რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
კიტრის დიეტა
კიტრის დიეტა
ცოტამ თუ იცის, რომ კიტრი ერთ-ერთი უძველესი საკვებია. მას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლით ადრე მიირთმევდნენ. კიტრის 95-96% წყალია, ამიტომ იგი სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, აწესრიგებს წყალ-მარილოვან ბალანსს, წმენდს კანს, მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. კიტრისგან მზადდება ლოსიონები, ნიღბები, რომლებიც წმენდს კანს, აბაცებს პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლს. როცა კიტრისგან სალათს მოამზადებთ, ნუ დაიზარებთ - მოიტოვეთ პატარა ნაჭერი და სახე მსუბუქად დაიზილეთ. დაინახავთ, თვალსა და ხელს შუა როგორ გამოგიცოცხლდებათ სახე. შეშუპებული თვალების დასაცხრობად კიტრის მრგვალი ნაჭრები ქუთუთოებზე დაიდეთ და 10 წუთით მსუბუქად
მიიჭირეთ.

კიტრი ხელს უწყობს გახდომას. თვითონ ის ძალიან დაბალკალორიულია, მაგრამ თუ მცენარეული ზეთით ან არაჟნით შევაზავებთ, შეუძლია, მთელი სამი საათით დაგვანაყროს. კიტრის დიეტის დაცვა სამ დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული, რადგან იგი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას.

კიტრის სალათი

1 კგ კიტრი დაჭერით, შეაზავეთ
ნაკლებცხიმიანი არაჟნით ან მცენარეული ზეთით, მარილით, ოხრახუშით, კამითა და მწვანე ხახვით. მწვანილი ვიტამინების საბადოა. გარდა ამისა, ოხრახუში არაჩვეულებრივი სადეზინფექციო საშუალებაა კუჭისთვის. მწვანე ხახვი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და წმენდს სისხლს. კამა განსაკუთრებით სასარგებლოა მეძუძური დედებისთვის, რადგან აძლიერებს რძის წარმოქმნას. ასეთი სალათი შეგიძლიათ მიირთვათ დღეში სამჯერ: 12, 16 და 19 საათზე. შუალედებში კი შეგიძლიათ დაამატოთ:
• ტოსტის პატარა ნაჭერი ცოტაოდენი კარაქით, ფინჯანი ყავა ან უშაქრო ჩაი;
• 50 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი ან ერთი კვერცხი;
• 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი, ბანანი ან მსხალი.

თარიღი : 17-08-2016
ანა
რამდენ კგ იკლებ 3დგეში?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.