რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
მიოზიტი და მიალგია

mkurnali.geალბათ გინახავთ ადამიანი, რომელსაც კუნთების ტკივილის გამო არ შეუძლია თავის მიბრუნება-მობრუნება, დახრა, წელში მოხრა. ზოგჯერ მკვეთრ ტკივილს ნაბიჯის გადადგმა და ღრმა ჩასუნთქვაც კი იწვევს. ამგვარი მტკივნეული შეგრძნებები ახასიათებს მიოზიტს - ჩონჩხის კუნთების ანთებას (ეს ის კუნთებია, რომლებიც სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობასა და წონასწორობას უზრუნველყოფს). მიოზიტსა და მის თანმხლებ მიალგიაზე - კუნთების ტკივილზე - ოჯახის ექიმი თინათინ ქავთარაძე გვესაუბრება:

 

- მიოზიტი სხვადასხვა დაავადების გართულებაა. მას მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. ქრონიკული მიოზიტი უმეტესად არასწორად ნამკურნალები მწვავე ანთების შედეგად ვითარდება და პაციენტს პერიოდულად ახსენებს თავს - ტკივილი ხშირად იწყება ღამით, ძლიერდება უპირტესად სტატიკურ მდგომარეობაში, გადაცივებისა და მეტეოროლოგიური პირობების შეცვლის დროს. ქრონიკული მიოზიტი შესაძლოა ინფექციური დაავადების შედეგიც იყოს. ზოგჯერ პაციენტი დაავადების არსებობას არც კი ეჭვობს, ვიდრე ტკივილი არ შეაწუხებს. მწვავე მიოზიტი ვითარდება, როცა გენერალიზებული მწვავე ინფექცია კუნთებსაც ჩაითრევს, აგრეთვე - ტრავმისა და კუნთური გადაძაბვის დროს, განსაკუთრებით - თუ ამას გადაცივებაც დაერთო. მწვავე პერიოდში ტკივილი რეფლექსური ხასიათისაა და კუნთოვანი ქსოვილის სიღრმეში მდებარე რეცეპტორთა გაღიზიანებას უკავშირდება. შესაძლოა, სისხლძარღვოვანი ხასიათისაც იყოს და არასაკმარისი სისხლმომარაგების პირობებში განვითარდეს, რადგან კუნთის გაზრდილი მოთხოვნილება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერების მიმართ ვერ კმაყოფილდება შემცირებული სისხლმომარაგების გამო.


- რა იწვევს მიოზიტს და რომელი ფაქტორები უწყობს ხელს მის განვითარებას?
- დაავადების მიზეზი უმეტესად ინფექციური პათოლოგიაა: ქრონიკული ტონზილიტი, გრიპი, მწვავე ვირუსულ-რესპირატორული ინფექცია. გარდა ამისა, ის შეიძლება გამოიწვიოს პარაზიტულმა ინფექციამ, ქრონიკულმა ჩირქოვანმა და აუტოიმუნურმა პროცესებმა, ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებამ. ცალკე გამოყოფენ იმ შემთხვევებს, როცა მიოზიტი პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. პიანისტები, მევიოლინეები, მძღოლები, ოპერატორები და ზოგიერთი სხვა პროფესიის ადამიანი ყოველდღიურად საათობით მუშაობენ არახელსაყრელ პოზაში. ამ შემთხვევაში მიოზიტი ძლიერი კუნთოვანი გადაძაბვის შედეგია. დაავადების განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც არის გადაცივება, კუნთოვანი კრუნჩხვები და სხვადასხვა ტიპის ტრავმა. მიოზიტის განვითარებას აპროვოცირებს ზოგიერთი ისეთი პათოლოგიაც, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარეობს: რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, რევმატიზმი. ჩირქოვანი მიოზიტი კუნთშიგა ინექციის დროს ჰიგიენური წესების დაუცველობის შედეგია.


- მიოზიტის რომელი ფორმებია გავრცელებული ყველაზე მეტად და რა სიმპტომები ახასიათებთ მათ?
- მიოზიტი ყველაზე ხშირად აზიანებს კისრის, წელის, გულმკერდისა და მუხლის კუნთებს. დაავადების ლოკალური მიმდინარეობისას მტკივნეული შეგრძნებები და ძირითადი სიმპტომებიც სწორედ განსაზღვრული ჯგუფის კუნთებს მოიცავს. დაავადების მთავარი ნიშანი კუნთის ყრუ ტკივილია, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას და დაზიანებული კუნთების შეხებისას. გამოცდილ ექიმს შეუძლია, მტკივნეულ კერებში ხელით აღმოაჩინოს პათოლოგიური კვანძები. ზოგჯერ შეინიშნება კანის შეშუპება და გაწითლება. ყველაზე გავრცელებული ფორმა კისრის მიოზიტია, ეს ადვილად აიხსნება, რამდენადაც გადაძაბვასა და გადაცივებას ყველაზე ხშირად სწორედ სხეულის ეს ნაწილი განიცდის. ვითარდება ყრუ ტკივილი კისრის არეში, რომელიც გადაეცემა კეფას, ვრცელდება ქვევით ბეჭის ძვლებთან და შესაძლოა მთელი მხრის სარტყელიც კი მოიცვას. ასეთ დროს აუცილებელია დაავადების დიფერენცირება კისრის ოსტეოქონდროზისგან, რაშიც რენტგენოლოგიური გამოკვლევა გვეხმარება. მიოზიტის დროს არ ვლინდება დეგენერაციული ცვლილებები, ამასთანავე, შეინიშნება მალების

მოძრაობის შეზღუდვა. ამჟამად სპეციალისტები გამოყოფენ მიოზიტის ისეთ სახესხვაობებს, როგორიც არის პოლიმიოზიტი და დერმატომიოზიტი.

პოლიმიოზიტის დროს ზიანდება რამდენიმე ჯგუფის კუნთები, თუმცა, დაავადების ლოკალური ფორმისგან განსხვავებით, ტკივილი ისე აშკარა არ არის, წამყვანი სიმპტომი კუნთური სისუსტეა. თავდაპირველად პაციენტს უძნელდება კიბეზე ასვლა, მერე და მერე - სკამიდან წამოდგომა, ტანსაცმლის ჩაცმა, თმის დავარცხნა. დროთა განმავლობაში განილევა კისრის კუნთები და ადამიანს თავის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერაც კი უჭირს. უკანასკნელ სტადიაში ვითარდება საყლაპავი და სასუნთქი კუნთების ატროფია. საყლაპავის, ხახისა და ხორხის კუნთების დაზიანების გამო რთულდება ყლაპვა, ვითარდება შეტევითი ხასიათის ხველა, სასუნთქი კუნთების დაზიანების გამო თავს იჩენს სულის ხუთვა და ქოშინი. პოლიმიოზიტის დროს შუპდება კუნთები და სახსრები შესივებულია, ანუ მიოზიტის პარალელურად ართრიტიც ვითარდება. გამოსავალი ექიმთან დროულად მისვლა და კვალიფიციური მკურნალობის ჩატარებაა. ამ დროს მკურნალობა სრული გამოჯანმრთელების შანსს იძლევა.

დერმატომიოზიტი უმეტესად ახალგაზრდა და შუახნის ქალებს ემართებათ. პათოლოგია შესაძლოა ინიცირებული იყოს ვირუსით, გენეტიკური ფაქტორებით (მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა). გამშვები მექანიზმია სტრესი, გაციება, გადაცივება და ინსოლაცია (მზის სხივები). ამ დროს კუნთებთან ერთად ზიანდება კანიც: დამახასიათებელი წითელი ან იისფერი გამონაყარი ჩნდება ხელებზე, სახეზე, ხერხემლის ზედა ნაწილში. შუპდება ქუთუთოები. პაციენტები უჩივიან სისუსტეს, შემცივნებას, სხეულის ტემპერატურის მომატებას, მკვეთრად იკლებენ წონას. უარესდება თვითშეგრძნება. ნებაზე მიშვებული დერმატომიოზიტი საკმაოდ სერიოზულ უსიამოვნებებს იწვევს. მოსალოდნელია კუნთების დამოკლება, კანქვეშ კალციუმის მარილების დაგროვება, რაც ტკივილის მიზეზად იქცევა.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას. წელის ტკივილი ჩვენი ცხოვრების თანმდევი პრობლემა გახდა, რომლის შესახებაც გვესაუბრება ავერსის კლინიკისა და სამედიცინო ცენტრ ,,ალმედის” ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი, ნანი მანაგაძე.

აფაზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივად კარგავს მეტყველების უნარს. ეს, ძირითადად, თავის ტვინის ქერქში მდებარე მეტყველებაზე პასუხისმგებელი ცენტრების ზოგადი თუ ლოკალური ორგანული დაზიანებითაა გამოწვეული. გამოვლინების მიხედვით განსხვავებული ფორმის აფაზიები არსებობს - არტიკულაციის უმნიშვნელო დარღვევიდან - მეტყველების უნარის და ადამიანისადმი მიმართული მეტყველების გაგების სრულ დაკარგვამდე.

ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონია ყელში ბურთისებრი წარმონაქმნის შეგრძნება. რეალურად კი ყელის გულდასმით გამოკვლევა არავითარ წარმონაქმნს ან ნორმიდან გადახრას არ ავლენს. ეს უცნაური და შემაწუხებელი სიმპტომი ხშირად გარკვეული პერიოდით, უეცრად აღმოცენდება და ასევე მოულოდნელად გაივლის, ის არც კვებას უკავშირდება. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ “ყელში ბურთის გაჩხერის” შეგრძნების მიზეზები.

ძნელი წარმოსადგენია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრება დროული დასვენების გარეშე. უწყვეტი შრომა ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას იწვევს. შვებულების დროს გარემოს შეცვლა აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს ზღვა, მთა, აგარაკი ქალაქის ახლოს...

თუმცა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სხვა პრობლემები იჩენს თავს. გგონია, დასვენებული, მზის, ზღვის, ბუნების ენერგიით აღვსილი, განტვირთული და გაკაჟებული, მთებს გადააბრუნებ, მაგრამ ასე არ ხდება. სამუშაოს თავს ვერ ართმევთ, ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ... ნუ შეშინდებით - ეს ნორმალური რეაქციაა. მას შვებულების შემდგომი სინდრომი ეწოდება. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სინდრომს ვერავინ აუვლის გვერდს. შვებულების შემდეგ ადრინდელ გარემოსთან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ადაპტაციას დაახლოებით 10 დღე სჭირდება. სპეციალისტთა რჩევები ამ პერიოდის გადალახვას გაგიადვილებთ.

ყველამ ვიცით, რა უხერხულ დღეში შეიძლება ჩაგვაგდოს მუცლის შებერილობამ. რატომ და როგორ გვებერება მუცელი? ამის შესახებ გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი თერაპევტი ირინა ხუციშვილი.

- რასთან გვაქვს საქმე მუცლის შებერილობისას?

ალპორტის სინდრომი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც აზიანებს თირკმლის გორგლებს - კაპილარებისგან შემდგარ წარმონაქმნებს, რომლებიც სისხლს ფილტრავს და მომწამლავი ნივთიერებებისგან წმენდს. დაავადების მიზეზია გენების მუტაცია, რომლის შედეგადაც ზიანდება მეოთხე ტიპის კოლაგენი - თირკმლის გორგლების სიჯანსაღისა და ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ცილა. დაავადების ადრეული სიმპტომია შარდში სისხლის არსებობა - ჰემატურია.

11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.