რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი
ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი

ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. პაციენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ მისი მიზეზი თირკმლის პათოლოგიაა. სინამდვილეში კი თირკმლის დაავადებათაგან ტკივილს მხოლოდ კენჭის გავლა იწვევს, თანაც საკმაოდ ძლიერ შეტევით ტკივილს, რომელსაც ჭვალს, კოლიკას უწოდებენ. მართალია, თირკმლის ზოგიერთი პათოლოგიის დროს შეიძლება ყრუ ტკივილმა იჩინოს თავი, მაგრამ ამ დროს ყურადღებას დაავადების სხვა სიმპტომებიც იპყრობს. მოდი, გავარკვიოთ, რა იწვევს ყველაზე ხშირად ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილს.

1. ხომ არ დაიწყო ტკივილი წაქცევის ან მძიმე საგნის აწევის შემდეგ?
თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მეხუთე კითხვაზე; თუ პასუხი დადებითია,

გადადით მომდევნოზე.

2. ხომ არ გაქვთ დაბუჟების შეგრძნება ან ტკივილი ქვედა კიდურებში?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, მიზეზი მალათაშუა დისკოს თიაქარი იყოს. უნდა მიმართოთ ექიმს. მანამდე კი, გირჩევთ, მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი და ნაკლები იმოძრაოთ. თუ ტკივილი ძლიერია, კიდურში მგრძნობელობა დაკარგეთ ან უნებლიე შარდვა ან დეფეკაცია დაგეწყოთ, სასწრაფოდ

მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

3. ხომ არ გადააბიჯეთ 60 წელს, ხომ არ გაქვთ სახსრების დაავადება და მკვეთრად ხომ არ ძლიერდება ტკივილი მოძრაობისას?
თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული მალის მოტეხილობა. მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, შეზღუდეთ მოძრაობა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

4. ხომ არ გაწუხებთ ტკივილი მოხრის, მოტრიალების ან ჯდომის დროს?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ტკივილის მიზეზი იყოს კუნთების სპაზმი, კუნთების დაჭიმვა ან მალათაშუა დისკოს თიაქარი. მტკივანი ადგილი დაითბუნეთ, მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, შეზღუდეთ მოძრაობა. თუ რამდენიმე დღეში თავს უკეთ არ იგრძნობთ, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

5. ტკივილი პერიოდულად აღმოცენდება, რამდენიმე ხნის შემდეგ გაივლის, მერე კი ისევ იჩენს თავს? ხომ არ დაწყებულა ეს ტკივილი ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, ეს იყოს სპონდილოლისთეზი - მდგომარეობა, როცა ხერხემლის ერთი მალა მეორის მიმართ დაცურებულია - ან სპონდილოზი - ხერხემლის სახსრების ანთებითი დაავადება. უნდა მიმართოთ ექიმს. რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

6. მომატებული გაქვთ თუ არა ტემპერატურა?
თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მერვე კითხვაზე. თუ დადებითია, გადადით მომდევნოზე.

7. ხომ არ გაქვთ სისხლიანი ან მღვრიე შარდი? ლოკალიზებული ხომ არ არის ტკივილი წელის ერთ მხარეს და ხომ არ ერთვის წვა შარდვისას?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა მიზეზი თირკმლის მენჯფიალოვანი სისტემის ანთება - პიელონეფრიტი იყოს. ისიც შესაძლოა, გქონდეთ თირკმლის კენჭი და მისი მოძრაობა იწვევდეს აღწერილ სიმპტომებს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, შესაძლოა მიზეზი ვირუსული ინფექცია - გრიპი იყოს. მიიღეთ სიცხის დამწევები, სვით ბევრი სითხე. თუ რამდენიმე დღეში უკეთ არ გახდით, მიმართეთ ექიმს.

8. ხომ არ გრძნობთ ზურგის არეში დაჭიმულობას, განსაკუთრებით შემაწუხებელი ხომ არ არის ტკივილი დილაობით, ხომ არ ერთვის მას სახსრების ანთება, შეშუპება, გაწითლება?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ეს იყოს მაანკილოზებელი სპონდილიტი - ართრიტის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ხერხემლის დაზიანება ახასიათებს. შეგიძლიათ, მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, მტკივანი ადგილები დაითბუნოთ. თუ სიმპტომები არ შემსუბუქდა, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

9. ორსულად ხომ არ ბრძანდებით?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, ტკივილის მიზეზი სწორედ ეს იყოს. ორსულობისას საშვილოსნოს ირგვლივ მდებარე იოგები იჭიმება და ხდება ზეწოლა ზურგის ქვედა ნაწილზე. შეგიძლიათ, ზომიერად დაითბუნოთ მტკივანი ადგილი. თუ ტკივილი გახანგრძლივდა, დაერთო ტემპერატურის მომატება ან სისხლიანი გამონადენი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

10. ტკივილი ხერხემლის ქვედა ნაწილში ხომ არ არის ლოკალიზებული ან ხომ არ გადაეცემა ქვემო კიდურებს?
თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა მიზეზი მალათაშუა დისკოს თიაქარი ან სპინალური სტენოზი იყოს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, მანამდე კი რეკომენდებულია მოძრაობის შეზღუდვა, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. თუ ტკივილი ძლიერია, ქვედა კიდურებში მგრძნობელობა დაქვეითებულია ან გაძნელებულია მოძრაობა, თავი იჩინა უნებლიე შარდვამ ან დეფეკაციამ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი ამჯერადაც უარყოფითია და თქვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი ვერ იპოვეთ, მიმართეთ ექიმს.

 

თარიღი : 16-08-2016
imeda
გამარჯობატ ზაან მაწუხებს ზურგის მარცხენა ქვედა ნაწილი და ტკივილებიც ზლიერი მაქვს დაწოლაც მიჯირს და ადგომაც საწოლსჰოც კი ვერ ვტრიალდები დე ეგ დამეწყო გუსჰინ და ხო ვერ მირჰევტ რომელი ტკივილ გამაყუჰებელი მივიგო და რამდენი ხნის განმავლობასჰი
თარიღი : 23-04-2016
Giorgi
Gadavxede am yvelaprs da veraperi gavige mainc arc gadagla miwevs arc mdzime samushaoebze vmushaob vzivar umetes dros dawolis dros mawuxebs mxolod piltvebis teritoria mashin michirs mxolod suntqva danarcheni modzraobis dros da sxva situaciebshi armaqvs problema armaqvs xvela da msgavsi rameebi es damewyo gaciebis mere virusis shemdeg damrcha mgoni or tvemdea esevar tu vinme metyvis pasuxs ori sityvit kai iqneba giagia2626 esaa skaipi ori sityvit momweret tu vinmem icit ris brali iqneba
თარიღი : 22-03-2016
Anna
Gამარჯობათ , ხერხემლის შუა ნაწილი მტკივა როცა უკან გადავიწევი უბრალო Vარჯიშის GაკეთEბისას და შEმდეგ რამდენიმე საათIს განმავლობაშI მაქვს ყრუ ტკივილი თითქოს , თAნ როცა უკან Gადავიხრები ჩხვლეტასავით მაქვს ტკივილი ერთ ადგილას Mხოლოდ , ძAლიამ მტკივნეულია , რისი ბრალი შEიძლევა Iყოს
თარიღი : 02-03-2016
teona
გამარჯობატ ორიდგის ცინ მტკიდა ზურგი მარჯვენა მხარეს და გუსჰინ საგამოს გავიკეტე იოდის კლეტკები ცოტა კი მომეხსნა სიმძიმე და ტიტკოსდა ვგზნობ სიმხურვალეს და ხოვერმეტკვიტ როგორმოვიგკცე
თარიღი : 24-06-2015
Medea
Mogesalmebit. Macuxebs tkivili zurgis qveda nawilshi ცელამდე ასე ვთქვათ ფერდის არეში- მარცხენა მხარეს.განსაკუთრებით გამით როცა დაწოლილი ვარ იქამდე რომ გადაბრუნებაც მიჭირს თუ არ წამოვდექი. ასევე ტკივილი მაქვს ჩასუნტქვის დროს, დაცემინება რომ მინდოდეს ვერ ვახერხებ ტკივილისგან Tkivili maqvs periodulad daaxloebit 3-4 dge da gamivlis da ramodenime xanshi isev mimeordeba. Ra sheizleba ikos gamomcvevi tu shegizliat rom amixsnat. Tu raime kavshirshi sheizleba ikos getkvit rom macuxebs gastriti da xshirad maqvs cneva 160/100 ze. Aseve maqvs mjdomare samushao mteli dgis ganmavlobashi Gmadlobt.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ნიქტურია ღამის შარდვის იმ დონემდე გახშირებაა, რომ ღამით გამოყოფილი შარდის მოცულობა დღისით გამოყოფილისას აჭარბებს.
დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი, იგივე დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის (დიკ) სინდრომი, თრომბოჰემორაგიული სინდრომი, წარმოადგენს ჰემოსტაზის (სისხლის შემდედებელ ფაქტორთა) უნივერსალურ დარღვევას,
მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი, რასაც სხვანაირად საკვერცხის ვენების რეფლუქსს, მენჯის ვენების სისხლსავსეობის სინდრომს უწოდებენ, არის ხშირი და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სათანადოდ შეუფასებელი მდგომარეობა. ის ხშირია ახალგაზრდა ქალებთან და მუცლის ქვედა ნაწილისა და მენჯის ქრონიკული (ექვსი თვისა და მეტი ხანგრძლივობის) ტკივილის მიზეზია.

კუნთების კრამპი არის კუნთების ძლიერი მტკივნეული შეკუმშვა, რაც უეცრად აღმოცენდება და რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება. უხშირესად კრამპი ქვედა კიდურების, კერძოდ კი, წვივების არეშია ლოკალიზებული. ასეთი შეკუმშვა უმთავრესად ღამით, ზოგჯერ კი გაღვიძების ან პირველი მოძრაობებისას ვითარდება.

დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას. წელის ტკივილი ჩვენი ცხოვრების თანმდევი პრობლემა გახდა, რომლის შესახებაც გვესაუბრება ავერსის კლინიკისა და სამედიცინო ცენტრ ,,ალმედის” ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი, ნანი მანაგაძე.

აფაზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივად კარგავს მეტყველების უნარს. ეს, ძირითადად, თავის ტვინის ქერქში მდებარე მეტყველებაზე პასუხისმგებელი ცენტრების ზოგადი თუ ლოკალური ორგანული დაზიანებითაა გამოწვეული. გამოვლინების მიხედვით განსხვავებული ფორმის აფაზიები არსებობს - არტიკულაციის უმნიშვნელო დარღვევიდან - მეტყველების უნარის და ადამიანისადმი მიმართული მეტყველების გაგების სრულ დაკარგვამდე.

18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა