კარიესის მკურნალობა მალე ბჟენების გარეშე იქნება შესაძლებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარიესის მკურნალობა მალე ბჟენების გარეშე იქნება შესაძლებელი

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა, პოლ შარპის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად დენტინის ახალი შრის განვითარების სტიმულაცია შეძლეს. მათი აზრით, სტომატოლოგებისთვის კარგად ცნობილი ბჟენების ნაცვლად, კბილის კარიესული არეები უმჯობესია დაიფაროს სპეციალური ღრუბლისებრი სტრუქტურით, რომელიც კოლაგენის პოლიმერისგან არის შექმნილი და დროთა განმავლობაში თავად განლაგდება, განთავსდება კბილში.

როგორც კვლევის ავტორი პოლ შარპი აცხადებს, ბიოგანთავსებადი ღრუბელი სასურველია გაიჟღინთოს ტაიდეგლუსიბით, პრეპარატით, რომელსაც ალცჰაიმერისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების თერაპიაში პერსპექტიულ საშუალებად მოიაზრებენ (კვლევები ამ კუთხითაც ინტენსიურად მიმდინარეობს). ამ პრეპარატის მოქმედება ეფუძნება გლიკოგენსინთაზა-კინაზა 3 (GSK-3) –ის ინჰიბირებას (დაბლოკვას). აღნიშნული ფერმენტი ორგანიზმში მიმდინარე არაერთი პროცესის რეგულირებაში მონაწილეობს. მას შეუძლია ქსოვილთა ზრდის როგორც სტიმულაცია, ასევე შეფერხება.

ბრიტანელმა მეცნიერებმა არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს ვირთაგვებზე. ცხოველების კარიესულ კბილებზე ისინი აფენდნენ ტაიდეგლუსიბით გაჟღენთილ ღრუბელს. ეს უკანასკნელი ახალი დენტინის წარმოქმნას ასტიმულირებდა, თავად კი დროთა განმავლობაში იშლებოდა. მთავარია, რომ 6 კვირის შემდეგ მღრღნელებს სრულიად ჯანმრთელი კბილები ჰქონდათ.

ეს კვლევა პოლ შარპისა და მისი გუნდის პირველი ცდა როდია. მათ ადრეც არაერთხელ განახორციელეს დაზიანებული კბილების ღეროვანი უჯრედებით გაჯანსაღება-განახლების სტიმულაცია. მაგალითად, ამისათვის 2016 წელს მეცნიერებმა გამოიყენეს სპეციალური ბჟენები, რომლებიც პულპასთან კონტაქტისას ღეროვანი უჯრედების სტიმულაციას ახდენდა.

ფაქტია, მკვლევართა ძალისხმევა და საინტერესო აღმოჩენები დიდ სიახლეებს მოუტანს სტომატოლოგიას!

თინათინ გოცაძე