როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები

:

1) 1 ჩაის ჭიქა კამის თესლი, 1 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ, დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამით თერმოსში გააჩერეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღე-ღამეში 5-7-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

2) სახეხზე ჩახეხეთ ერთი ლიმონი და ერთი თავი ნიორი, დაასხით 1,5 ლ ადუღებული და გაცივებული წყალი, 4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და სვით უზმოზე 50-50 გრამი.

3) აიღეთ 300 გრამი ნიგოზი, გარგარის ჩირი, ჩამიჩი და 2 ლიმონი. გაატარეთ ხორცსაკეპში და შეურიეთ 300 გ თაფლი. მიირთვით 2 ჩაის კოვზი დღის ნებისმიერ დროს, ვიდრე მასა არ გათავდება. ნარევი მაცივარში უნდა ინახებოდეს.

სისხლძარღვთა გასაწმენდად განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის წვენი, რომელსაც ამავე დროს ძლიერი ანტისეპტიკური, დეზინტოქსიკაციური (ტოქსინებისგან გამწმენდი) და სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი) მოქმედებაც აქვს. ყველაზე მოხერხებულია ამ პროცედურის ჩატარება აგარაკზე. ამისათვის საკმარისია, კვირაში ერთხელ (უკეთესია ორჯერ) უზმოზე პურისა და მარილის გარეშე მიირთვათ ახალმოკრეფილი მწვანილი - ოხრახუში, კამა, ნიახური, ნიორი და სალათის მწვანე ფურცლები. თუ ყველა მწვანილს ვერ მოიძიებთ, არ იდარდოთ, მთავარია ოხრახუში გქონდეთ. დანარჩენი მწვანილი მხოლოდ აუმჯობესებს მის გამწმენდ მოქმედებას და გემოვნებით თვისებებს.

შესანიშნავია სისხლის გასაწმენდად, გასაჯანსაღებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ეს ნაზავიც: ხორცსაკეპში გატარებულ 400 გრამ ნიორს დაამატეთ 24 ცალი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მინის ქილაში ჩაასხით. ქილას დაახურეთ თხელი ტილოს ნაჭერი და თავი მოუკარით. გააჩერეთ 24 დღე. მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ. 1 ჩაის კოვზი ნარევი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალში და მიიღეთ ძილის წინ.

ლიმფური ძარღვების გაწმენდა

1) ლიმფური ძარღვების გაწმენდა შეიძლება გოგრის თესლით. თესლი კარგად უნდა გარეცხოთ და კანიანად გაატაროთ ხორცსაკეპში, შემდეგ აიღოთ 150-200 გრამი გატარებული მასა, დაასხათ 0,5 ლიტრი არაყი და გააჩეროთ 2 დღე. ნაყენი უნდა მიირთვათ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე თითო სადილის კოვზი, თან 50 მლ წყალი მიაყოლოთ. გამწმენდი კურსი ერთი თვის შემდეგ უნდა გაიმეოროთ.

2) ლიმფური ძარღვების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ კამა. აიღეთ ერთი ჭიქა კამა, 2 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჭიქა თაფლი, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი და თერმოსში 24 საათს გააჩერეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.