ბუზს პარაზიტი მატლებით სხეულის ინფიცირება შეუძლია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბუზს პარაზიტი მატლებით სხეულის ინფიცირება შეუძლია

სხვადასხვა ინფექციის გამომწვევები ხომ გადააქვთ და ავრცელებენ, მაგრამ გარდა ამისა, თავადაც საკმაოდ მძიმე დაავადების გამომწვევნი არიან. ამ დაავადებას მიაზი ჰქვია. მიაზი ბუზის პარაზიტი მატლებით სხეულის ინფიცირებაა. იმისდა მიხედვით, სად მოხვდება ბუზის კვერცხები და, შესაბამისად, სად დაიბუდებენ მათგან გამოჩეკილი მატლები, მიაზი ორი სახისაა: ღრუ და ქსოვილოვანი.

დასნებოვნება ამგვარად ხდება: თუ ადამიანი ბუზის მატლებით (ან კვერცხებით) დაბინძურებულ საკვებს მიირთმევს, მატლები ნაწლავებში მოხვდება. აქაური პირობები მათი ნორმალური განვითარებისათვის ხელსაყრელი არაა, თუმცა მათ ვერც ფერმენტები და ვერც საჭმლის მომნელებელი წვენები ანადგურებს. ასე რომ, მატლები კარგა ხანს რჩებიან ნაწლავის ღრუში, მიაზს იწვევენ და შემდეგ ფეკალურ მასებთან ერთად გამოიყოფიან. ნაწლავური მიაზის გამოწვევა მრავალი სახეობის ბუზს შეუძლია.

არსებობენ ისეთი ბუზებიც, სისხლით რომ იკვებებიან, ე.წ. ჰემატოფაგები. ბუზებს ეთერზეთები და აქროლადი ნივთიერებებიც იზიდავთ. სწორედ ამის გამო ესევიან ისინი ხილსა თუ სხვა პროდუქტებს.

იმასაც შეამჩნევდით, რომ ზოგიერთ ადამიანს ბუზები განსაკუთრებით ეტანებიან. მწერებს მათი საოფლე და აპოკრინული ჯირკვლების სეკრეტი იზიდავთ. ასეთ მასპინძელთა ორგანიზმს ყველაზე მეტად ემუქრება სხვადასხვა ინფექციით დასნებოვნების საშიშროება. ასე რომ უფრთხილდით და ებრძოლეთ ბუზებს!

ავტორი თინათინ გოცაძე