საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 17 შემთხვევა დაფიქსირდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 17 შემთხვევა დაფიქსირდა

გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, აქედან სამი ლეტალური შედეგით დასრულდა. ცენტრის შეფასებით, სხვა ქვეყნებში აღნიშნული დაავადება გაცილებით მასშტაბური ხასიათისაა, რის გამოც საქართველოში არსებულ ვითარებაში საგანგაშო არაფერია.

მათივე ინფორმაციით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანი ტკიპების კბენით და ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით ინფიცირდება. ამის გათვალისწინებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

"ჩვენი რჩევაა, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას და დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტისას უზრუნველყონ პირადი პროფილაქტიკის დაცვა – სპეცტანსაცმლის, რეზინის ფეხსაცმლის, ხელთათმანების გამოყენება. ასევე, ვეტერინარული ღონისძიებების გატარება შინაური ცხოველების მიმართ და ტკიპებთან კონტაქტის მაქსიმალური შეზღუდვა", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი 13-14 დღე.

დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენები სხვადასხვა ღრუებიდან – ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აღნიშნული სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ექიმისთვის მიმართვას ურჩევს.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც საშიშ პათოგენთა ნუსხას მიეკუთვნება. ენდემური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლესა და თურქეთში.

იხილეთ აგრეთვე სტატია "რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება"