როგორ ავიცილოთ იოდდეფიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ იოდდეფიციტი

შესაბამისად, იოდდეფიციტი ენდემურ კერებში განსაკუთრებით აქტუალურია. იოდზე გაზრდილი მოთხოვნილება აქვთ ბავშვებს, ორსულებსა და მეძუძურ ქალებს.

როგორ ვლინდება იოდდეფიციტი

იოდდეფიციტი უპირველესად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე აისახება, რადგანაც ეს ენდოკრინული ჯირკვალი გამოიმუშავებს იოდშემცველ ჰორმონებს. იოდდეფიციტზე ნიშანს იძლევა კანიც - შრება, კარგავს ელასტიურობას, ცვილისებრ ელფერს იძენს. ნივთიერებათა ცვლის (მასში მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებიც) მოშლის გამო თავს იჩენს სიმსუქნე. ირღვევა ნაწლავების ფუნქცია – ვითარდება შეკრულობა. მკვეთრი იოდდეფიციტი აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება არითმია. ზოგჯერ ირღვევა მენსტრუალური ციკლი. იოდდეფიციტი შესაძლოა უშვილობისა და იმპოტენციის მიზეზიც გახდეს. ის უარყოფითად აისახება ტვინის ფუნქციობაზეც - ქვეითდება ინტელექტი, კონცენტრაციის უნარი, მეხსიერება. ადამიანი უჩივის სისუსტეს, სწრაფად დაღლას, მოდუნებულობას, ზოგჯერ დეპრესიას.

რა უნდა მიირთვათ იოდდეფიციტის აღმოსაფხვრელად

საკვები რაციონი უნდა გაამდიდროთ იოდშემცველი პროდუქტებით. ყველაზე სასარგებლო და ფასეული ამ თვალსაზრისით ზღვის პროდუქტებია - ზღვის კომბოსტო, კალმარი, კრევეტი, ხიზილალა, ხეკი, ვირთევზა. იოდს შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს მდინარის თევზი, კვერცხი, საქონლის ხორცი, რძე, მარცვლოვნები, სოკო, ბოსტნეულიდან - ისპანახი, მჟაუნა, მწვანე ხახვი, ბადრიჯანი, ჭარხალი, პომიდორი, თალგამი, ნიორი და კარტოფილი. იოდს შეიცავს ხილი და კენკროვნები (ბანანი, ფორთოხალი, ლიმონი, ნესვი, ანანასი, ხურმა). კერძების მომზადებისას უნდა გამოიყენოთ იოდიზირებული მარილი. გარდა ამისა, იოდდეფიციტის შემთხვევაში საკვებად გამოიყენეთ იოდით გამდიდრებული პური, რძე, მინერალური წყალი და სხვა პროდუქტები. ჩვილებისათვის შეიძინეთ იოდით გამდიდრებული სპეციალური საკვები (რძე და ფაფები).

თინათინ გოცაძე

ყველაზე მეტ იოდს ფეიხოა შეიცავს

გემრიელი იოდი

იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის დროს ქარვის ყელსაბამი ატარეთ

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მკურნალობა