უშაქრო დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უშაქრო დიაბეტი

ვის ემუქრება

დაავადება ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უმთავრესად ახალგაზრდებსა და ბავშვებთან გვხვდება. გარდა უკვე აღწერილი სიმპტომებისა, ქალებთან უშაქრო დიაბეტი მენსტრუალური ციკლის დარღვევას და ზოგჯერ თვითნებურ აბორტსაც იწვევს, ხოლო მამაკაცებთან - არცთუ იშვიათად - ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითებას. ახალგაზრდისთვის ეს დეპრესიისა და ფსიქოემოციური აშლილობის საკმაო საფუძველია, ამიტომ დიაგნოზის დასმის შემდეგ, მკურნალობის პერიოდში, მისთვის აუცილებელია ოჯახის წევრებისა და ახლობლების თანადგომა. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად პაციენტის ფსიქოლოგიური განწყობაც. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადება უკურნებელი არ არის - სათანადო მკურნალობის შედეგად შემაწუხებელი სიმპტომები მალევე გაქრება.

რა უნდა ვიცოდეთ

უშაქრო დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს რამდენადმე დაქვეითებული აქვთ ფიზიკური განვითარებისა და სექსუალური მომწიფების ტემპი. მოგვიანებით ეს სერიოზული პრობლემების მიზეზად რომ არ იქცეს, აუცილებელია მუდმივი დისპანსერული მკურნალობა და სპეციალისტთა მეთვალყურეობა.

ბავშვი რეგულარულად უნდა ისინჯებოდეს შემდეგი სქემით:

წელიწადში ორჯერ აუცილებელია:

1. ფიზიკური და სქესობრივი განვითარების შემოწმება;

2. წყურვილისა და პოლიურიის ხარისხის განსაზღვრა;

3. კანის სიმშრალის შემოწმება;

4. ოფთალმოლოგისა და ნევროპათოლოგის კონსულტაცია;

5. დაავადების მედიკამენტური მკურნალობისას ზოგჯერ ცხვირში სიმშრალე ჩნდება, რაც ხშირ ცემინებას იწვევს; გარდა ამისა, პაციენტები ეტანებიან ცივ, ყინულიან წყალს, ამიტომ, დიდებისგან განსხვავებით, პატარა პაციენტი წელიწადში ერთხელ ოტორინოლარინგოლოგმაც უნდა გასინჯოს.

6. წელიწადში ერთხელ სასურველია ქალას რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია.

7. მშობლებმა თავი უნდა არიდონ პატარების ისეთ ადგილას წაყვანას (სამოგზაუროდ ან ექსკურსიაზე), სადაც წყალმომარაგება შეზღუდულია - როცა ბავშვი ვერ იკლავს წყურვილს, უვითარდება დეჰიდრატაცია (ორგანიზმის გაუწყლოება) თანმხლები ნეგატიური მოვლენებითურთ, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.

8. შედარებით მოზრდილ ბავშვებთან დაავადება იწვევს უძილობას, აქვეითებს შრომისა და სწავლის უნარს. ასეთ ბავშვებს მშობლებისა და მასწავლებლების განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ნუ დაატანთ ძალას - ამით უფრო მეტად გაურთულებთ მდგომარეობას.

გასათვალისწინებელია, რომ:

  • დისპანსერიზაცია სჭირდებათ არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც, თუმცა რამდენადმე განსხვავებული სქემით.
  • ზოგ პაციენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია. ამან სასურველი შედეგი რომ გამოიღოს, აუცილებელია მედიკამენტების მიღების მუდმივი კონტროლი და მათი დოზების კორექცია.
  • ადეკვატური ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე ადამიანი, ჩვეულებრივ, ინარჩუნებს სრულფასოვანი შრომის უნარს, მაგრამ აუცილებელია, მის სამუშაო გარემოში არ იყოს მაღალი ტემპერატურა და, რაც მთავარია, ეს ადგილი სათანადოდ მარაგდებოდეს წყლით (მაგალითად, არასასურველია მუშაობა ცხელ საამქროში, მცხუნვარე მზის ქვეშ, ტრიალ მინდორში და სხვა).

კვების როლი

დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სამკურნალო დიეტას. მენიუ მდიდარი უნდა იყოს ნახშირწყლებით, ხილით, ბოსტნეულითა და რძის ნაწარმით. გასათვალისწინებელია კვების რეჟიმიც. მკურნალობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება და ხშირად თან ახლავს ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა (სისხლში გლუკოზის დაქვეითება). ვფიქრობთ, იოლი მისახვედრია, რა საჭიროა დანაწევრებული კვება - პაციენტი უნდა იკვებებოდეს ხშირ-ხშირად, არცთუ დიდი ულუფებით. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას სითხის უხვი მიღება დაღს ასვამს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ჭარბი სითხე ზრდის კუჭის მოცულობას, არღვევს მისი წვენის სეკრეციას და აფერხებს ნაღვლის გამოყოფას, ეს კი, ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე: თავს იჩენს ყაბზობა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისათვის დამახასიათებელი სხვა დისპეფსიური მოვლენები. ამ შემთხვევაში, მკურნალი ექიმისა და გასტროენტეროლოგის ურთიერთშეთანხმებით, პაციენტი სამკურნალო კვებაზე უნდა გადავიდეს.