არსებობს თუ არა საქართველოში დაავადება „თურქულის“ გავრცელების რისკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არსებობს თუ არა საქართველოში დაავადება „თურქულის“ გავრცელების რისკი

ინფექციური დაავადების - „თურქულის“ საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და დაავადების მართვის საკითხებს განიხილავენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის ვეტერინარებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დაავადება „თურქულის“ ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის სრულყოფაზე. გარდა ამისა, დაიწყო კონსულტაციები, საქართველოს გარკვეული ტერიტორია ოფიციალურად დასახელდეს „თურქულისგან“ თავისუფალ ზონად.

„ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, იმართება „თურქულის“ საწინააღმდეგო სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას და დაავადებასთან ბრძოლის ეფექტიან მიდგომებს. მნიშვნელოვანია ასევე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რაც კავკასიის რეგიონის ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა.

დაავადება „თურქული“ სწრაფად გავრცელებადი მწვავე ვირუსული დაავადებაა. სურსათის ეროვნული სააგენტო „თურქულის“ საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ყოველწლიურად ატარებს. 2017 წელს 2 693 938 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველია ვაქცინირებული და საქართველოში დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული.

”უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ შესანიშნავი პროგრესი საქართველოში. ჩვენ ვხედავთ დიდ ძალისხმევას ვეტერინარულ ღონისძიებებში ვაქცინაციის თვალსაზრისით. გაზრდილია როგორც ვაქცინაციის არეალი, ასევე მისი ხარისხი.

ჩვენი მიდგომა ამ დაავადების კონტროლთან მიმართებით, გარდა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციისა და მონიტორინგისა, არის დაბალი რისკის ზონების შექმნა. საქართველოს შემთხვევაში ასეთია რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და მესტიის რეგიონი, რომლებიც „თურქულისგან“ თავისუფალ რეგიონებად უნდა გამოცხადდეს”, -განაცხადა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა კარპენ პუჩიმ.