლი. ხვრინვის ალბათობას ზრდის აგრეთვე ალკოჰოლის, ნარკოტიკების მიღება, თამბაქოს წევა და კუნთების ტონუსის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღება. ხვრინვისა და ძილის აპნოეს შემთხვევებში ეფექტიანია წონის დაკლება. პაციენტმა გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში ძილის ჩვევა უნდა გამოიმუშაოს.


- საჭმლის მომნელები სისტემის რომელი დაავადებები შეიძლება იქცეს ძილის დარღვევის მიზეზად და რატომ?
- ძილის დარღვევის თვალსაზრისით საყურადღებოა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნაწლავის დაავადებებთან დაკავშირებული დიარეა, ნაღველკენჭოვანი დაავადება. მკითხველებმა ალბათ იციან, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს კუჭის შიგთავსი საყლაპავში ამოიტყორცნება. ღამით, წოლისას, რეფლუქსი ძლიერდება და დაავადებისთვის დამახასიათებელი გულძმარვაც განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება. როცა ამოტყორცნილი მჟავე წვენი ხორხს ან საყლაპავის ქვედა ნაწილს აღიზიანებს, ცთომილი ნერვის აქტივობა იმატებს, ეს კი რეფლექსურად იწვევს ბრონქების სპაზმს. როგორც აღვნიშნეთ, ღამის ძილი შესაძლოა ფაღარათით მიმდინარე ნაწლავთა ორგანული დაავადების დროსაც დაირღვეს. ღამით აღმოცენებული ფაღარათი, რომელიც პაციენტს აღვიძებს, მანიშნებელია იმისა, რომ მართლაც ნაწლავის ორგანულ დაავადებასთან გვაქვს საქმე და არა ფუნქციურ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან დაკავშირებულ დიარეასთან, რაც არცთუ იშვიათია. ამ უკანასკნელის დროს, მიუხედავად ჩივილებისა, ნაწლავთა მხრივ ვერავითარი დარღვევის აღმოჩენა ვერ ხერხდება. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში ძილის დარღვევა უმთავრესად ღამით ტკივილის გაძლიერებას უკავშირდება. ამის მიზეზია ღამით ცთომილი ნერვის ტონუსის, კუჭის წვენის სეკრეციისა და მისი მჟავიანობის მატება. ღამის ტკივილი, რომელიც უპირატესად თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის არის დამახასიათებელი, ძირითადად 24-დან 3 საათამდე იჩენს თავს და მცირდება საკვების ან ანტაციდების (სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები) მიღების შემდეგ. უნდა ითქვას, რომ ღამის ტკივილი შესაძლოა კუჭის სხვა დაავადებების დროსაც აღმოცენდეს. საზოგადოდ, ღამით ტკივილის გაძლიერება უფრო მეტად ორგანული (განსაზღვრულ დაავადებასთან დაკავშირებული) პათოლოგიებით არის განპირობებული.


- კიდევ რომელი დაავადებებით გამოწვეული ტკივილი არღვევს ძილს?
- ტკივილი, რომელიც უძილობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია, შესაძლოა სრულიად სხვადასხვა წარმოშობისა იყოს: ნევრიტებთან დაკავშირებული, სახსროვანი, აბდომინური (მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებით გამოწვეული)... ნევრიტებისა და სახსრების დაავადებების დროს ღამით ტკივილის გაძლიერება უკავშირდება დაზიანებული არის შეშუპებას, ხშირად ძილის დროს დაზიანებულ არეზე ზეწოლას, ღამით სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურებას. ტკივილი არღვევს ძილს, უძილობა კი თავის მხრივ უფრო მეტად ზრდის ტკივილისადმი მგრძნობელობას. ძილს არღვევს ღამით კიდურების პარესთეზია (ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება) და მათი მგრძნობელობის დაქვეითება, დაბუჟების შეგრძნება. ასეთი ჩივილები სხვადასხვა ფაქტორით - თირკმელების უკმარისობით, სისხლძარღვოვანი დაავადებებით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით - გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგია. ძილის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია ეგრეთ წოდებული მოუსვენარი ფეხების სინდრომი: ქვედა კიდურებში გაურკვეველი დისკომფორტის შეგრძნება, რომლის შემცირებაც მხოლოდ კიდურების მოძრაობით არის შესაძლებელი. ეს შეგრძნება ყველაზე მეტად ღამით, წოლის დროს არის გამოხატული. მის შესამცირებლად ადამიანი იძულებულია ან წამოდგეს და გაიაროს, ან კიდურები ამოძრაოს. მოუსვენარი ფეხების სინდრომი ქალებში 2-ჯერ უფრო ხშირია. ეს სინდრომი ხშირად სდევს თან თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას. ძილს ხშირად არღვევს სახსრების ან ძვლების ტკივილი. სახსრების ტკივილთან დაკავშირებული უძილობა მადეფორმირებელ ოსტეოართროზს ახასიათებს. ეს არის სახსრების დისტროფიული დაავადება, რომელსაც ხალხში მარილების ჩალაგებას უწოდებენ. ამ დროს სასახსრე ხრტილი გადაგვარდება და ძვლოვანი წანაზარდები ფორმირდება. მადეფორმირებელი ოსტეოართროზის დროს ტკივილი ძლიერდება დღის ბოლოს და მოსვენების შემდეგ, დილისთვის. უძილობის გამომწვევ რევმატულ დაავადებათაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი ანუ ბეხტერევის დაავადება, რომელსაც საწყის სტადიაში ახასიათებს ტკივილი გავის ძვლის არეში, მუდმივი ტკივილის შეგრძნება სახსრებში, დილით, გამოღვიძებისას, კიდურების მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა. პაციენტი თანდათანობით წელში იხრება და უყალიბდება დამახასიათებელი მათხოვრის პოზა. სიმპტომები სწორედ ღამით, წოლის დროს არის განსაკუთრებით შემაწუხებელი. ღამით ძილის დარღვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ზურგის ტკივილი, რაც ხშირად ხერხემლის დაავადებებთან (ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი) არის დაკავშირებული.


- რა ურღვევს ძილს ხანდაზმულებს?
- ხანდაზმულ ასაკში ძილის დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, ზემოთ დასახელებული დაავადებებით აიხსნება. გარდა ამისა, ასაკთან ერთად იცვლება ძილის სტრუქტურა - ხშირია ღამით გამოღვიძება და უძილობა, დღისით კი ძილიანობა.


- როგორია შინაგანი დაავადებების დროს აღმოცენებული უძილობის მკურნალობის ტაქტიკა?
- უძილობის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, მისი გამომწვევი დაავადებების სწორ და წარმატებულ მკურნალობას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში ძილიც თავისთავად მოწესრიგდება. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ დასახელებულ დაავადებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ქრონიკულია, ამდენად, მათი გამწვავებისას ყოველთვის არსებობს ძილის დარღვევის ალბათობა. ამ გარემოებას ყოველთვის ითვალისწინებენ და სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტების მიღების დროს ისე არჩევენ, რომ მათი ეფექტი ძლიერი იყოს არა მარტო დღის განმავლობაში, არამედ ღამითაც.


 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოჯახის მკურნალის" კამპანიის -#შვილებისათვის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს თბილისი მოლში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის შესახებ გვესაუბრება ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას. წელის ტკივილი ჩვენი ცხოვრების თანმდევი პრობლემა გახდა, რომლის შესახებაც გვესაუბრება ავერსის კლინიკისა და სამედიცინო ცენტრ ,,ალმედის” ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი, ნანი მანაგაძე.

აფაზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივად კარგავს მეტყველების უნარს. ეს, ძირითადად, თავის ტვინის ქერქში მდებარე მეტყველებაზე პასუხისმგებელი ცენტრების ზოგადი თუ ლოკალური ორგანული დაზიანებითაა გამოწვეული. გამოვლინების მიხედვით განსხვავებული ფორმის აფაზიები არსებობს - არტიკულაციის უმნიშვნელო დარღვევიდან - მეტყველების უნარის და ადამიანისადმი მიმართული მეტყველების გაგების სრულ დაკარგვამდე.

ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონია ყელში ბურთისებრი წარმონაქმნის შეგრძნება. რეალურად კი ყელის გულდასმით გამოკვლევა არავითარ წარმონაქმნს ან ნორმიდან გადახრას არ ავლენს. ეს უცნაური და შემაწუხებელი სიმპტომი ხშირად გარკვეული პერიოდით, უეცრად აღმოცენდება და ასევე მოულოდნელად გაივლის, ის არც კვებას უკავშირდება. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ “ყელში ბურთის გაჩხერის” შეგრძნების მიზეზები.

ძნელი წარმოსადგენია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრება დროული დასვენების გარეშე. უწყვეტი შრომა ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას იწვევს. შვებულების დროს გარემოს შეცვლა აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს ზღვა, მთა, აგარაკი ქალაქის ახლოს...

თუმცა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სხვა პრობლემები იჩენს თავს. გგონია, დასვენებული, მზის, ზღვის, ბუნების ენერგიით აღვსილი, განტვირთული და გაკაჟებული, მთებს გადააბრუნებ, მაგრამ ასე არ ხდება. სამუშაოს თავს ვერ ართმევთ, ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ... ნუ შეშინდებით - ეს ნორმალური რეაქციაა. მას შვებულების შემდგომი სინდრომი ეწოდება. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სინდრომს ვერავინ აუვლის გვერდს. შვებულების შემდეგ ადრინდელ გარემოსთან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ადაპტაციას დაახლოებით 10 დღე სჭირდება. სპეციალისტთა რჩევები ამ პერიოდის გადალახვას გაგიადვილებთ.

ყველამ ვიცით, რა უხერხულ დღეში შეიძლება ჩაგვაგდოს მუცლის შებერილობამ. რატომ და როგორ გვებერება მუცელი? ამის შესახებ გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი თერაპევტი ირინა ხუციშვილი.

- რასთან გვაქვს საქმე მუცლის შებერილობისას?

ალპორტის სინდრომი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც აზიანებს თირკმლის გორგლებს - კაპილარებისგან შემდგარ წარმონაქმნებს, რომლებიც სისხლს ფილტრავს და მომწამლავი ნივთიერებებისგან წმენდს. დაავადების მიზეზია გენების მუტაცია, რომლის შედეგადაც ზიანდება მეოთხე ტიპის კოლაგენი - თირკმლის გორგლების სიჯანსაღისა და ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ცილა. დაავადების ადრეული სიმპტომია შარდში სისხლის არსებობა - ჰემატურია.

23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.