რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ცხვირიდან სისხლდენა
ცხვირიდან სისხლდენა

ეპიტაქსისი, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს და სხვა ორგანოსიც. ზოგჯერ ცხვირიდან სისხლი ჯანმრთელ ადამიანებსაც სდით. ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს:


* ტრავმამ;
* ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებებმა (მაგალითად, რინიტმა - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებამ, ჰაიმორიტმა - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთებამ);
* ზოგიერთმა მედიკამენტმა;
* სისხლის პათოლოგიებმა და სხვა.

ცხვირიდან ძლიერი, შეუპოვარი სისხლდენის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. სპეციალისტი დაადგენს მიზეზს და სათანადო მკურნალობას დანიშნავს.

ეპიტაქსისის მიზეზები მოზრდილებში
ცხვირიდან სისხლდენა, როგორც ითქვა, ყოველთვის არ არის დაავადების ბრალი. ის შეიძლება სავსებით ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდეს, უმეტესად - ემოციური დაძაბულობის ან ფიზიკური დატვირთვის შედეგად. ასეთ დროს სისხლდენა ხანმოკლე და სუსტია და უმეტესად თავისთავად წყდება. ჯანმრთელ ადამიანს ცხვირიდან სისხლი შეიძლება სიცივეშიც წასკდეს - ეს იმიტომ, რომ ცივი და მშრალი ჰაერით დიდხანს სუნთქვისას ცხვირის ლორწოვანი გარსი შრება და წვრილი კაპილარები სკდება. ეპიტაქსისის მიზეზად შეიძლება იქცეს მზის დაკვრაც. ამ დროს სისხლდენას თავის ტკვილი, საერთო სისუსტე, ყურების შუილი ახლავს თან. არც გულის წასვლაა გამორიცხული. ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი უმეტესად ძგიდის წინა ნაწილის (ე.წ. კისელბახის ადგილის) სისხლძარღვთა დაზიანებაა. ცხვირის ძგიდის ეს უბანი განსაკუთრებით მდიდარია წვრილი არტერიოლებითა და კაპილარებით. მათ მსუბუქი ტრავმაც კი ადვილად აზიანებს - მშრალი ქერქის უხეშად მოცილება, ცხვირის უხეშად მოხოცვა, ცხვირის ქექვა თითითა თუ სხვა უხეში საგნით... სისხლი ამ დროს წვეთწვეთობით ან სუსტ ნაკადად მოედინება და სისხლის ნორმალური შედედების პირობებში მალევე წყდება. გაცილებით უარესია ცხვირის ღრუს ზედა და უკანა ნაწილის სისხლძარღვების დაზიანება. ამ უბნების სისხლძარღვები გაცილებით მსხვილია. ამიტომ მათი დაზიანების შედეგად განვითარებული სისხლდენა უფრო ინტენსიური და სახიფათია. ასეთ დროს კაშკაშა ალისფერი სისხლი ინტენსიურად მოედინება (შესაძლოა, პირის ღრუდანაც გადმოდიოდეს) და პრაქტიკულად არ წყდება. ამ სახის ეპიტაქსისის ერთ-ერთი გამოვლინებაა სისხლიანი ღებინება სისხლის გადაყლაპვის გამო. ცხვირის ტრავმის დროს (დარტყმა, დაცემა) დიდია ცხვირის სტრუქტურათა (ხრტილის, ძგიდის, ძვლების, მახლობელი წიაღების) დაზიანების ალბათობა. ტრავმით გამოწვეულ ეპიტაქსისს, წესისამებრ, თან ახლავს ცხვირისა და მის გარშემო არსებული ქსოვილების ტკივილი და შეშუპება. ამ დროს ცხვირი, ზოგჯერ - მთელი სახეც, დეფორმირდება. თუ ცხვირიდან სისხლდენა არაინტენსიურია და სისხლის შედედებულ კოლტებს ლორწოვანი გამონადენიც ერთვის, სავარაუდოდ, საქმე ეხება რინიტს - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას. სისხლის კოლტები რინიტის დროს ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული წვრილი კაპილარების ტრავმის შედეგია. როდესაც ეპიტაქსისი თავის ტკივილის, სურდოსა და სიცხის ფონზე აღმოცენდება, მიზეზია წიაღების ანთება - სინუსიტი (ფრონტიტი - შუბლის წიაღის ლორწოვანის ანთება - ან ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება). განმეორებითი სისხლდენა შესაძლოა ცხვირის ღრუში არსებული სიმსივნური პროცესის შედეგი იყოს. ასეთ დროს პაციენტის გამოკვლევა-დათვალიერებისას ცხვირის ღრუში ხშირად აღმოაჩენენ კეთილთვისებიან (პოლიპი, ანგიომა, პაპილომა) ან ავთვისებიან (კიბო, სარკომა) წარმონაქმნებს. ჰიპერტონიული დაავადების დროს ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა დაერთოს არტერიული წნევის მნიშვნელოვან მომატებას - ჰიპერტონიულ კრიზს. ამ დროს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვრილი სისხლძარღვები სკდება და ეპიტაქსისს

იწვევს. ამას წინ უძღვის თავის ტკივილი, ყურების შუილი და თავბრუხვევა. ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება ამა თუ იმ სპრეის (შესასხურებელი საშუალების, მაგალითად, ბეკონაზეს, ნაზონექსის) გამოყენების გამოც განვითარდეს. კორტიკოსტეროიდები და ალერგიის საწინააღმდეგო (კერძოდ, ანტიჰისტამინური) მრავალი პრეპარატი ცხვირის ლოწოვან გარსს აღიზიანებს და კაპილარების სკდომას იწვევს. ეპიტაქსისის მიზეზად შეიძლება იქცეს სისხლის შედედების შემაფერხებელი პრეპარატების (ვარფარინის, ჰეპარინის, ასპირინის) ხანგრძლივი გამოყენებაც. ცხვირიდან სისხლდენა, განსაკუთრებით - საშვილოსნოდან და ღრძილებიდან სისხლდენასთან შეუღლებული, ახასიათებს აპლაზიურ ანემიას (ამ დროს ძვლის ტვინი წყვეტს სისხლის უჯრედების გამომუშავებას), ლეიკოზს (სისხლის ავთვისებიან დაავადებას), თრომბოციტოპენიურ პურპურას (დაავადება, რომლისთვისაც თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირებაა დამახასიათებელი). ეპიტაქსისის მიზეზებიდან აღსანიშნავია არა მხოლოდ ზოგადად სისხლისა და სისხლძარღვთა დაავადებები, არამედ ისეთი პათოლოგიებიც, როგორებიცაა გულის მანკი, ფილტვების ემფიზემა, ღვიძლისა და ელენთის დაავადებები, ჰიპოვიტამინოზები და ავიტამინოზები.



თარიღი : 10-10-2016
ქრისტინა
გამრჯობა მე ვარ ქრისტინა ჭელიძე ძალიან ხშირად ცხვირიდან სისხლდენა მაქვს და ექიმთანაც ვიყავი წამლები დამინიშნა მაგრამ 1 კვირის შემდეგ ისევ გამიმეორდა ცხვირიდან სისხლდენა და გადავწყვიტე თქვენ მოგმართოთ რას მირჩევთ?
თარიღი : 17-09-2016
გოგა
ჩემს 8 წლის შვილს აქვს დენა ცხვირიდან ხშირად უფრო ზაპხულის პერიოდში რისი შეიძლება ბრალიკოს?
თარიღი : 10-07-2015
Sopo
ზაფხულის პერიოდში მენზის წინა დღეებში მომდის ცხვირიდან სისხლი მცირე რაოდენობით. ხომ ვერ მომცემდითრაიმე რჩევას? საშიშია ვითომ?
თარიღი : 17-05-2015
ანანო
აუ მუცელი მტკივაა ძალიან და რა ვქნაა
თარიღი : 06-02-2015
თათია
მთელი ცხოვრება მაწუხებს ცხვირიდან სისხლდენა,26 წლის ვარ.დაცემინების დროსაც კი შეიძლება წამომივიდეს და საკმაოდ ძლიერად,დავიტანჯე, ძალიან უხერხულ სიტუაციებში მაგდებს ეს ფაქტი. საერთოდ ძალიან წვრილი სისხლძრღვები მაქვს,ვენიდან სისხლის აღების დროს ათი წუთი ჭირდებათ რომ ვენა მიპოვონ.ცხვირშიც ალბათ შესაბამისად წვრილი და სუსტი კაპილარები მაქვს.საბოლოოდ ვის უნდა მივმართო,ანგიოლოგს თუ ოტორინოლარინგოლოგს? და რა პროცედურები უნდა ჩავიტარო რომ აღარ დამტანჯოს ცხვირიდან სისხლდენამ? ზუსტად ერთი კვირაა ყოველ დღე მომდის :( ... ე.წ კაპილარების მოწვა რამდენად გამართლებული და შედეგიანია? გთხოვთ დამაკვალიანოთ...
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას. წელის ტკივილი ჩვენი ცხოვრების თანმდევი პრობლემა გახდა, რომლის შესახებაც გვესაუბრება ავერსის კლინიკისა და სამედიცინო ცენტრ ,,ალმედის” ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი, ნანი მანაგაძე.

აფაზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივად კარგავს მეტყველების უნარს. ეს, ძირითადად, თავის ტვინის ქერქში მდებარე მეტყველებაზე პასუხისმგებელი ცენტრების ზოგადი თუ ლოკალური ორგანული დაზიანებითაა გამოწვეული. გამოვლინების მიხედვით განსხვავებული ფორმის აფაზიები არსებობს - არტიკულაციის უმნიშვნელო დარღვევიდან - მეტყველების უნარის და ადამიანისადმი მიმართული მეტყველების გაგების სრულ დაკარგვამდე.

ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონია ყელში ბურთისებრი წარმონაქმნის შეგრძნება. რეალურად კი ყელის გულდასმით გამოკვლევა არავითარ წარმონაქმნს ან ნორმიდან გადახრას არ ავლენს. ეს უცნაური და შემაწუხებელი სიმპტომი ხშირად გარკვეული პერიოდით, უეცრად აღმოცენდება და ასევე მოულოდნელად გაივლის, ის არც კვებას უკავშირდება. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ “ყელში ბურთის გაჩხერის” შეგრძნების მიზეზები.

ძნელი წარმოსადგენია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრება დროული დასვენების გარეშე. უწყვეტი შრომა ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას იწვევს. შვებულების დროს გარემოს შეცვლა აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს ზღვა, მთა, აგარაკი ქალაქის ახლოს...

თუმცა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სხვა პრობლემები იჩენს თავს. გგონია, დასვენებული, მზის, ზღვის, ბუნების ენერგიით აღვსილი, განტვირთული და გაკაჟებული, მთებს გადააბრუნებ, მაგრამ ასე არ ხდება. სამუშაოს თავს ვერ ართმევთ, ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ... ნუ შეშინდებით - ეს ნორმალური რეაქციაა. მას შვებულების შემდგომი სინდრომი ეწოდება. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სინდრომს ვერავინ აუვლის გვერდს. შვებულების შემდეგ ადრინდელ გარემოსთან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ადაპტაციას დაახლოებით 10 დღე სჭირდება. სპეციალისტთა რჩევები ამ პერიოდის გადალახვას გაგიადვილებთ.

ყველამ ვიცით, რა უხერხულ დღეში შეიძლება ჩაგვაგდოს მუცლის შებერილობამ. რატომ და როგორ გვებერება მუცელი? ამის შესახებ გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი თერაპევტი ირინა ხუციშვილი.

- რასთან გვაქვს საქმე მუცლის შებერილობისას?

ალპორტის სინდრომი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც აზიანებს თირკმლის გორგლებს - კაპილარებისგან შემდგარ წარმონაქმნებს, რომლებიც სისხლს ფილტრავს და მომწამლავი ნივთიერებებისგან წმენდს. დაავადების მიზეზია გენების მუტაცია, რომლის შედეგადაც ზიანდება მეოთხე ტიპის კოლაგენი - თირკმლის გორგლების სიჯანსაღისა და ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ცილა. დაავადების ადრეული სიმპტომია შარდში სისხლის არსებობა - ჰემატურია.

05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.