ტემპერატურული რეაქცია ტუბერკულოზის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტემპერატურული რეაქცია ტუბერკულოზის დროს

- ქალბატონო თინათინ, რამდენად მართებულია ტუბერკულოზური პროცესის ისეთი ტერმინებით დახასიათება, როგორიც არის "შორს წასული", "ქრონიკული" და სხვა?

- როგორც კლინიკურად, ასევე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით აქცენტი სწორად კეთდებოდა ტუბერკულოზის ადრეულ სტადიაში დიაგნოსტიკაზე, თუმცა ამან ერთგვარი გაურკვევლობა გამოიწვია: ადრეული ანუ დაწყებითი ტუბერკულოზი ხშირად აღიქმებოდა როგორც მინიმალური ტუბერკულოზური დაავადება, ხოლო ტუბერკულოზის შორს წასულ ფორმას, ჩვეულებრივ, ქრონიკულ ტუბერკულოზად მიიჩნევდნენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ტერმინები "ადრეული", "დაწყებითი", "ქრონიკული" მხოლოდ დროს აღნიშნავს, მაშინ, როდესაც "მინიმალური", "საშუალო" და "შორს წასული" აღნიშნავს დაავადების ხარისხს, ანუ ფილტვის ქსოვილის იმ ნაწილის სიდიდეს, რომელიც პათოლოგიური პროცესით არის მოცული. ტერმინებს არ გააჩნია რაიმე მყარი ურთიერთდამოკიდებულება. ასევე არ არის აუცილებელი, ისინი ურთიერთდაკავშირებულნი იყვნენ. ორი თვის განმავლობაში განვითარებული დაზიანება, ფაქტობრივად, შესაძლოა იყოს მინიმალურიც და საკმაოდ შორს წასულიც. დაზიანების ხარისხი ნაკლებად მიუთითებს მისი განვითარების ხანგრძლივობაზე.

- როგორია ტუბერკულოზის სიმპტომები?

- ტუბერკულოზის სადიაგნოზოდ ერთ-ერთი მთავარი მომენტია ისეთი ზოგადი სიმპტომების თანდათანობითი გაძლიერება, როგორიც არის სხეულის მასის შემცირება, უმადობა, ადვილად დაღლა, ტემპერატურის მომატება. არსებობს რესპირატორული სიმპტომებიც: ხველა ნახველის გამოყოფით, რომელიც გრძელდება სამ კვირაზე მეტხანს, სისხლიანი ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობა, ხშირი ავადობა. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი სხვა დაავადებების დროსაც გვხვდება, ამიტომ პაციენტმა უნდა მიმართოს სპეციალიზირებულ ტუბდაწესებულებას, სადაც მოხდება ნახველის შემოწმება ტუბერკულოზის მიკობაქტერიებზე. ტუბერკულოზის დროს, მიუხედავად დაავადების პროგრესირებისა, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის შესამჩნევად გამხდარი და ფერმკრთალია. ტემპერატურა შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპისა: სუბფებრილური, მაღალი, ზოგ შემთხვევაში კი ტემპერატურა საერთოდ არ აღინიშნება. თუ ზემოთ ჩამოთვლილმა სიმპტომებმა 3 კვირას გასტანა, ადამიანმა სათანადო გამოკვლევისთვის სპეციალიზებულ დაწესებულებას უნდა მიმართოს. აუცილებლად უნდა შევჩერდე მცირე ასაკში ტუბერკულოზის გამოვლინებაზე. ბავშვებში დაავადების ნიშნები მრავალფეროვანია. ავადმყოფი ძნელად იმატებს წონას ან დაახლოებით 4 კვირაში კარგავს რამდენიმე კილოგრამს, აღენიშნება უმადობა, ხველა, აუხსნელი წარმოშობის ტემპერატურა. ბავშვებისთვის ინფექციის წყარო თითქმის ყოველთვის ახლობელია - ოჯახის წევრი ან მეზობელი.

- ინფექციის წყარო ახსენეთ. რას ურჩევდით ოჯახებს, რომელთაც ტუბერკულოზით დაავადებული წევრი ჰყავთ?

- ასეთი ოჯახის წევრებმა უნდა ჩაიტარონ საპროფილაქტიკო გამოკვლევა. რაც შეიძლება ხშირად უნდა განიავდეს ოთახები - ტუბერკულოზით ინფიცირების ალბათობა დამოკიდებულია ჰაერში შეწონილი იმ ინფექციური წვეთების კონცენტრაციაზე, რომელსაც ტუბერკულოზით დაავადებული გამოყოფს, აგრეთვე - კონტაქტის ხანგრძლივობაზე, ვინაიდან ტუბერკულოზი გადაედება ჰაერწვეთოვანი გზით. ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ ექიმებს, ექთნებს, სტუდენტებს, ლაბორატორიის მუშაკებსა და პაციენტის მნახველებს, ამიტომ სამკურნალო დაწესებულებაში ბუნებრივი ვენტილაცია მაქსიმუმამდე უნდა გაიზარდოს და გაკონტროლდეს ჰაერის დინების მიმართულება.

- როგორი უნდა იყოს ტუბერკულოზით დაავადებულის კვების რეჟიმი?

- ამ დაავადების მკურნალობისთვის მეტად მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის მდგომარეობა, მის სიძლიერეს კი განაპირობებს კალორიებით მდიდარი საკვები და ცხოვრების მართებული რეჟიმი. ტუბერკულოზის ეფექტური მკურნალობა ის იქნება, რომ მკურნალობის მთელი კურსი პროგრამის ზედამხედველობით წარიმართოს. ტუბერკულოზით დაავადებულს განკურნების უნიკალური შანსი ეძლევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ არასოდეს ჩაუტარებია ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობა და არ არის აივინფიცირებული. ამ შემთხვევაში მკურნალობის მოკლე კურსით განკურნების მაღალ მაჩვენებლებს ვიღებთ. წარუმატებელი მკურნალობის ძირითადი მიზეზებია მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა და მედიკამენტების არარეგულარული მიღება. ზოგიერთ პაციენტს აქვს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ხელს უშლის მკურნალობის რეგულირებას და თითოეული პაციენტისთვის სპეციალური სტრატეგიის შემუშავებას საჭიროებს. არაადეკვატური რეჟიმები, რომლებიც უმთავრესად კერძო კლინიკებში ინიშნება, ზრდის მკურნალობის წარუმატებლობისა და რეციდივის რისკს, ამიტომ გამოყენებული უნდა იქნეს მკურნალობის მხოლოდ ის რეჟიმები, რომლებიც დამტკიცებულია წარმატებული, კონტროლირებადი კვლევებით და შეესაბამება მოთხოვნებს როგორც მედიკამენტების სწორი კომბინაციის, ასევე მათი დოზირების, მიღების პერიოდულობისა და ხანგრძლივობის თაობაზე.