მეცნიერებმა კატა ცხოველებს შორის ყველაზე კარგ მკურნალად აღიარეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა კატა ცხოველებს შორის ყველაზე კარგ მკურნალად აღიარეს

ყველაზე კარგ მკურნალად აღიარებულია კატა. აღმოჩნდა, რომ კატის მოფერებისას, ხელის გულებზე განსაკუთრებული წერტილები სტიმულირდება. კატის კრუტუნი, რომელიც ხმოვანი სიხშირის ქვედა დიაპაზონშია, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამიტომ კატები გვეხმარებიან ნევროზის, დეპრესიისა და გონებრივი მოშლილობის მკურნალობაში.

მომდევნო ადგილზეა ძაღლი. მისი საშუალებით ადამიანები უფრო მეტად მოძრაობენ. სუფთა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნება, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ამასთან, ძაღლის ნერწყვს გააჩნია ბაქტერიოციდური თვისება.

მესამე ადგილზე ცხენია. ექიმები გვირჩევენ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ცხენებთან. მოზრდილებში ცხენი კურნავს დეპრესიას, ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას.

პირველ ხუთეულში შევიდა ფუტკარი და გველი. ფუტკარი სიაში მოხვდა თაფლის სამკურნალო თვისებების გამო. გარდა ამისა, ფუტკრის ნაკბენი რევმატიზმის დროსაც სასარგებლოა. გველის შხამი ვენების, სახსრების სამკურნალო, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების შემადგენლობაში შედის. ზოგიერთი მეცნიერი ფუტკრის შხამით კიბოს მკურნალობასაც კი ცდილობდა.

დამტკიცებულია, რომ შინაურ ცხოველებზე მოგონებები ამაღლებს განწყობას, აწესრიგებს გულისცემის სიხშირეს და აქვეითებს სტრესის დონეს. როდესაც ადამიანი თავის ოთხფეხა მეგობარს ეფერება, გამოიყოფა „სიყვარულის ჰორმონი“  -ოქსიტოცინი, რაც ასევე ამცირებს სტრესს.

ლალი ჩხიკვაძე