რუბრიკები
ინფექციური სნეულებები
საქართველოში 20 აპრილს ენტეროვირუსული მენინგიტის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მიმდინარე წლის აპრილში, ყირიმ-კონგოს დაავადებით საქართველოში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
24 აპრილის შემდეგ საქართველოში მენინგიტის 107 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
საკვებისმიერ ბოტულიზმს უმეტესად შინ მომზადებული კონსერვები იწვევს: მწვანე ლობიო, ბადრიჯანი, შებოლილი ხორცი... უფრო იშვიათია, თუმცა მაინც გვხვდება ზეთში დაკონსერვებული ნივრით, წიწაკითა და პომიდვრით მოწამვლაც.
ბაქტერიოფაგებს (ფაგებს) (ბერძნ. “ფაგოს” - შთანთქმა) უწოდებენ იმ ვირუსებს, რომლებიც შერჩევით ანადგურებენ ბაქტერიულ უჯრედებს. ფაგები ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. დღეისათვის შესწავლილია 100-მდე ბაქტერიული გვარის მიმართ სპეციფიკური 4000-მდე ბაქტერიოფაგის იზოლატი, ყველაზე სრულად კი - ბაქტერიოფაგი ტ4. ხშირად ბაქტერიოფაგები ბაქტერიების შიგნით მრავლდება და მათ ლიზისს იწვევს.

აივ ინფექცია/შიდსი კლინიკურად პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აღწერეს 1981 წელს, როდესაც ჰომოსექსუალ მამაკაცთა შორის ზედიზედ იქნა დიაგნოსტირებული იშვიათი დაავადებების - პნევმოცისტური პნევმონიისა და კაპოშის სარკომის - რამდენიმე შემთხვევა. ეს დაავადებები მანამდე მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში იყო აღწერილი. 1982 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ოფიციალურად დაარეგისტრირა შიდსი როგორც ახალი დაავადება.

უიპლის დაავადება არის იშვიათი ბაქტერიული ინფექცია, რომელიც უმეტესად საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. იგი არღვევს საჭმლის მონელების ნორმალურ პროცესს, საკვების გადამუშავებას, ცხიმისა და ნახშირწყლების დამუშავებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას, იწვევს ტვინის, გულის, სახსრების, თვალების დაზიანებას. სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადების პროგნოზი მძიმეა, შესაძლოა, ფატალურიც კი აღმოჩნდეს, თუმცა ანტიბიოტიკოთერაპიით შესაძლებელია განკურნება.

არსებობს ინფექციები, რომელთა გადატანის შემდეგ ადამიანის ნერვული სისტემის უჯრედებში ინფექციის გამომწვევი ვირუსი სამუდამოდ იდებს ბინას, მთვლემარე მდგომარეობაში გადადის, არახელსაყრელ პირობებში (ემოციური სტრესი, იმუნოდეფიციტი, ქიმიათერაპია) აქტიურდება და ახალ ინფექციურ დაავადებას აპროვოცირებს. სწორედ ასეთი მექანიზმით ვითარდება შემომსარტყვლელი ჰერპესი - ჰერპეს ზოსტერი, რომელიც ორგანიზმში მთვლემარე ჩუტყვავილას ვირუსის რეაქტივაციის შედეგია.

ნაჩვენებია მე-5 გვერ 16 - დან