რომელი პროდუქტი შეიცავს ესტროგენებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტი შეიცავს ესტროგენებს

ქალური ჰორმონები მთელი სიცოცხლის განმავლობაში მართავენ ქალის ორგანიზმის უნიკალურ შესაძლებლობებს. ჰორმონებით რეგულირდება თვიური ციკლი, ხშირად ენდოკრინული სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ქალი დაორსულებას და შვილის გაჩენას. ქალის ძირითადი ჰორმონებია ესტროგენები და პროგესტერონი.

ესტროგენები ჰორმონთა ჯგუფია, რომელსაც საკვერცხეები განუწყვეტლივ გამოიმუშავებს სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან კლიმაქტერიულ პერიოდამდე. ის არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, იცავს სისხლძარღვებს ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნისგან, არეგულირებს წყალმარილოვან ცვლას, ზრდის კანის ელასტიურობას. ეს ჰორმონები ძვლის სიმტკიცეზეც აგებენ პასუხს - ასტიმულირებენ ძვლის ახალი ქსოვილის წარმოქმნას, აკავებენ მასში აუცილებელ ნივთიერებებს - კალციუმსა და ფოსფორს. ამიტომაც არის, რომ მენოპაუზის პერიოდში, როდესაც ორგანიზმში ესტროგენების დონე მცირდება, ქალს ხშირად უვითარდება ოსტეოპოროზი და მოტეხილობები. ესტროგენების ნაკლებობის დროს აღინიშნება:

• გაღიზიანებადობა და ნევროზულობა;

• ციკლის შუაში - სისხლიანი გამონადენი;

• მენსტრუაციის შემცირება ან შეწყვეტა;

• სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;

• თავის ტკივილი, დეპრესია;

• ოფლიანობა, წამოხურება, ალები;

• სარძევე ჯირკვლების ზომის შემცირება. ასეთი სიმპტომების შემჩნევისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგს - ეს წარმატებული მკურნალობის საწინდარია. თვითმკურნალობა დაუშვებელია, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია მხოლოდ ექიმმა-სპეციალისტმა უნდა დანიშნოს.