რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გულის უკმარისობა

რასაც ახლა გეტყვით, ბევრს შესაძლოა უცნაურად მოეჩვენოს - გულის უკმარისობა დაავადება კი არ არის, არამედ გულის სხვადასხვა სნეულებით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობაა, სინდრომი, რომლითაც შესაძლოა დასრულდეს მრავალი კარდიოლოგიური პათოლოგია. მიუხედავად მიზეზთა მრავალფეროვნებისა, გულის უკმარისობის დროს ორგანიზმში ერთნაირი ცვლილებები ვითარდება - ქვეითდება გულის შეკუმშვის უნარი, მცირდება ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება, სისხლი ორგანოებსა და ქსოვილებში გუბდება.

მიმდინარეობისა და კლინიკური გამოვლინების კვალობაზე, განასხვავებენ გულის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას. ქრონიკული უკმარისობა ნელა, პროგრესულად მიმდინარეობს, სიმპტომები თანდათან ხდება შესამჩნევი, მწვავე უკმარისობის სურათი კი უეცრად, ძალიან სწრაფად ვითარდება. ხშირად ის ქრონიკული უკმარისობის ფონზეც აღმოცენდება. იმის მიედვით, გულის რომელი ნაწილია დაზიანებული უფრო მეტად, განასხვავებენ მარცხენა და მარჯვენაპარკუჭოვან უკმა-რისობას. მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობისას მთავარი კლინიკური ნიშანია ქოშინი, ხოლო მარჯვენაპარკუჭოვანისას – ქვემო კიდურების შეშუპება. გულის მწვავე უკმარისობა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც აუცილებელია დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება. ის ვლინდება ქოშინის უეცარი შეტევით – კარდიული ასთმით, რომელიც უმეტესად ღამით აღმოცენდება. მდგომარეობა შეიძლება ფილტვების შეშუპებით გართულდეს.

როგორ ვლინდება გულის უკმარისობა

როგორც ვთქვით, უკმარისობის დროს გულის შეკუმშვის უნარი ქვეითდება, ის აორტაში უფრო ნაკლებ სისხლს გადაისვრის, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის გული. შედეგად მის ღრუებში წნევა იმატებს, სისხლი, რომლის გადატყორცნაც გულმა ვერ უზრუნველყო, გროვდება ვენებში, რომლებიც ამ სიტუაციაში ერთგვარი დეპოს ფუნქციას ასრულებენ. ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები სათანადო კლინიკური ნიშნებით ვლინდება. ეს ნიშნებია:

  • ქოშინი;
  • საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა;
  • გულის ფრიალი, გულის აჩქარების შეგრძნება; 
  • ქვედა კიდურების შეშუპება;
  • მშრალი ხველა;
  • კანისა და ლორწოვანების მოლურჯო (ციანოზური) შეფერილობა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ტუჩების არეში;
  • შარდის ოდენობის შემცირება, ღამით შარდვის გახშირება.

უნდა ითქვას, რომ გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი, მათ შორის - ისეთი კლასიკური ნიშნებიც კი, როგორებიც არის ადვილად დაღლა, გულის ფრიალი (გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება), ქოშინი, ქვემო კიდურების შეშუპება და ფილტვებში სისხლის შეგუბებისთვის დამახასიათებელი ხიხინი, საკმაოდ ხშირია სხვა დაავადებების დროსაც. ამასთან ერთად, მოსახლეობაში საკმაოდ პოპულარული შარდმდენებისა თუ გულის უკმარისობისას რეკომენდებული სხვა პრეპარატების მიღებამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს კლინიკური ნიშნები. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მხოლოდ გამოვლინების მიხედვით გულის უკმარისობის დიაგნოსტიკა შეუძლებელია. ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ კარდიოლოგს შეუძლია პაციენტის გასინჯვისა და კვლევის სპეციალური მეთოდების მეშვეობით, რომელთა შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი.

რატომ ვითარდება გულის უკმარისობა

როგორც უკვე მოგახსენეთ, გულის უკმარისობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების შედეგია. მათ შორის უმთავრესი მაინც გულის იშემიური დაავადებაა - პათოლოგია, რომლის დროსაც გულის მკვებავი გვირგვინოვანი სისხლძა-რღვები ათეროსკლეროზის შედეგად ვიწროვდება და გულის კუნთს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. ხშირია გულის უკმარისობა გულის იშემიური დაავადების ისეთი გამოვლინებების დროს, როგორიც არის სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი. გარდა ამისა, ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორის უნდა დავასახელოთ არტერიული ჰიპერტენზია ანუ ჰიპერტონიული დაავადება. განსაკუთრებით მაღალია გულის უკმარისობის განვითარების რისკი, როცა პაციენტს წნევა წლების განმავლობაში აქვს მომატებული, მაგრამ არ მკურნალობს და წნევის მაჩვენებელიც სტაბილურად მაღალია. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების შერწყმა. გულის უკმარისობა გულის მანკის

You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოც ვითარდება. გულის მანკის დროს შეცვლილია გულის სარქვლების სტრუქტურა (ანატომიური აგებულება), რაც არღვევს ამ ორგანოში სისხლის მიმოქცევას, იწვევს მისი კამერების ცვლილებას და საბოლოოდ გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის მოშლას. მიოკარდიტი ანუ გულის კუნთის ანთება, კარდიომიოპათია, ზოგიერთი ჰორმონული დარღვევა (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, შაქრიანი დიაბეტი) ასევე შეიძლება გულის უკმარისობის მიზეზი გახდეს. ხშირად პაციენტს, რომელსაც აღნიშნული პათოლოგიები აქვს, გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა სასუნთქი გზების ინფექციის (ბრონქიტი ან ფილტვების ანთება) ფონზე უვითარდება, რაც ამ დროს გულის გადატვირთვასთან არის დაკავშირებული.

როგორ ვუმკურნალოთ გულის უკმარისობას

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, გულის უკმარისობის მიზეზი გულის სხვადასხვა დაავადებაა. შესაბამისად, ექიმები ცდილობენ, უპირველეს ყოვლისა იმ პათოლოგიას უმკურნალონ, რომელმაც მკვეთრად დააქვეითა გულის ფუნქცია. თანამედროვე მედიცინა ამისთვის ხშირად ქირურგიულ მეთოდებს იყენებს. გულის უკმარისობის მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც გააუმჯობესებს გულის შეკუმშვის უნარს, შეამცირებს მის დატვირთვას ორგანიზმში დაგროვილი სითხის გამოყოფისა და ვენური და არტერიული სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე. წინათ გულის უკმარისობის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენებოდა საგულე გლიკოზიდები. დღეს მათ უფრო იშვიათად - მხოლოდ განსაზღვრული ჩვენებისა და დაავადების შორსწასულ შემთხვევებში - იყენებენ. ამავე დროს, ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ საგულე გლიკოზიდები ორგანიზმში გროვდება და შესაძლოა, მოწამვლას ანუ ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ამიტომ საგულე გლიკოზიდებით მკურნალობა მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით არის დასაშვები. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გულის უკმარისობის გამო საგულე გლიკოზიდებით (მაგალითად დიგოქსინით) მკურნალობთ და უეცრად შეამჩნიეთ

  • უმადობა
  • გულისრევა
  • გულის მუშაობის შენელება, ზოგჯერ - აჩქარება, რიტმის დარღვევა.

ეს სიმპტომები შესაძლოა გლიკოზიდური ინტოქსიკაციით იყოს განპირობებული. გულის უკმარისობის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება შარდმდენები. ეს პრეპარატები ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას. მათი დანიშვნა აუცილებელია, როცა აღინიშნება სითხის შეკავების სიმპტომები – ქვემო კიდურების შეშუპება, სხეულის მასის მატება, მუცლის მკვეთრი ზრდა. ბოლო ხანს გულის უკმარისობის სამკურნალო მთავარ პრეპარატებად მიიჩნევა ანგიოტენზინგარდა-მქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. ისინი გულის უკმარისობის დროს თითქმის ყველა პაციენტს ენიშნება. აგფ-ინჰიბიტორები ამცირებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობას, აუმჯობესებს გულის მუშაობას. პაციენტებისთვის კარგად ცნობილი აგფ-ინჰიბიტორებია კაპტოპრილი, ენალაპრილი, ლიზინოპრილი. ზოგიერთს უნიშნავენ ბეტა ბლოკერებს, რომლებიც აიშვიათებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ამცირებს არტერიულ წნევას, აქვეითებს ჟანგბადზე გულის მოთხოვნილებას.

ცხოვრების წესი გულის უკმარისობის დროს

პაციენტი, რომელსაც გულის უკმარისობა აქვს, შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოს ფსიქოემოციურ დაძაბვასა და სტრესულ სიტუაციებს. აუცილებელია ჯანსაღი ძილი, რომლის ხანგრძლივობაც დღე-ღამეში 8-9 საათს უნდა აღწევდეს. დაუშვებელია თამბაქოს წევა და ალკოჰოლის მიღება. 15-20 წლის წინათ მიიჩნეოდა, რომ გულის უკმარისობისას დაუშვებელია ფიზიკური დატვირთვა. ამჟამად ეს შეხედულება შეიცვალა. დადგენილია, რომ დოზირებული ფიზიკური დატვირთვა არამცთუ ზიანს არ აყენებს პაციენტს, არამედ ზრდის მის ამტანობას და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტს. გარდა ამისა, მცირე ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს განწყობას და ცხოვრების ხარისხს. ბუნებრივია, დატვირთვის ხასიათისა და მიზანშეწონილობის საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს დღე–ღამის განმავლობაში მიღებული სითხისა და სუფრის მარილის ოდენობა. ეს უკანასკნელი პაციენტის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისას 5-6 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო დაავადების გამწვავებისას, როცა შეშუპება მკვეთრად არის გამოხატული, საკვები უმარილოდ უნდა მომზადდეს. დღე-ღამის განმავლობაში მიღებული სითხის ოდენობა 1,2-1,5 ლიტრი უნდა იყოს, მაგრამ გასათვალისწინებე-ლია, რომ ამაში შედის ყველა თხევად საკვებში (ჩაიში, კომპოტში, წვნიან კერძში) არსებული სითხე. საკვები იოლად მოსანელებელი უნდა იყოს. იკრძალება კოფეინის შემცველი პროდუქტები (მუქი ჩაი, ყავა, შოკოლადი, კოლა), შებოლილი და კონსერვირებული კერძები.

რა ელის დაავადებულს

გულის უკმარისობა ადამიანის ორგანიზმისთვის მკაცრი გამოცდაა. სამწუხაროდ, ბევრი ქოშინს, ადვილად დაღლასა და გულისცემის შეგრძნებას უმნიშვნელო მოვლენებად მიიჩნევს. გულის ქრონიკული უკმარისობა თავდაპირველად ნელა, შეუმჩნევლად ვითარდება. თუ პაციენტი ხანში შესულია, ამ სიმპტომებს სიბერეს მიაწერს და სამკურნალო დაწესებულებას მაშინღა მიმართავს, როდესაც მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ამ სტადიაზე კი გულის უკმარისობის მკურნალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ადრეულ ეტაპზე. როდესაც ავადმყოფი ექიმს დაავადების პირველი გამოვლინებისთანავე მიმართავს, მკურნალობაც ადრე იწყება, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს პროგნოზს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სპეციალისტები პაციენტებს ურჩევენ: ნუ იფიქრებენ, რომ გულისმხრივი ჩივილები "ასაკობრივია" და დროულად მიმართონ კარდიოლოგს. რასაკვირველია, პროგნოზი ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურია. ის დამოკიდებულია გულის უკმარისობის გამომწვევი პათოლოგიის სიმძიმეზე, თანმხლებ დაავადებებზე, პაციენტის ასაკზე, მკურნალობის ეფე-ქტურობაზე, პაციენტის ცხოვრების სტილსაAდა სხვა ფაქტორებზე. საზოგადოდ კი უნდა ითქვას, რომ გულის უკმარისობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც კი 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტთა საავადმყო-ფოში მოთავსების მთავარი მიზეზია. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევების წყალობით შეიძლება გულის უკმარისობის მართვა და პაციენტისათვის არა მარტო სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ კომფორტული და ჰარმონიული ცხოვრების უზრუნველყოფა.

 

 

 

თარიღი : 30-07-2014
მშრალი ხველა რა ინტენსივობით უნდა გამოხატებოდეს?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოჯახის მკურნალის" კამპანიის -#შვილებისათვის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს თბილისი მოლში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის შესახებ გვესაუბრება ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას. წელის ტკივილი ჩვენი ცხოვრების თანმდევი პრობლემა გახდა, რომლის შესახებაც გვესაუბრება ავერსის კლინიკისა და სამედიცინო ცენტრ ,,ალმედის” ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი, ნანი მანაგაძე.

აფაზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივად კარგავს მეტყველების უნარს. ეს, ძირითადად, თავის ტვინის ქერქში მდებარე მეტყველებაზე პასუხისმგებელი ცენტრების ზოგადი თუ ლოკალური ორგანული დაზიანებითაა გამოწვეული. გამოვლინების მიხედვით განსხვავებული ფორმის აფაზიები არსებობს - არტიკულაციის უმნიშვნელო დარღვევიდან - მეტყველების უნარის და ადამიანისადმი მიმართული მეტყველების გაგების სრულ დაკარგვამდე.

ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონია ყელში ბურთისებრი წარმონაქმნის შეგრძნება. რეალურად კი ყელის გულდასმით გამოკვლევა არავითარ წარმონაქმნს ან ნორმიდან გადახრას არ ავლენს. ეს უცნაური და შემაწუხებელი სიმპტომი ხშირად გარკვეული პერიოდით, უეცრად აღმოცენდება და ასევე მოულოდნელად გაივლის, ის არც კვებას უკავშირდება. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ “ყელში ბურთის გაჩხერის” შეგრძნების მიზეზები.

ძნელი წარმოსადგენია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრება დროული დასვენების გარეშე. უწყვეტი შრომა ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას იწვევს. შვებულების დროს გარემოს შეცვლა აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს ზღვა, მთა, აგარაკი ქალაქის ახლოს...

თუმცა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სხვა პრობლემები იჩენს თავს. გგონია, დასვენებული, მზის, ზღვის, ბუნების ენერგიით აღვსილი, განტვირთული და გაკაჟებული, მთებს გადააბრუნებ, მაგრამ ასე არ ხდება. სამუშაოს თავს ვერ ართმევთ, ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ... ნუ შეშინდებით - ეს ნორმალური რეაქციაა. მას შვებულების შემდგომი სინდრომი ეწოდება. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სინდრომს ვერავინ აუვლის გვერდს. შვებულების შემდეგ ადრინდელ გარემოსთან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ადაპტაციას დაახლოებით 10 დღე სჭირდება. სპეციალისტთა რჩევები ამ პერიოდის გადალახვას გაგიადვილებთ.

ყველამ ვიცით, რა უხერხულ დღეში შეიძლება ჩაგვაგდოს მუცლის შებერილობამ. რატომ და როგორ გვებერება მუცელი? ამის შესახებ გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი თერაპევტი ირინა ხუციშვილი.

- რასთან გვაქვს საქმე მუცლის შებერილობისას?

ალპორტის სინდრომი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც აზიანებს თირკმლის გორგლებს - კაპილარებისგან შემდგარ წარმონაქმნებს, რომლებიც სისხლს ფილტრავს და მომწამლავი ნივთიერებებისგან წმენდს. დაავადების მიზეზია გენების მუტაცია, რომლის შედეგადაც ზიანდება მეოთხე ტიპის კოლაგენი - თირკმლის გორგლების სიჯანსაღისა და ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ცილა. დაავადების ადრეული სიმპტომია შარდში სისხლის არსებობა - ჰემატურია.

23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.