რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
სოციალური პრობლემები
საქართველოს ორგანულ კანონში, “საქართველოს შრომის კოდექსში”, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, 2013 წლის 4 ივლისიდან, დამსაქმებელსა და დასაქმებულს უფლება მიეცათ, წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნან გაერთიანებები ან გაწევრდნენ სხვა გაერთიანებებში. დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შეიმუშაონ საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნან მართვის ორგანოები, აირჩიონ წარმომადგენლები და წარმართონ თავიანთი საქმიანობა. ორგანული კანონი მათვე ანიჭებთ უფლებას, შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ მათთან. ყოველ ასეთ გაერთიანებას (ფედერაციას ან კონფედერაციას) შეუძლია, შეუერთდეს დამსაქმებელთა საერთაშორისო გაერთიანებას და დასაქმებულთა საერთაშორისო გაერთიანებას.
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.(გაგრძელება. დასაწყისი იხ. “ოჯახის მკურნალი”, N2)რა შემთხვევაშია ვალდებული დასაქმებული შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურების გარეშე და არის თუ არა ახალ კოდექსში მითითებული, დასაქმებულთა რომელი კატეგორიის მუშაობაა აკრძალული ზეგანაკვეთურ სამუშაოზე? დროის რა მონაკვეთში მუშაობა მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და როგორი წესით ანაზღაურდება იგი? თუ თქვენთვის ცნობილია, იქნებ ისიც განგვიმარტოთ, როგორ იყო მოწესრიგებული ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების გაცემა ადრე მოქმედი კანონით?
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.განვაგრძობთ საუბარს საქართველოს ორგანულ კანონში, შრომის კოდექსში,  2013 წლის 4 ივლისიდან შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამჯერად ყველაზე მეტი კითხვა სამუშაო დროის განსაზღვრას, ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას, შვებულებას (მათ შორის - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო), შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვის კანონიერებას, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას, შრომითი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს ეხება.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 9 - დან
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
23 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.