ჭიპის თიაქარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭიპის თიაქარი

განვითარების მექანიზმი და სიმპტომები

დედის მუცელში ნაყოფი ჭიპლარის სისხლძარღვების მეშვეობით იკვებება. ბავშვის დაბადებისთანავე ექიმი ჭიპლარს ჭრის, დარჩენილი ტაკვი ხმება და ერთ კვირაში, ზოგჯერ - უფრო ადრე ან უფრო გვიან, ძვრება. რჩება ჭრილობა, რომელიც რამდენიმე დღეში შუშდება, თუმცა მოშუშებული კანის ქვემოთ რჩება ღრუ - ჭიპის რგოლი, სადაც ადრე სისხლძარღვები გადიოდა. როდესაც ჩვილი დიდხანს ტირის, ახველებს ან კუჭის მოქმედებისას ღონივრად იჭინთება, მუცლის ღრუში წნევა იმატებს და წვრილი ნაწლავების ნაწილი ამ რგოლში ამოიბურცება. სწორედ ამას უწოდებენ ჭიპის თიაქარს. თუ ჭიპის რგოლი პატარაა, ჭიპი ოდნავ, დაახლოებით 0,5 სმ-ით გამოიბერება, თუ დიდია - უფრო მეტად, 1 სმ-ზე. პატარა ჭიპის რგოლი რამდენიმე კვირაში იხურება, ხოლო დიდი - რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, უმეტესად - სამ წლამდე. ჭიპის თიაქარი საშიში არ არის. ის ჩვილს სხვა სახის თიაქარზე იშვიათად აწუხებს.

ჭიპის თიაქარი სამი ნაწილისაგან შედგება. ესენია:

  • თიაქრის პარკი - მასში მოქცეულია თიაქრის შიგთავსი;
  • თიაქრის შიგთავსი - ეს უმეტესად ნაწლავის მარყუჟია;
  • თიაქრის კარი - მუცლის კედლის ყველაზე სუსტი ადგილი, საიდანაც გამოდის თიაქრის ტომარა.

    როდესაც ბავშვი სწორად ვითარდება, ჭიპის თიაქარი თავისთავად იკურნება, მანამდე კი უმჯობესია, პატარას მუცლის წინა კედლის კუნთების გაძლიერებაზე ვიზრუნოთ. ამისთვის გამოგვადგება ზოგადი მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა.

ზოგადი მასაჟი შეგიძლიათ ბავშვის დაბადებიდან მეორე-მესამე კვირას დაიწყოთ. ჩაატარეთ მსუბუქად, უმტკივნეულოდ, ისე, რომ ჩვილი არ გაღიზიანდეს. ცალი ხელით, თითების მსუბუქი მოძრაობით, თიაქარი უნდა ჩავასწოროთ, მეორე ხელით კი მასაჟის ილეთების შესრულებას შევუდგეთ.

თავდაპირველად ვუზელთ მუცლის წინა კედლის (პრესის) კუნთებს საათის ისრის მიმართულებით, ჯერ წრიული, შემდეგ კი ორივე ხელის შემხვედრი მოძრაობებით: ცალ ხელს საათის ისრის მიმართულებით ვამოძრავებთ, მეორეს - მის საპირისპიროდ.

ამის შემდეგ ვიწყებთ გულმკერდის გვერდითი ზედაპირის მასაჟს, ასევე შემხვედრი მოძრაობებით, ზევიდან ქვევით და პირიქით, ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა მხარეს. მასაჟი 3-5 წუთს გრძელდება. თუ პატარას პროცედურა არ სიამოვნებს და ტირის, უმჯობესია მასაჟი შევწყვიტოთ და ბავშვი დავამშვიდოთ - ტირილი თიაქრის გამობერვას უწყობს ხელს. სამკურნალო ფიზკულტურის მიზანია:

  • ბავშვის ორგანიზმზე ზოგადგამაჯანსაღებელი ზემოქმედება და კუნთების, განსაკუთრებით - მუცლის პრესის სწორი და ირიბი კუნთების გაძლიერება;
  • ნერვულ-რეფლექტორული აგზნების ნორმალიზაცია, რათა მუცელშიგა წნევის მომატებისგან თავი დავიზღვიოთ;
  • ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების უზრუნველყოფა ასაკის შესატყვისად.

ვარჯიშის დაწყებამდე თიაქარი ხელით უნდა ჩავასწოროთ და ლეიკოპლასტირი გადავაკრათ.

ვარჯიშთან ერთად გამოიყენება ე.წ. მკურნალობა მდებარეობით: პატარას ვაწვენთ მუცელზე და 5-15 წუთს ასე ვტოვებთ. ეს ხელს უწყობს მუცელში დაგროვილი აირების გამოდევნას, აუმჯობესებს ხელ-ფეხის აქტიურ მოძრაობას, ამცირებს მუცელშიგა წნევას, ხელს უშლის თიაქრის გამობერვას.

გაითვალისწინეთ:

  • სამკურნალო ვარჯიშების კომპლექსი უნდა ჩაატაროს სპეციალისტმა მეთოდისტმა;
  • ვარჯიშების შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ასაკისა და ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების გათვალისწინებით.

არასწორად შერჩეულმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, სახელდობრ: თიაქრის ჩაჭედვა, ნაწლავების მექანიკური გაუვალობა, ნაწლავის ანთება, ნეკროზი, ახალწარმონაქმნების გაჩენა. მუცელშიგა წნევის მომატებისას (სიმძიმის აწევის, მუცლის გაბერვის, ხანგრძლივი ტირილისა და ხველების დროს) თიაქრის შიგთავსი შესაძლოა თიაქრის პარკში ჩაიჭედოს. ამას მოჰყვება ნაწლავის შეშუპება, ჩაჭედილი ორგანოს მოცულობა იმატებს და მისი ჩასწორება შეუძლებელი ხდება. ამას დაერთვის ძლიერი ტკივილი მუცლის ღრუში, ხშირად - პირღებინებაც. პატარა აგზნებულია და ტირის, რაც მდგომარეობას უფრო მეტად ართულებს. თუ ბავშვი სასწრაფოდ არ მოხვდა სპეციალისტის ხელში, შესაძლოა, განვითარდეს ჩაჭედილი ნაწლავის ნეკროზი (კვდომა), რასაც ნაწლავის შიგთავსის მუცლის ღრუში ჩაღვრა და ანთებითი პროცესი - პერიტონიტი მოჰყვება. ასეთ დროს ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია. თუ თიაქრის რგოლი წლამდე არ დაიხურა, ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.