პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი იმაზე, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი იმაზე, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია
პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი იმაზე, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია
საუბარი იმაზე, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ბავშვს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თუმცა, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა, რის გამოც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათივე განმარტებით, აღნიშნულის გამო ბავშვის დაინფიცირების შანსი ძალიან მცირეა.

„მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა. ამაზე საუბარი ჯერ არ შეიძლება, რადგან დაინფიცირების შანსი არის ძალიან მცირე
- 0,001 პროცენტი. ამჟამად ბავშვს ჩატარებული აქვს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა და შედეგები იქნება რამდენიმე დღეში. სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არის თუ არა ის დაინფიცირებული. რაც შეეხება შემთხვევას, რა თქმა უნდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. შიდა მოკვლევის შედეგად ეს გადაცდომა დადგინდა და მოხდა
მყისიერი რეაგირება, აღნიშნული თანამშრომელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი არასწორად ჩატარებული სამედიცინო სერვისის გამო ბავშვის კვლევებზე მეურვეობას იღებს“, - განაცხადეს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მედდა, რომელიც ბავშვს სამედიცინო მომსახურებას უწევდა, თავად არის C ჰეპატიტით დაინფიცირებული და მან არ დაიცვა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები. აღნიშნული ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციისთვის გახდა ცნობილი და ბავშვის მშობლებს თავად კლინიკის წარმომადგენლობა დაუკავშირდა C ჰეპატიტზე კვლევების ჩასატარებლად.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დაინფიცირდა თუ არა ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით მედდის მიერ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო,
შესაძლებელია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის შედეგები პაციენტების არასწორი ქცევის გამო
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს C ჰეპატიტის გამოკვლევები დროულად
“ნიუ ჰოსპიტალსის” გუნდს ცოტა ხნის წინ მოსკოვში მოღვაწე ღვიძლის და სანაღვლე გზების ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ახალაძე შემოუერთდა.
ცხიმოვანი ღვიძლი ბოლო წლების მანძილზე კარგად ნაცნობი დიაგნოზი გახდა პაციენტებისათვის.
ჩვენი მიზანია, რომ 2020 წლამდე ყველა ის ადამიანი გამოვავლინოთ, ვისაც C ჰეპატიტის ვირუსი აქვს
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად