დეზინფექცია-სტერილიზაციის ნორმების დაუცველობა - რა დარღვევები გამოვლინდა სტომატოლოგიურ კლინიკებში! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეზინფექცია-სტერილიზაციის ნორმების დაუცველობა - რა დარღვევები გამოვლინდა სტომატოლოგიურ კლინიკებში!

2017 წელს თბილისში 21 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება შემოწმდა. სხვადასხვა სახის დარღვევების გამო 9 სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ვერ შემოწმდა 6 სტომატოლოგიური დაწესებულება, რადგან დაკეტილი იყო.

სამართალდარღვევის 9 ოქმი დაიწერა ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე, მათ შორის ორი სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე.

გამოვლენილი დარღვევები უპირატესად შემდეგ საკითხებს უკავშირდება: დეზინფექცია-სტერილიზაცია - 46%; სამედიცინო ნარჩენების მართვა - 31%; დოკუმენტაციის წარმოება -15%;

რაც შეეხება 2016 წელს, თბილისში, ასევე აჭარის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში შემოწმდა 143 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება. სხვადასხვა სახის დარღვევების გამო შედგა 51 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე - 4, ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე - 46 ოქმი.

უპირატესად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დეზინფექცია-სტერილიზაცია - 33%; სამედიცინო ნარჩენების მართვა -22%; დოკუმენტაციის წარმოება - 26%; ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები - 10%;

2015 წლის განმავლობაში კი შემოწმდა 422 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება თბილისში და შემდეგ რეგიონებში: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი (აქედან, შემოწმების მომენტში, არ ფუნქციონირებდა - 88). სხვადასხვა სახის დარღვევის გამო, შედგა 237 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მათ შორის: სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე - 39 ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე -198.

უპირატესად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დეზინფექცია-სტერილიზაცია -29%; სამედიცინო ნარჩენების მართვა -25%; დოკუმენტაციის წარმოება -16%; ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები -14%;

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამბულატორიული ტიპის დაწესებულებაში, მათ შორის სტომატოლოგიაში არანაირი ლიცენზია ან ნებართვა არ გაიცემა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება.