რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ოჯახი და სამართალი - შვილება (შვილად აყვანა)

რა შემთხვევაშია შესაძლებელი საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება?
- საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს  მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ. როგორც "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს  კანონის მე-19 მუხლშია აღნიშნული, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, გასაშვილებელი სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ აიყვანა შვილად საქართველოს მოქალაქემ. 2010 წლის 1 მარტიდან მოქმედი კანონის თანახმად, ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება, თუ: მისი მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედობაუუნაროდ; აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; მას არ ჰყავს არც ერთი მშობელი; იგი აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად; მის მშობელს (მშობლებს), მშვილებელსა და 10 წელს მიღწეულ შვილად ასაყვანს უფლება აქვთ, უარი განაცხადონ გაშვილებაზე მიცემულ თანხმობაზე "შვილის აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მშვილებლის თხოვნით, ნაშვილებს მიეკუთვნება მისი გვარი და თუ 10 წელი არ შესრულებია, შეიძლება შეეცვალოს სახელიც, მაგრამ გასათვალისწინებელია 10 წელს გადაცილებული შვილად ასაყვანის აზრი - სურს თუ არა მას სახელის შეცვლა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ მითითებული უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ნაშვილები და მისი შთამომავლობა - მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები - ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მიმართ პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებს, ამასთანავე, ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობისგან თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.


არის თუ არა კანონით დაშვებული, თუნდაც განსაკუთრებულ შემთხვევაში, შვილად აყვანის შესახებ ცნობების გამოქვეყნება და აგებს თუ არა პასუხს ის პირი, ვინც გაამჟღავნებს შვილად აყვანის ფაქტს?
- შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება მშვილებლის თანხმობის გარეშე აკრძალულია, სანამ შვილად აყვანილს არ შეუსრულდება 18 წელი. ასევე აკრძალულია ზემოაღნიშნული ცნობების შეკრება და გამოქვეყნება შვილად აყვანილის თანხმობის გარეშე, თუ მას უკვე შეუსრულდა 18 წელი. არ დაიშვება შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება ბიოლოგიური მშობლის (გამშვილებლის) შესახებ მისი თანხმობის გარეშე. პირი, რომელიც კანონის ზემოაღნიშული მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე გაამჟღავნებს შვილად აყვანის ფაქტს, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით. აღსანიშნავია, რომ მშვილებლის თხოვნით, შვილად აყვანის კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად შეიძლება შეიცვალოს ნაშვილები ბავშვის დაბადების ადგილი და თარიღი. შვილად აყვანის ბათილად ცნობა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით.


ვისი მოთხოვნით შეუძლია სასამართლოს შვილად აყვანის ბათილად ცნობა და რა შემთხვევაში?
- შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი იმ პირის მოთხოვნით, რომლის უფლებაც დარღვეულია შვილად აყვანით, აგრეთვე - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით. აქვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: შვილად აყვანის ბათილად ცნობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვი გადაეცემა მშობლებს, ხოლო თუ ეს არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მომდევნო წერილში სწორედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების უფლებამოსილებაზე გესაუბრებით.


საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული კითხვებით, ასევე - საინტერესო საკითხების თაობაზე მიმართეთ რუბრიკის წამყვანს.
ტელ: 893 35 99 09


 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეგობრებო, დაგვიკავშირდა ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრეს-სამსახურის უფროსი ნატა ხურციძე და გვთხოვა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რადგან ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე მართლაც ხალხის თანადგომის იმედად არის დარჩენილი.
4 თებერვალს სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
სიღატაკის ტრაგედია ყოველთვის შემზარავია; თუმცა, როცა სიღატაკეს მძიმე ავადმყოფობა და სიკვდილიც მოსდევს, ეს უკვე ცის ჩამოქცევაა და იმედებიც კვდება.
ახალი წლის წინა დღეებში, რედაქციის კარი ტირილით თვალებდასიებულმა ხანშიშესულმა ქალმა შემოგვიღო. რომ არ გასჭირვებოდა, ახალი წლის წინ ატირებულს რედაქციაში რა უნდოდა…
ქალი კაცობრიობის უმშვენიერესი ნაწილია, სიცოცხლის საწყისი, სიყვარულისა და ბედნიერების წყარო, რომელსაც სითბო, მზრუნველობა, სინაზე სჭირდება; ოჯახის ბურჯი, ხშირად - აქტიური და საქმიანი, წარმატებული. ქალის ფენომენთან შეუთავსებელია ისეთი ცნებები, როგორებიცაა ძალადობა, მძიმე სოციალური პირობების გამო დათრგუნვა, უსამართლო და უხეში მოპყრობა, დამცირება, თუმცა ეს ყველაფერი სამწუხარო რეალობაა.

საქართველოს ორგანულ კანონში, “საქართველოს შრომის კოდექსში”, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, 2013 წლის 4 ივლისიდან, დამსაქმებელსა და დასაქმებულს უფლება მიეცათ, წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნან გაერთიანებები ან გაწევრდნენ სხვა გაერთიანებებში. დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შეიმუშაონ საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნან მართვის ორგანოები, აირჩიონ წარმომადგენლები და წარმართონ თავიანთი საქმიანობა. ორგანული კანონი მათვე ანიჭებთ უფლებას, შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ მათთან. ყოველ ასეთ გაერთიანებას (ფედერაციას ან კონფედერაციას) შეუძლია, შეუერთდეს დამსაქმებელთა საერთაშორისო გაერთიანებას და დასაქმებულთა საერთაშორისო გაერთიანებას.

11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.