კუნთების კრამპი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნთების კრამპი

რატომ ვითარდება კრამპი

კრამპის მიზეზები ყოველთვის როდია ცნობილი. მისი აღმოცენება შესაძლებელია სრულიად განსხვავებული მდგომარეობების დროს. ესენია:

  • ვარჯიში, კუნთების გადაძაბვა ან დაზიანება;
  • ორსულობა – ამ შემთხვევაში კრამპის მიზეზი შეიძლება იყოს კალციუმისა და მაგნიუმის შემცველობის დაქვეითება, რაც ხშირია ორსულობის ბოლო თვეების დროს;
  • დაბალი ტემპერატურის, უმთავრესად ცივი წყლის ზემოქმედება;
  • სხვადასხვა დაავადება – პერიფერიული არტერიების დაავადება (მაგალითად, შევიწროება ათეროსკლეროზის გამო), თირკმლების უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, გაფანტული სკლეროზი;
  • ხანგრძლივად უმოძრაოდ დგომა, ჯდომა, კიდურების უხერხული მდებარეობა ძილის დროს;
  • სისხლში კალიუმის, კალციუმის ან სხვა მინერალების დეფიციტი;
  • დეჰიდრატაცია ანუ მდგომარეობა, როცა ორგანიზმს აკლია წყალი;
  • ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვზე ზეწოლა;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. სამწუხაროდ, ჩამონათვალი ვრცელია - შარდმდენები (ფუროსემიდი, ჰიდროლორთიაზიდი და სხვა) – კრამპს იწვევენ კალიუმის შემცველობის დაქვეითების გამო; დონეზეპილი – ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალება; ნეოსტიგმინი – მიასთენიის სამკურნალო საშუალება; ნიფედიპინი – გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ; რალოქსიფენი – ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო პრეპარატი; ტერბუტალინი, ალბუტეროლი – ასთმის სამკურნალო პრეპარატები; ტოლკაპონი – ანტიპარკინსონული საშუალება; მაღალი ქოლესტეროლის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

რასაკვირველია, სულაც არ არის აუცილებელი ამ მედიკამენტების მიღებისას კრამპი აღმოცენდეს, თუმცა თუ მათი სმისას კრამპები გახშირდა, გახსოვდეთ, რომ ამის მიზეზი წამალიც შეიძლება იყოს.

რა მოვიმოქმედოთ კრამპის დროს

როგორც წესი, კუნთების მტკივნეული შეკუმშვის ანუ კრამპის წინააღმდეგ ეფექტიანი მეთოდის აღმოჩენამდე ყოველ ადამიანს სხვადასხვა საშუალების ცდა უწევს, ეს საშუალებებია:

  • კუნთების მასაჟი, ჩქმეტა;
  • სიარული;
  • თბილი შხაპი ან აბაზანა, ადგილობრივად სითბოს ზემოქმედება;
  • ცივი საფენები;
  • ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატები – პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ნაპროქსენი – ჯობს მათი გამოყენება შეათანხმოთ ექიმთან ან დაკვირვებით წაიკითხოთ ინსტრუქცია;
  • სითხის სათანადო ოდენობით მიღება.

როგორ ავიცილოთ კრამპი

გარკვეული ღონისძიებებით შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს კრამპების სიხშირე. ეს ღონისძიებებია:

  • საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება;
  • ალკოჰოლის შეზღუდვა ან საერთოდ უკუგდება;
  • ჯანსაღი კვება, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღება. ამ რეკომენდაციის შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში;
  • ველოსიპედის ტარება ან ველოტრენაჟორზე ვარჯიში;
  • კუნთების ყოველდღიური მასაჟი, განსაკუთრებით - ვარჯიშამდე და მის შემდეგ;
  • ვარჯიშისას ზომიერების დაცვა. დაუშვებელია ფიზიკური დატვირთვის უეცარი გაზრდა, ვარჯიშის ინტენსივობა თანდათან უნდა გაიზარდოს. ამ ღონისძიებების მიუხედავად, თუ კრამპი მაინც ხშირია, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რომ გამოირიცხოს კრამპის გამომწვევი დაავადებები.