რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ჰეპატოლოგია
ღვიძლის ჰემანგიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც მთლიანობაში ორგანოს ფუნქციობაზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. სპეციალისტების აზრით, ეს წარმონაქმნი, უხშირესად, მემკვიდრული დეფექტია, რადგანაც ძალიან პატარა ასაკის ბავშვებთანაც გვხვდება. ღვიძლის ჰემანგიომა უფრო ხშირია ქალებთან, ვიდრე მამაკაცებთან, ამიტომაც ზოგიერთი სპეციალისტი მის განვითარებას ჰორმონულ ფონს, უფრო კონკრეტულად, მდედრობითი სასქესო ჰორმონების ცვლას უკავშირებს. მით უფრო, რომ ღვიძლის ჰემანგიომის პროგრესირება შეინიშნება ჰორმონული პრეპარატების მიღების დროს, ან კიდევ ორსულობის პერიოდში. საბოლოოდ, ღვიძლის ჰემანგიომის აღმოცენების კონკრეტული მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია.
ცნობა B ან C ჰეპატიტით დაავადების შესახებ თითქმის ყოველთვის ძლიერი შოკია, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება, თუ ჰეპატიტზე ბევრი არაფერი იცი ან იცი მხოლოდ უარყოფითი. ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი გაცილებით შემაძრწუნებელია, ვიდრე რეალური საფრთხე, რომელიც ამ დაავადებებს სდევს თან. შფოთვა, პანიკა, შოკი ადამიანს ხელს უშლის ვითარების ადეკვატურ შეფასებაში და მკურნალობისა და გამოჯანმრთელების გზაზე სერიოზულ დაბრკოლებად იქცევა. არადა, ამ დროს ბევრი რამ ჩვენს ხელთაა: რაციონი, ფიზიკური დატვირთვა, ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება... ეს ყველაფერი მკურნალობის ეფექტზე უშუალო გავლენას ახდენს.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 7 - დან
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.