გუჯა ბურდულის მკურნალობას კახა კალაძე დააფინანსებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გუჯა ბურდულის მკურნალობას კახა კალაძე დააფინანსებს

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ გუჯა ბურდულს წამლების დაფინანსებაზე თბილისის მერიამ უარი უთხრა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" მსახიობის ქალიშვილმა, რეჟისორმა მაკა ბურდულმა დაწერა. მაკა ბურდულის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

"რეიტინგი" გუჯა ბურდულის მეუღლეს, ინესა ბურდულს დაუკავშირდა:

- გუჯი დაბერდა უკვე და სხვადასხვა წამლები სჭირდება. ჩვენ - მე, გუჯი და ჩემი და სამ თვეში ერთხელ ვწერდით განცხადებას და მთაწმინდის გამგებელი გელა არჩვაძე გვიფინანსებდა წამლებს. ახლაც შევიტანეთ ეს განცხადება, მაგრამ ახალი გამგებელი დაგვხვდა დავით კირკიტაძე, გამგეობამ მერიაში გაგვგზავნა, მაგრამ დაფინანსებაზე უარი გვითხრეს. შემდეგ, ჩემს ქალიშვილს, მაკას ვთხოვე, გაერკვია, რა იყო უარის მიზეზი. მაკამ გაარკვია, რომ შესაბამისი თანხები არ იყო ქალაქის ბიუჯეტში და სწორედ ეს გახდა დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი.

- რა თანხა არის საჭირო ამ წამლებისთვის?

- გუჯის ყოველთვიურად სჭირდება 490 ლარის წამალი, წნევის, თირკმელების მუშაობის და ა.შ. კარგი, ჩემთვის და ჩემი დისთვის უარის თქმის მიზეზს გავიგებდი, მაგრამ გუჯის რომ ეთქვა დაფინანსებაზე უარი, გული ძალიან მეტკინა.

თუმცა, როცა მაკამ ინტერნეტში დაწერა, თბილისის მერიამ 290 ლარით დაუფინანსა გუჯის წამლები, დღეს დილით უნდა მივსულიყავით აფთიაქში და აუცილებელი წამლები აგვერჩია, მაგრამ კახი კალაძის ფონდმა სრულად დააფინანსა გუჯის წამლების თანხა და ძალიან გახარებულები ვართ.

ყველას უყვარს გუჯი, თურმე კახა კალაძესაც ჰყვარებია. გუჯი ძალიან გახარებულია და დიდ მადლობას ვუხდით კახა კალაძეს.

უკვე 75 წელს გადავცდით და წამლების გარეშე ყველაფერი დამთავრდებოდა.

წყარო: რეიტინგი.გე