რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
საჭმლის მონელება

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი კომპლექსური ორგანოა, რომელსაც საჭმლის მონელება აკისრია. მონელებისას საკვები ფიზიკურად (მექანიკურად) და ქიმიურად მუშავდება, სასარგებლო ნივთიერებები შეიწოვება, უვარგისი და მოუნელებელი ნარჩენები კი ორგანიზმიდან გამოიდევნება. საკვების ფიზიკური დამუშავება მისი დანაწევრება-დაქუცმაცებაა, ხოლო ქიმიური - საკვები ნივთიერებებიდან რთული სტრუქტურისა და ორგანიზმისთვის უცხო ნაერთების მარტივ კომპონენტებად დაშლა. ეს პროცესები მიმდინარეობს განსაზღვრული თანამიმდევრობით, იწყება პირის ღრუში, გრძელდება საყლაპავ მილში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით და მთავრდება სწორი ნაწლავიდან განავლოვანი მასების გარემოში გამოყოფით.

ფერმენტები და მათი მოქმედება
საჭმლის მონელება სამი ტიპის ფერმენტთა მიერ ხორციელდება:
I ტიპი - საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტები;
II ტიპი - აუტოლიზის ფერმენტები;
III ტიპი - ბაქტერიული ფლორის მიერ გამომუშავებული ფერმენტები.
აღნიშნული ფერმენტები ხელს უწყობენ საკვების დასველება-დატენიანებას, გაჯირჯვებას, ქმნიან ოპტიმალურ გარემოს მისი ქიმიური დაშლისთვის, შეიცავენ წყალსა და ლორწოს, ზოგიერთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მინერალურ მარილებს და საკვების სრულფასოვანი მონელებისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს.

 

საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის ყოველი ფერმენტი ანუ, როგორც მათ უწოდებენ, ენზიმი გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კონკრეტულ ნაწილში და მუშაობს მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: მჟავა, ტუტე ან ნეიტრალურ გარემოში. ყოველი ფერმენტი მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებაზე, რომელსაც ისე ერგება, როგორც გასაღები საკეტს. არსებობს საჭმლის მომნელებელ ფერმენტთა 4 ძირითადი ჯგუფი.
I ჯგუფი, ამილაზები (ამილოლიზური ფერმენტები), მოქმედებს ნახშირწყლებზე, შლის მათ გლუკოზად და სხვა სახის მონოსაქარიდებად, რის შემდეგაც მარტივ შემადგენლებად დაშლილი ნახშირწყლები პირდაპირ სისხლში ხვდებიან.
II ჯგუფი, პროტეაზები (პროტეოლიზური ფერმენტები), მოქმედებს ცილებზე, შლის მათ ოლიგოპეპტიდებად და ამინომჟავებად, რის შემდეგაც მარტივ კომპონენტებად დაშლილი ცილები პირდაპირ სისხლში ხვდებიან.
III ჯგუფი, ლიპაზები (ლიპოზური ფერმენტები), მოქმედებს ცხიმებზე, შლის მათ გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად, რის შემდეგაც მარტივ კომპონენტებად დაშლილი ცხიმები პირდაპირ ხვდებიან ლიმფაში.
IV ჯგუფი, ნუკლეაზები (ნუკლეოლიზური ფერმენტები), ნუკლეინის მჟავებზე მოქმედებს და მათ ნუკლეოტიდებად შლის, რის შემდეგაც მარტივ კომპონენტებად დაშლილი ნუკლეინის მჟავები პირდაპირ სისხლში ხვდებიან.

 

აუტოლიზის ფერმენტები
აუტოლიზის ფერმენტები საჭმლის მომნელებელი ის ნივთიერებებია, რომლებსაც თავადვე შეიცავს თერმულად დაუმუშავებელი საკვები. საჭმლის მომნელებელი ფერმენტები უხვად არის როგორც ცხოველურ, ისე მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში.

 

ბაქტერიული ფლორის მიერ გამომუშავებული ფერმენტები
ადამიანის ნაწლავური ფლორა საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია. სასარგებლო ბაქტერიებს შორის ჭარბობენ ბიფიდობაქტერიები, რომლებიც მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში, კერძოდ, ცილებისა და ცხიმების წარმოქმნაში. ისინი ასევე ასინთეზებენ  K და B  ჯგუფის ვიტამინებს, წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ორგანიზმის ზოგადი იმუნორეაქტიულობის ჩამოყალიბებაში. გახსოვდეთ: საკვების მონელება ყველაზე ოპტიმალურად მაშინ მიმდინარეობს, როდესაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებში მისი გადამუშავება ხდება, უპირატესად, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და აუტოლიზის ფერმენტთა მეშვეობით, შუა ნაწილში ერთდროულად მუშაობენ ყველა ტიპის ფერმენტები, ქვედა ნაწილში კი მიკროფლორის მიერ გამომუშავებულ ფერმენტთა როლი ჭარბობს.

 

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქცია
მოტორიკა ანუ მოძრაობა საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში ხორციელდება ნებითი, უნებლიე, მაკრო და მიკრომოტორული მოვლენების სახით: საკვების მიღება, მისი მექანიკური დამუშავება ღეჭვის დროს,

You must have Flash Player installed in order to see this player.
ყლაპვა, შეყოვნება კუჭში, შემდგომი ევაკუაცია ნაწლავებში, ნაღვლის ბუშტის შეკუმშვა და მოდუნება, ნაწლავის შიგთავსის (ქიმუსის) ერთმანეთში არევა და გადაადგილება, წვრილი ნაწლავების სხვადასხვა განყოფილებაში წნევის გადანაწილება, წვრილი ნაწლავებიდან ქიმუსის მსხვილ ნაწლავში გადასვლა, შემდგომ სფინქტერების შეკუმშვა და მოდუნება, მოძრაობა მსხვილ ნაწლავში - ეს ყოველივე აუცილებელია განავლოვანი მასების ჩამოყალიბებისა და დეფეკაციისთვის. მოძრაობის ეს საკმაოდ რთული ფორმები ხორციელდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთოვანი აპარატის და ტრაქტის მთელ სიგრძეზე არსებული დაახლოებით 35 სფინქტერის (მომჭერი რგოლის) მეშვეობით.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუსკულატურას ქმნის სპეციფიკური ფიზიოლოგიური თვისებების მქონე გლუვი (კუჭ-ნაწლავი) და განივზოლიანი (პირის ღრუ, ხახა, საყლაპავი მილის დასაწყისი) კუნთოვანი უჯრედები (მიოციტები), რომლებიც შემაერთებელი ხარიხების მეშვეობით კონებად არის შეკრული და მთლიანობაში საკმაოდ ძლიერ კუნთს ქმნის. კონებად და ფენებად შეკრული კუნთოვანი უჯრედები სხვადასხვანაირად არის განლაგებული: ნაწილი - ირგვლივად, წრიულად, ნაწილი - რგოლისებურად, ნაწილი - გასწვრივად, ნაწილი - სპირალისებურად, ნაწილი კი კუნთოვან ხარიხებს ქმნის. საკვების მონელებას ორი ძირითადი სახის - ქანქარისებრი და პერისტალტიკური - მოძრაობა განსაზღვრავს. საქანელასებრი მოძრაობა ხორციელდება ნაწლავის გასწვრივი და რგოლისებური კუნთების თანმიმდევრული შეკუმშვით, რის შედეგადაც ნაწლავის მონაკვეთი ხან მოკლდება და ფართოვდება, ხან გრძელდება და ვიწროვდება.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს.
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ ცხოველური ფერმენტების სისტემატურად მიღება არასასურველია. ამ დროს ორგანიზმი საკუთარი ფერმენტების გამომუშავებას წყვეტს, მცენარეული ფერმენტები კი, პირიქით, ასტიმულირებს ორგანიზმში ფერმენტების წარმოქმნას.
კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) პრობლემები უფრო ხშირად მათ აღენიშნებათ, ვინც ალკოჰოლის მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს ცხიმიან ხორცს, კონსერვებს, ე.წ. ფასტ-ფუდს (ანუ იკვებება სწრაფი კვების ობიექტებზე) და სხვა მძიმე საკვებს.
შეკრულობის საწინაღმდეგოდ კარგი ეფექტი აქვს სტაფილოს წვენს. 150-200 მლ ახალგაწურული წვენი დღეში 2-3 ჯერ უნდა მიირთვათ, სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში.
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ზოგჯერ, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ზანდება კუჭის ლორწოვან გარსზე ღრმად მდებარე შრეები.
პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) დაავადებები უხშირესად აღენიშნება მათ, ვინც ალკოჰოლისა და ე.წ. ფასტ-ფუდის" (სწრაფი კვების) დიდი მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს კონსერვებს, შებოლილ და ცხიმიან ხორცს, საზოგადოდ, არაჯანსაღი პროდუქტებით იკვებება.
რბილი, ნატურალური, გემრიელი წამალი, რომლის მიღებაც ხანგრძლივადაა შესაძლებელი. არ იწვევს შეჩვევას და სრულიად უსაფრთხოა.
21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,