ღია ცის ქვეშ დარჩენილი დედის ტრაგედია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღია ცის ქვეშ დარჩენილი დედის ტრაგედია

გვერდით ჩამოვუჯექი. გაჭირვებას ველოდი, მაგრამ მთლად ასეთს არა,. მითხრა, - მე ზაირა გოგიბერიძე ვარ, ის უბედური ქალი, რომელსაც შვილი სიმსივნით უკვდება და მისი ოპერაციის ფული არ არქვს, ბინიდან კი ასე მომაკვდავი შვილით ბანკი აგდევსო. გაოგნებულმა ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხე, - მართლაც ბოლომდე გაენადგურებინა ცხოვრებას: 5 წლის წინ აწყობილი ბიზნესი დოკუმენტაციაში დაშვებული მცირე უზუსტობის გამო დამინგრიეს, საწყობი დამილუქეს და ისეთი ჯარიმები დამადეს, რისი გადახდაც ვერ შევძელი და ვეღარც წელში გავიმართეო. ამის გამო ჩემმა ქმარმ იმდენი ინერვიულა რომ გულის ოპერაცია დასჭირდა; ოპერაციის ფულისთვის ბინის იპოთეკაში ჩადება დაგვჭირდა;. ოპერაციამ მეუღლე კი გადამირჩინა, მაგრამ ამასობაში სიძე მომიკვდა და ცოტა ხანში ჩემს 44 წლის ქალიშვილს აღმოაჩნდა mkurnali.geსაშვილოსნოს სიმსივნე, სისხლდენაო. მომაკვდავი შვილი რომ საავადმყოფოში მივიყვანე, მითხრეს, - ოპერაცია საყოველთაო დაზღვევით კი ფინანსდება, მაგრამ არა სრულად, - 3500 ლარიდან 20% პაციენტმა უნდა გადაიხადოს, სხვანაირად ოპერაციას ვერ გავაკეთებთ, განაწესი ნებას არ გვაძლევსო. აი, ამ 20%-ის გამო მოადგა უბედური დედა რედაქციის კარს, - იქნებ ვინმე მადლიანს შევეცოდო და მცირედით დამეხმაროს, თორემ უკვე ყველაფერი გავყიდე, ამ ფულს ვერაფრით ვიშოვითო...

აი, ასე იყო... იყო ისიც, რომ ხალხი ახალი წლის დადგომას ზეიმობდა, ჩვენ კი ამ მძიმე ამბით უნდა შეგვეწუხებინა და ამას განვიცდიდით; მაგრამ რადგან გულმოწყალება და სიკეთე სათნოებაა, ეს ამბავი მაინც მაშინვე გამოვაქვეყნეთ და სიკეთემაც არ დააყოვნა, - ამ უბედურ ოჯახს ხალხმა ხელი გაუწოდა, - 44 წლის ოპერაცია გაუკეთეს და სიცოცხლე შეუნარჩუნეს. თუმცა ახლა საკითხავი ის გახდა, - რამდენი ხნით; ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაცია ქიმიოთერაპიის პროცედურებს მოითხოვს, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს, - მართალია, ამ პროცედურების დიდ ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ ნაწილობრივი თანხა პაციენტმა უნდა გადაიხადოს, რისი მოძიებაც ამ განადგურებული ოჯახისთვის ფანტასტიკის სფეროა.

mkurnali.ge

ზაირა გოგიბერიძე: - ბოდიშს ვუხდი ხალხს ცრემლებისთვის, უცხო ადამიანებს ჩემი ტვირთი დავადე და ისევ შველას ვთხოვ. მაგრამ ხალხი რომ არა, შვილი აღარ მეყოლებოდა. ჩემთვის ხსნა იყო 1000 ლარი, რომელიც მისი ოპერაციისთვის ხალხმა შემომაწია. ამ ფულით შვილს ოპერაციაც გავუკეთე და ლუკმაც მივაწოდე... მაგრამ ახლა ისევ საშველი მყავს, ისევ მიკვდება - ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, რომ სიმსივნე ბოლომდე განადგურდეს, მაგრამ ახლა ამ პროცედურებს ვეღარ ვუკეთებ - ამ ფულის დიდი ნაწილით ისევ სახელმწიფო გვეხმარება, მაგრამ 20% ისევ ჩვენ უნდა გადავიხადოთ და რა უნდა გადავიხადოთ, როცა ჩვენს უბედურებებს ისევ დაემატა უბედურებები - იანვარში რომ ჩემს შვილს ოპერაცია გაუკეთეს, მარტის დასაწყისში ბანკი მოვიდა და ბინიდან გამოგვაგდო ჩემი ნაოპერაციები შვილიანად და შვილიშვილებიანად.

mkurnali.ge ჩვენი სახლიდან გამოყრის პროცესი "რუსთავი 2-მაც" გადაიღო, მაგრამ რა, ბანკს რა გააჩერებდა. იპოთეკარს ვევედრებოდი, ერთი თვე მაინც დამაცალეთ, რომ ნაოპერაციები შვილი მოვაძლიერო-მეთქი, მაგრამ არ დამაცალეს. ამ დღეს ჩემს ქმარს ნაოპერაციებმა გულმა უმტყუნა და მომიკვდა… , მითხრა- ჩემი ოპერაციისთვის რომ ფული გამოვიტანეთ, ამის ბრალია ყველაფერი, მე რა სასიცოცხლო ვარო.

ამის შემდეგ ჩემი ავადმყოფი შვილი და მისი ორი შვილი, - 22 წლის გოგო და 13 წლის ბიჭი ჩემთან ერთად ვაგონში გადმივიდნენ საცხოვრებლად და როგორ ჭკუაზე უნდა ვიყო?! თავის მოკვლა ბევრჯერ მინდა, მაგრამ ასე ადამიანი თავს ვერ იკლავს, შვილიც საპატრონიო მყავს და შვილიშვილებიც: გოგონა 22 წლის არის და ბიჭი 13-ის. ბიჭი არც იმდენად დიდია, რომ ტკივილები გამოხატოს, მაგარმ გოგო ძალიან მეცოდება, უკვე გასათხოვარია და  რცხვენია ვაგონში ცხოვრების,. ამას ისიც ემატება რომ უნივერსიტეტში სწავლობდა და უფულობის გამო სწავლას თავი დაანება.

mkurnali.ge- საშინელ ამბავს ყვებით.

- ეს ასეა. ახლა კი ფეხიც მოვიტეხე და ვეღარ დავდივარ… ამქვეყნად ყველას ვეცოდები, ერთმ ამხანაგმა, ღმერთმა მადლი მიუვლინოს, ვაგონის გვერდზე 12-კვადრატულმეტრიანი ბლოკის ოთახი ამომიშენა - აქ ბავშვები დააძინე, ვაგონში არ ეტევიანო. მაგრამ ახლა ყველა ტკივილი მაქვს დავიწყებული იმის გარდა, რომ შვილს მკურნალობა დავუსრულო და როგორმე ვაცოცხლო. ვლოცულობ რომ უფალმა ეს შემაძლებინოს... იმ ხალხს კი მადლი მიუვლინოს, ვინც შვილს გადამირჩენს. ასე ყოფილა ცხოვრება, - რას ვიფიქრებდი, რომ ამ დღეში აღმოვჩნდებოდაი. ღმერთმა მსგავსი განსაცდელი ნურავის მოუვლინოს!

მითხრა უბედურმა დედამ და ლაპარაკი ვეღარ განაგრძო, ხელი ცრემლებმა შეუშალა. ცრემლები მეც მომაწვა - ყველამ ვიცით, რომ ქვაზე დადებული სიკეთეც წინ დასახვედრია… ამჯერად სიკეთის ქვაზე დადება არ არის საწირო და ახალგაზრდა ქალია გადასარჩენი, ვინც ამაში მცირედით შეეწევა ახალგაზრდა დედას, ღმერთმა ხელი მოუმართოს! აი, ზაირა გოგიბერიძის რეკვიზიტები: ლიბერთი ბანკი.

ანგარიშის ნომერი: GE03LB0211127504738000

მიმღები ბანკის კოდი LBRTGE22

მიმღები ზაირა გოგიბერიძე 597-09-70-44

ეთერ ერაძე