ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი

1. ხომ არ დაიწყო ტკივილი წაქცევის ან მძიმე საგნის აწევის შემდეგ?

თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მეხუთე კითხვაზე; თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნოზე.

2. ხომ არ გაქვთ დაბუჟების შეგრძნება ან ტკივილი ქვედა კიდურებში?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, მიზეზი მალათაშუა დისკოს თიაქარი იყოს. უნდა მიმართოთ ექიმს. მანამდე კი, გირჩევთ, მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი და ნაკლები იმოძრაოთ. თუ ტკივილი ძლიერია, კიდურში მგრძნობელობა დაკარგეთ ან უნებლიე შარდვა ან დეფეკაცია დაგეწყოთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

3. ხომ არ გადააბიჯეთ 60 წელს, ხომ არ გაქვთ სახსრების დაავადება და მკვეთრად ხომ არ ძლიერდება ტკივილი მოძრაობისას?

თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული მალის მოტეხილობა. მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, შეზღუდეთ მოძრაობა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

4. ხომ არ გაწუხებთ ტკივილი მოხრის, მოტრიალების ან ჯდომის დროს?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ტკივილის მიზეზი იყოს კუნთების სპაზმი, კუნთების დაჭიმვა ან მალათაშუა დისკოს თიაქარი. მტკივანი ადგილი დაითბუნეთ, მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, შეზღუდეთ მოძრაობა. თუ რამდენიმე დღეში თავს უკეთ არ იგრძნობთ, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

5. ტკივილი პერიოდულად აღმოცენდება, რამდენიმე ხნის შემდეგ გაივლის, მერე კი ისევ იჩენს თავს? ხომ არ დაწყებულა ეს ტკივილი ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, ეს იყოს სპონდილოლისთეზი - მდგომარეობა, როცა ხერხემლის ერთი მალა მეორის მიმართ დაცურებულია - ან სპონდილოზი - ხერხემლის სახსრების ანთებითი დაავადება. უნდა მიმართოთ ექიმს. რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

6. მომატებული გაქვთ თუ არა ტემპერატურა?

თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მერვე კითხვაზე. თუ დადებითია, გადადით მომდევნოზე.

7. ხომ არ გაქვთ სისხლიანი ან მღვრიე შარდი? ლოკალიზებული ხომ არ არის ტკივილი წელის ერთ მხარეს და ხომ არ ერთვის წვა შარდვისას?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა მიზეზი თირკმლის მენჯფიალოვანი სისტემის ანთება - პიელონეფრიტი იყოს. ისიც შესაძლოა, გქონდეთ თირკმლის კენჭი და მისი მოძრაობა იწვევდეს აღწერილ სიმპტომებს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, შესაძლოა მიზეზი ვირუსული ინფექცია - გრიპი იყოს. მიიღეთ სიცხის დამწევები, სვით ბევრი სითხე. თუ რამდენიმე დღეში უკეთ არ გახდით, მიმართეთ ექიმს.

8. ხომ არ გრძნობთ ზურგის არეში დაჭიმულობას, განსაკუთრებით შემაწუხებელი ხომ არ არის ტკივილი დილაობით, ხომ არ ერთვის მას სახსრების ანთება, შეშუპება, გაწითლება?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ეს იყოს მაანკილოზებელი სპონდილიტი - ართრიტის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ხერხემლის დაზიანება ახასიათებს. შეგიძლიათ, მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, მტკივანი ადგილები დაითბუნოთ. თუ სიმპტომები არ შემსუბუქდა, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

9. ორსულად ხომ არ ბრძანდებით?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, ტკივილის მიზეზი სწორედ ეს იყოს. ორსულობისას საშვილოსნოს ირგვლივ მდებარე იოგები იჭიმება და ხდება ზეწოლა ზურგის ქვედა ნაწილზე. შეგიძლიათ, ზომიერად დაითბუნოთ მტკივანი ადგილი. თუ ტკივილი გახანგრძლივდა, დაერთო ტემპერატურის მომატება ან სისხლიანი გამონადენი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

10. ტკივილი ხერხემლის ქვედა ნაწილში ხომ არ არის ლოკალიზებული ან ხომ არ გადაეცემა ქვემო კიდურებს?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა მიზეზი მალათაშუა დისკოს თიაქარი ან სპინალური სტენოზი იყოს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, მანამდე კი რეკომენდებულია მოძრაობის შეზღუდვა, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. თუ ტკივილი ძლიერია, ქვედა კიდურებში მგრძნობელობა დაქვეითებულია ან გაძნელებულია მოძრაობა, თავი იჩინა უნებლიე შარდვამ ან დეფეკაციამ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი ამჯერადაც უარყოფითია და თქვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი ვერ იპოვეთ, მიმართეთ ექიმს.