საზამთრო სამზადისი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზამთრო სამზადისი

ჭუჭრუტანები

ბინაში სითბოს შენარჩუნება გაგვიჭირდება, თუ კარ-ფანჯრები მჭიდროდ არ არის დაგმანული და იქიდან ცივი ჰაერი უბერავს. როგორ ავიცილოთ თავიდან ძვირფასი სითბოს გარეთ გადინება? რადიკალური საშუალება, რა თქმა უნდა, კარ-ფანჯრების გამოცვლაა. ჩასვამთ მეტალ-პლასტიკის კომპლექტს და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებთ მტვრისა და ხმაურისგან, სითბოსაც შეინარჩუნებთ და ვერც ქარი დაგაკლებთ რამეს. თუ ძვირად ღირებული კარ-ფანჯრების შეძენის საშუალება არ გაქვთ, ძალიანაც ნუ ინაღვლებთ. ჯერ ერთი, ლითონ-პლასტმასა, ხისგან განსხვავებით, არ სუნთქავს, მეორე - დეფორმაციას განიცდის, მესამე - არაბუნებრივია და ბევრს მიაჩნია, რომ არც ისე მყუდრო, როგორც ამბობენ. თუ ხის ძველი კარ-ფანჯრები ჯერ კიდევ მაგარია და საღი, ახალი მეტალ-პლასტიკის ჩასმას მისი რესტავრირება აჯობებს - ჯერ ერთი, უფრო იაფი დაგიჯდებათ, მეორე - ხეს ვერაფერი შეედრება, ბუნებრივია და ჯანმრთელი. მას, ვისაც კარ-ფანჯრების გამოცვლის ან რესტავრირების საშუალება არ აქვს, ძველ და ნაცად მეთოდს შევთავაზებთ - ჭუჭრუტანების ამოვსებას. ამისთვის დღეს ათასნაირი მზა საშუალება არსებობს. შეიძლება საკუთარი ხელით დამზადებაც, თუმცა თქვენი ხელით დამზადებულმა საშუალებებმა შესაძლოა კარ-ფანჯრების გაღებაში ხელი შეგიშალოთ. არსებობს სპეციალური საშუალებები, რომლებიც აკავებს სითბოს და, ქაღალდისგან განსხვავებით, ხელს არ უშლის კარ-ფანჯრების გაღებას, არც მათ გარეგნულ სახეს ამახინჯებს. ისინი დამზადებულია პოლიეთილენისგან, პოლივინილქლორიდისა და რეზინისგან. პროფილის ფორმას ჭუჭრუტანის ზომის მიხედვით არჩევენ. საშუალებები, რომლებიც თვითონ ეწებებიან ზედაპირს, აიოლებენ პროცესს. კიდევ ერთი: დამათბობელი საშუალებები მანამდე უნდა დააწებოთ, ვიდრე აცივდება.

გამათბობელი სისტემები

ცივ ზამთარში შეიძლება გავთბეთ სხვადასხვაგვარი გამათბობლით. არსებობს სპეციალური ე.წ. ზეთის გამათბობელი. ეს მოდელი საკმაოდ უსაფრთხოა და ფასიც ხელმისაწვდომი აქვს. გამათბობელი საშუალება კონვექტორი, ისევე როგორც ზეთის გამათბობელი, არ შთანთქავს ჟანგბადს, შესაძლებელია მისი სტაციონარულად მიმაგრება კედელზე. გამათბობელი, რომელსაც “სითბურ ქვემეხს” უწოდებენ, სწრაფად ათბობს დიდ ფართობს, ჭერის ვენტილატორი კი საშუალებას არ აძლევს თბილ ჰაერს, “ზედა ფენებში” ავიდეს. ელექტროენერგიის ეკონომიის საშუალებას იძლევა ინფრაწითელი გამათბობლები. მათგან გამოყოფილი სითბო ჰაერს კი არ ერევა, არამედ გარემომცველი ზედაპირები - კედლები, ავეჯი - შთანთქავენ. ნესტიან შენობაში ურიგო არ იქნება ჰაერის გამომშრობის დამონტაჟება. ის ნესტის დამანგრეველ მოქმედებას გაანეიტრალებს. მისი ეს უნარი იზომება დროის ერთეულში ამოშრობილი წყლის ოდენობით. რაც უფრო დიდია ფართობი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს ამოშრობის მაჩვენებელიც. ზამთრის სიცივეში, მით უმეტეს - თუ გარეთ ყინავს, ბინისთვის შეუცვლელია კერამიკული (ფაიფურის) თბოვენტილატორი. ეს ხელსაწყო წამებში ათბობს ჰაერს და თანაბრად ანაწილებს მთელ ოთახში. ვენტილატორი თვითონვე არეგულირებს სითბოს ცვლას და გადახურებისგან დამცავი მექანიზმიც აქვს. რაც მთავარია, აქვს დახრის მარეგულირებელი, რომლის საშუალებითაც შეიძლება თბილი ჰაერის მიმართულების კონტროლირება მეტი კომფორტისთვის. როგორც თბოვენტილატორი, ასევე ზეთოვანი გამათბობლები საკმაოდ კარგად ერწყმის ბინის ინტერიერს. არსებობს ჰაერის დამატენიანებელი ულტრაბგერითი ხელსაწყო, რომელსაც აქვს სისტემა ტენიანობის მოცემულ დონეზე შესანარჩუნებლად. ეს ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თანაც ქმნის სახლში ზედმიწევნით კომფორტულ მიკროკლიმატს. ფართოდ არის გავრცელებული გაზის გამათბობლები. ისინი სხვადასხვა ტიპისაა - განსხვავდება ერთმანეთისგან ზომით, ფორმით, ფერით, უსაფრთხოებით. სხვადასხვა მოდელი სხვადასხვა ფართობის გასათბობად არის განკუთვნილი. ზოგი გამათბობელი ოთახშივე წვავს აირს და ნამწვსაც იქვე ტოვებს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. ამ შემთხვევაში პერიოდულად აუცილებელია ოთახის განიავება. ძვირად ღირებული გამათბობლების უმრავლესობას კი მილის საშუალებით შენობის გარეთ გააქვს ნამწვი და ამით ადამიანის ჯანმრთელობას იცავს. ყურადღება უნდა მიექცეს მილის მიმართულებას, რათა ნამწვი ისევ შენობაში არ მოხვდეს, რადგან ის მომწამვლელია. გაზის გამათბობლის ზოგიერთ მოდელს აქვს დამცავი მექანიზმი, რომელიც ექსტრემალურ შემთხვევებში მოწყობილობას ავტომატურად თიშავს. გარდა ამისა, არსებობს კომპაქტური მოდელები, რომლებიც კედლებზე მაგრდება, აქვს ბრტყელი ზედაპირი, ნაკლებ ფართობს იკავებს, მეტად კომფორტულია, უფრო ეკონომიურიც და, რაც მთავარია, უსაფრთხო. ფულსაც დაგაზოგვინებთ და არც თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.