სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და მამაკაცთა უშვილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და მამაკაცთა უშვილობა

- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მიერ შარდსასქესო ორგანოებში გამოწვეული ცვლილებები ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს მამაკაცის რეპროდუქციულ პოტენციალზე ანუ შვილოსნობის უნარზე. დროულად ვერ ან არდადგენილი სგგი, არასწორი ან არასაკმარისი მკურნალობა იწვევს სათესლე ჯირკვლისა და მისი დანამატის ანთებას, სათესლე ჯირკვლის ატროფიას - განლევას, თესლგამომტანი სადინარების დახშობას სხვადასხვა დონეზე, რაც ხელს უშლის სპერმატოზოიდების მოხვედრას ეაკულატში - სათესლე სითხეში. გარდა ამისა, ზიანდება სათესლე ჯირკვლის ქსოვილი, სადაც ხდება სპერმატოზოიდების ფორმირება და მომწიფება, ირღვევა ბარიერი სათესლე ჯირკვლის ქსოვილსა და სისხლს შორის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ანტისპერმული ანტისხეულების დონეს, ამას კი მივყავართ კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემასთან - იმუნოლოგიურ უშვილობასთან.

- რომელი ბაქტერიები იწვევს ყველაზე ხშირად იმ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, რომლებიც მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზი ხდება?

- თავდაპირველად გეტყვით, რომ სგგი-ს იწვევს არა მარტო ბაქტერია, არამედ ვირუსიც. ბაქტერიებიდან გამოვყოფდი გონოკოკს, ქლამიდიას და ტრიქომონას, ხოლო ვირუსებიდან - ჰერპესის მარტივ ვირუსს.

- უმთავრესად როგორ ვლინდება ეს ინფექციები ანუ როდის შეიძლება იეჭვოს მამაკაცმა მათი არსებობა?

- სგგი შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკული ხასიათისაც, ანდა სულაც ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობდეს. სგგი-ს პირველი და ძირითადი გამოვლინებაა ურეთრიტი - შარდსადენი მილის ანთება. თავად ურეთრიტის ძირითადი ნიშანია სხვადასხვა ინტენსივობის გამონადენი შარდსადენი მილიდან, წვა შარდვის დროს, დისკომფორტი შარდსადენ მილში. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ისეთ შემთხვევასაც ხშირად  ვაწყდებით, როცა მამაკაცი სგგი-ს მატარებელია, მაგრამ არაფერს უჩივის. ურეთრიტებს ორ ძირითად ჯგუფად - გონოკოკურ (გონორეა) და არაგონოკოკურ ურეთრიტებად ყოფენ. გონოკოკური ურეთრიტი გონორეის შედეგია, გონორეის კლასიკური სიმპტომი კი არის ჭარბი ჩირქოვანი გამონადენი შარდსადენი მილიდან, წვა შარდვის დროს. ათიდან ერთ შემთხვევაში გონორეა ფარულად, ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. თუ მისი მკურნალობა დროულად არ დაიწყო, ანთებითი პროცესი გავრცელდება პროსტატაზე, სათესლე ჯირკვლებსა და მათ დანამატებზე. ამ დროს ზიანდება სათესლე ჯირკვლის ქსოვილი, იხშობა თესლგამომტანი სადინარები. დამტკიცებულია, რომ თუ მამაკაცს გადატანილი აქვს გონორეა, მის სპერმაში ლეიკოციტი 4-ჯერ მეტია. ლეიკოციტები სპერმაში და გონორეის არასათანადო მკურნალობის შედეგად დარჩენილი ცვლილებები აქვეითებს სათესლე სითხის ხარისხს და მრავალ შემთხვევაში განაპირობებს უშვილობას. არაგონოკოკური ურეთრიტების ყველაზე გავრცელებული მიზეზია ქლამიდია. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად აღირიცხება ქლამიდიოზის 90 მილიონი ახალი შემთხვევა. შემთხვევათა 10-25%-ში, ზოგიერთი მკვლევრის მონაცემებით კი 50%-ში, ქლამიდიოზი ყოველგვარი სიმპტომისა და ჩივილის გარეშე მიმდინარეობს, ანუ შესაძლებელია, ქლამიდიოზით იყო დაავადებული და ეს არც კი იცოდე. გავრცელების მასშტაბით ქლამიდიოზი ჩამორჩება მხოლოდ გრიპის ვირუსს, მაგრამ ლიდერობას არავის უთმობს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს შორის როგორც უშვილობის მიზეზი. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სპერმის ინფიცირება ქლამიდიებით აქვეითებს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს, იწვევს მათ ნაადრევ სიკვდილს და, შესაბამისად, ამცირებს განაყოფიერების ალბათობას. ქლამიდიოზის დროს სპერმაში იმატებს ლეიკოციტების რაოდენობაც. სამწუხაროდ, დღემდე დიდ პრობლემად რჩება ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა, რადგან ყველა ლაბორატორიას არ აქვს საშუალება, ჩაატაროს თანამედროვე მედიცინის მოთხოვნების შესაბამისი კვლევები - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია.


მიკოპლაზმა

სგგი-თ გამოწვეული უშვილობის კიდევ ერთი მიზეზია მიკოპლაზმები - მიკოპლაზმა ჰომინისი და ურეაპლაზმა. ურეაპლაზმის წილად მოდის არაგონოკოკური ურეთრიტების 25%. მიკოპლაზმური ურეთრიტები შესაძლოა განვითარდეს მწვავედ, თუმცა ხშირია უსიმპტომო, ჩივილების გარეშე მიმდინარეობაც. ურეაპლაზმოზის დადგენა და სათანადო მკურნალობა უშვილო წყვილებში მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების ალბათობას. ელექტრონული მიკროსკოპიით დადგენილია, რომ ურეაპლაზმა უშუალოდ სპერმატოზოიდის ზედაპირზე მაგრდება, რაც, ბუნებრივია, ამ უკანასკნელის ფუნქციას არღვევს. კერძოდ, მცირდება სპერმატოზოიდის მოძრაობის უნარი, ანდა ხელი ეშლება კვერცხუჯრედში მის შეღწევას. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისიც, რომ ურეაპლაზმით ინფიცირებული სპერმატოზოიდები ხელს უწყობს საშვილოსნოს ღრუსა (ენდომეტრიტი) და მილებში ანთებითი პროცესის დაწყებას, რაც შემდგომ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

ტრიქომონიაზი

როგორც ირკვევა, ტრიქომონა გამოყოფს სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებსაც სპერმიციდული, ანუ უშუალოდ სპერმატოზოიდების დამაზიანებელი მოქმედება ახასიათებს. ტრიქომონადებით ინფიცირებული სპერმა ჩვეულებრიზე მეტად ბლანტია, ამიტომ სპერმატოზოიდების მოძრაობა მასში შენელებულია.

ჰერპესის მარტივი ვირუსი

ჰერპესის მარტივ ვირუსს ახასიათებს პატარ-პატარა ბუშტუკების სახის სპეციფიკური გამონაყარი ასოს თავზე და ჩუჩის შიგნითა ფურცელზე (ეს გამონაყარი ხშირად “სოკო” ჰგონიათ და იტარებენ თვითმკურნალობას). როგორც წესი, ეს ბუშტუკები სკდება, ტოვებს მცირე ზომის წყლულებს, რომლებიც შემდეგ ხორცდება და უკვალოდ ქრება, თუმცა ხშირია ამ წყლულების მეორეული ინფიცირება, როდესაც ისინი ერთმანეთს ერწყმის და საკმაოდ დიდ ანთებით უბანს ქმნის. ზემოთ აღწერილი სიმპტომები პერიოდულად მეორდება, ხშირად - სრულიად უმიზეზოდ. დადგენილია, რომ ჰერპესის მარტივი ვირუსით ინფიცირებული მამაკაცების 50%-ს აღენიშნება სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება და მოძრაობის დაქვეითება.

- უშვილობის დროს ქალი უამრავ გამოკვლევას იტარებს, მამაკაცებს კი ჰგონიათ, რომ სპერმოგრამა საკმარისია სწორი დიაგნოზის დასასმელად. რას ეტყვით მათ?

- სპერმის ანალიზი გვაჩვენებს, რამდენად ხარისხიანია სპერმა, ანუ რამდენადაა შესაძლებელი კვერცხუჯრედის განაყოფიერება, მაგრამ მხოლოდ ამ ანალიზით უშვილობის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. წყვილს ამომწურავი პასუხი რომ გავცე, უნდა მოიძებნოს ცვლილებების მიზეზი, მაგალითად, ფარულად მიმდინარე სგგი, ვარიკოცელე. ჩემი პრინციპული მიდგომაა მიზეზის პოვნა და მისი აღმოფხვრა, რადგან დადებითი შედეგი მხოლოდ ასე მიიღება. დასასრულ, შეგახსენებთ, რომ თუ წყვილი უშვილოა, გამოკვლევებსა და მკურნალობას ორივე მეუღლე იტარებს.