კარიესის საწინააღმდეგო ვაქცინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარიესის საწინააღმდეგო ვაქცინა

როგორც მეცნიერები აცხადებენ, საკითხის გადაჭრა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, ერთ შემთხვევაში ვაქცინა განაპირობებდა კარიესის გამომწვევი ბაქტერიების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას (ფორმირებას), მეორე შემთხვევაში კი ქმნიდა დამცველ გარსს, საფარველს (ICON anti-caries technology), რომელიც არ აძლევდა ბაქტერიებს კბილის მინანქრის დაზიანების საშუალებას, ანუ პირდაპირი გაგებით ეს ვაქცინა არ იყო.

დიდი მიღწევებია, საზოგადოდ, პირის ღრუს სხვა დაავადებათა მკურნალობაშიც. 2016 წელს ავსტრალიელმა მკვლევრებმა გააკეთეს განცხადება პერიოდონტიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ. მათი განმარტებით, ვაქცინა მიმართულია (ორიენტირებულია) პირის ღრუს გარკვეული ბაქტერიების (Porphyromonas gingivalis) მიერ პროდუცირებულ ფერმენტებზე. დასახელებული ვაქცინის წყალობით გამომუშავდება იმუნური პასუხი - ანტისხეულები, რომლებიც ანეიტრალებს პათოგენური ორგანიზმების მიერ გამოყოფილ ტოქსინებს. ამ ვაქცინის გამოცდა პერიოდონტიტით დაავადებულ პაციენტებზე 2018 წლისთვის იგეგმება.

თინათინ გოცაძე