მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტებზე ფასდაკლება დღეიდან მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტებზე ფასდაკლება დღეიდან მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება
მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტებზე ფასდაკლება დღეიდან მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება
ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას აფართოებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, პროექტის მიხედვით, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები 13 აგვისტოდან არსებულზე მეტად ხელმისაწვდომი გახდება და მათზე ფასდაკლება გავრცელდება მთელს მოსახლეობაზე.
დავით სერგეენკოს განმარტებით, პროგრამაში, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობისათვის სამედიცინო დანახარჯების შემცირებას გულისხმობს, ჩაერთვება ყველა სააფთიაქო ქსელი, იშვიათი გამონაკლისების გარდა.

„შარშან ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ფარავდა ძირითადი ქრონიკული დაავადებების
სამკურნალო პერპარატებს. ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი და პროექტი გაფართოებას საჭიროებს, რადგანაც ფინანსური ბარიერი მაღალი აქვთ არამარტო სოციალურად დაუცველებს, არამედ პენსიონერებს და შშმ პირებს. ამიტომ ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით. პირველი ის, რომ 2018 წლის მაისში წინასწარი მოლაპარაკებების შემდეგ დავაფუძნეთ ერთობლივი იურიდიული პირი კერძო სახელმწიფო
პარტნიორობაზე, როდესაც სახელმწიფო პარტნიორობას გაუწევს კერძო ინდუსტრიას და პირიქით. ამან უკვე შესაძლებლობა მოგვცა, მაისიდან დაწყებულიყო მედიკამენტების გაიაფების პირველი ეტაპი და 13 აგვისტოდან ჩაერთვება შემდეგი ეტაპი. მოსახლეობაში პერიოდულად ვატარებთ კვლევებს, რა სახის მედიკამენტზე უფრო დიდი ფინანსური ტვირთი აქვთ და რა სახის მედიკამენტი არის უფრო მოთხოვნადი. რამდენიმე პრიორიტეტია გამოკვეთილი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მეორე ტიპის დიაბეტი. (პირველი, ბ ტიპის დიაბეტი არის რასაც „ინსულინი“ სჭირდება, მეორე ტიპი არის, რასაც ტაბლეტები სჭირდება) მეორე ტიპის დიაბეტზე იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ტვირთი მოსახლეობის. სამი მთავარი მედიკამენტი, რომელიც „კარგად კეტავს“ ამ მეორე ტიპის დიაბეტს, ესენი არის: „მედფორმინი“, „გლიკლაზიდი“ და „გინეპლიდი“. მაისში უკვე დაიწყო გაიაფება და ერთ -ერთი ყველაზე ძვირიანი და მოთხოვნადი მედიკამენტი „მედფორმინი“ მოსახლეობას 13 აგვისტოდან შეეძლება, რომ პრაქტიკულად ნახევარ ფასში შეიძინოს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფომ დახარჯა არა საკუთარი ფინანსური რესურსი, არამედ თავისი რეპუტაციული ჩარევა განახორციელა, რაც გამოიხატა იმაში, რომ რადგან ეს სპეციალური პროექტია, მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები და ამ სამ მედიკამენტზე მთლიანად მოსახლეობას, არამხოლოდ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, არამედ ყველას უკლებლივ გაუნახევრდება ფინანსური ბარიერი. ეს სამი მედიკამენტი იყო მეორე ტიპის დიაბეტზე ყველაზე მოთხოვნადი და მიხარია, რომ ამ ინტერვენციამ მთლიანად მოსახლეობისათვის დაწია ფასები. მასშტაბების მხრივ რომ შევქმნა წარმოდგენა, ამ სამ მედიკამენტზე, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, წელიწადში მოსახლეობა ხარჯავდა 10 მილიონს, ამ ინტერვენციის შემდეგ უკვე მომავალი კვირიდან დაიხარჯება 5 მილიონი და ხაზს ვუსვამ, რომ ეს ეხება ყველას, კატეგორიების მიუხედავად“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.


გარდა ამისა, დავით სერგეენკოს განმარტებით, პირველის სექტემბრიდან ამოქმედდება პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პენსიონერებმა და შშმ პირებმა მედიკამენტები იაფად შეიძინონ. სერეენკოს თქმით, ამ პროექტის მიხედვით აღნიშნული პირები იგივე მედიკამენტს შეიძენენ, რასაც ამ დრომდე ყიდულობდნენ და ბევრად ნაკლებს გადაიხდიან.

„რაც შეეხება პენსიონერებს, პირველი სექტემბრიდან ჩვენ შეგვეძლება, რომ ამ სამ მედიკამენტზე სუბსიდირება გავაკეთოთ და პენსიონერებუსთვის ფასი კიდევ უფრო დავწიოთ და ასევე გავაფართოვოთ გულსისხლსძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატები. გარდა ამისა, ამ წლის განმავლობაში უკვე შემდეგი ნაბიჯი იქნება სხვა ქრონიკული დაავადებების, ის რასაც მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე ვაფინანსებდთ, რომ გავრცელდეს პენსიონერებსა და შშმ პირებზე. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თუ სოციალურად დაუცველებს მაქსიმუმ ერთ ლარად შეეძლოთ შეძენა, პენსიონერებსა და შშმ პირებს დღევანდელ ფასებთან შედარებით, ყველაზე დიდი, მაქსიმუმ ამის ნახევარი შესაძლოა დაუჯდეთ. ანუ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ფინანსური ტვირთი“, - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ტარდება კვლევა იმის შესახებ, თუ რა თანხას ხარჯავენ პენსიონერები პრეპარატების შესაძენად. სერგეენკოს განმარტებით, ზუსტი სტატისტიკური ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ პენსიონერები მედიკამენტებისთვის საშუალოდ თვეში 50-60 ლარს ხარჯავენ, ამ პროექტის მიხედვით ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად განახევრდება.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული ადამიანების რიცხვის
11-07-2018
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთი ძალიან სასარგებლოა არანავარჯიშევი,
11-07-2018
თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
06-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული ადამიანების რიცხვის
ფინელი მეცნიერები ახალი ვაქცინის ტესტირების პირველ შედეგებს აქვეყნებენ. მათი გამოგონება ეფუძნება
ჰორმონული შენაცვლებითი თერაპია, რომელსაც ქალებს მენოპაუზის პერიოდში უნიშნავენ, საკმაოდ ბევრ გვერდით
ეფექტს
თუ გაცხიმოვნების ეპიდემია ამ ეტაპზე არსებულ დინამიკას შეინარჩუნებს, მაშინ კაცობრიობა ტოტალურ
სიმსუქნე და საზოგადოდ, გაცხიმოვნება მსოფლიო პრობლემაა. ჭარბი წონა მხოლოდ გარეგნობას როდი ცვლის, ის
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს: