რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ჩვენ ვერ მოგატყუებთ, ჩვენო შვილებო! ნებისმიერი ნარკოტიკი არის შხამი!
ჩვენ ვერ მოგატყუებთ, ჩვენო შვილებო! ნებისმიერი ნარკოტიკი არის შხამი!
mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორის თამარ მამაცაშვილის მიმართვა ანაკლიაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით:

ალბათ ამაზე გაჩუმება აღარ შეიძლება! ჩვენი შვილების თაობა მოტყუებულია! ისინი დააჯერეს, რომ "თავისუფლები" არიან და ეს თავისუფლება იმასაც გულისხმობს, რომ ნარკოტიკები უნდა მოიხმარონ. თურმე ნარკოტიკი არა თუ არაფერს უშავებს, სასარგებლოც კი ყოფილა ორგანიზმისთვის. მთელი ინტერნეტ-სივრცე გაჯერებულია ასეთი ცრუ ინფორმაციებით. mkurnali.ge-ზე რეგულარულად შემოდის შეკითხვები თინეიჯერებისგან და ითხოვენ, რომ დავუდასტუროთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ვერ მოგატყუებთ, ჩვენო შვილებო! ნებისმიერი ნარკოტიკი არის შხამი! ზოგჯერ მარიხუანას ერთჯერადი მოხმარებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ გარდატეხის ასაკში მყოფი
მოზარდის ფსიქიკა და ნერვული სისტემა სრულად დაანგრიოს. ამის უამრავი მაგალითია ჩვენთან, საიტზე და დაინტერესებულ პირებს მივაწვდი ასეთი მოზარდების შეკითხვების ლინკებსაც - რამდენიმე თვის წინ ერთხელ რომ მოწია და მას მერე ფსიქიატრიული პრობლემები აქვს. აღარაფერს ვამბობ ნარკოტიკის მუდმივ მომხმარებლებზე... ფესტივალებს ატარებენ თურმე... ქვეყანა ვითარდება... ფესტივალის აუცილებელი
პირობა კი ის ყოფილა, რომ ნარკოტიკი უნდა მოიხმარო, ან ალკოჰოლით გაილეშო და ათასი სიბინძურე აკეთო. გართობის და ბედნიერების მწვერვალია - ვერაფერს იტყვი. ალკოჰოლზე რატომ არ წერთ, რომ ცუდიაო?! როგორ არ ვწერთ! ძალიან ხშირადაც ვწერთ, რომ ალკოჰოლიზმმა გაანადგურა ჩვენი თაობა - უუნარო გახადა ბევრი ადამიანი. და მერე რა შეღავათია, თუ ალკოჰოლის ნაცვლად ნარკოტიკებით დაიღუპავთ თავებს? უკეთესი გგონიათ? არ არის ასე, გატყუებენ, თვალში ნაცარს გაყრიან, ჩვენო შვილებო! ეს მათი პროპაგანდაა, ვინც ნარკომაფიით მილიარდებს აკეთებს თქვენი სიცოცხლის ხარჯზე. ამ მაფიაში ხომ ბვერი ქვეყნის სახელმწიფო ჩინოსანიც არის ჩართული. ნუ მოტყუვდებით! გთხოვთ! გაბრუებული და გამოთაყვანებული ერი სჭირდება მას, ვინც ამ სისულელეებში გარწმუნებთ. გამოფხიზლდით და ნუ დაიღუპავთ თავებს!
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში ფოტო სურათებს ავრცელებს და ბავშვობა
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014-2015 წლებში მამაკაცებს შორის სიცოცხის საშუალო ხანგრძლივობა 68.6-ს შეადგენდა, ხოლო ქალებში 77.2 იყო.
ევროკავშირი შაურმის აკრძალვას ითხოვს. მიზეზი ის ნივთიერებაა, რომლითაც
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დაიცავით ეს 10 წესი და იყავით ჯანმრთელნი!
ხანძარი სტიქიაა, რომლის შეჩერებაც ადვილი არ არის. შეუძლებელია გავექცეთ ამ სტიქიურ უბედურებას.
მეტამფეტამინი - წამალი, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს და რომელსაც სერიალ "გაბოროტებულის" მთავარი გმირი უოლტერ უაითი ამზადებს. სერიალის მთელი სცენარი ამ წამლის გარშემო ტრიალებს და კარგად ჩანს, თუ რა ნეგატიური შედეგის მოტანა შეუძლია მის გამოყენებას.
ამერიკული კრიმინალური დრამა "გაბოროტებული" გამოსვლის დღიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული სერიალის პოზიციას არ თმობს. თითოეულ სერიას მილიონობით ადამიანი ადევნებდა და დღემდე ადევნებს თვალს.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
სერიალი, რომლის მთავარი გმირი კრიმინალი ხდება, თუმცა მაყურებლების დიდი უმეტესობა მაინც მის გულშემატკივრად რჩება. საკმაოდ დაძაბული სცენარი ბევრი საინტერესო ეპიზოდით გამოირჩევა. გთავაზობთ სერიალის მთავარი გმირების რამდენიმე საუკეთესო გამონათქვამს:
16 დეკემბერი 2017
ერთი შეხედვით ფოტოზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური სანახაობაა. ჭაღარა მამაკაცს ზურგჩანთა აქვს მორგებული, ხელში სადილი უჭირავს და სამსახურში მიდის.
14 დეკემბერი 2017
ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს
პოლიციამ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფი მძღოლი გააჩერა. უთხარი "არა" ნარკოტიკს!
ქირურგი-იმპლანტოლოგი ლევან ხარატიშვილი:

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ადამიანები, რომელთაც კბილები აკლდათ