დავით სერგეენკო - ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნებს მიეკუთვნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავით სერგეენკო - ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნებს მიეკუთვნება

დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საერთაშორისო რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს.

"პანიკის არანაირი საფუძველი არ არის. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია იმისათვის, რომ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად განახორციელოს მეთვალყურეობა. საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის, უპასუხოს ყველა საჭირო გამოწვევას", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, აგვისტოს შუა რიცხვებიდან აწარმოებენ იმ ადამიანებზე მონიტორინგს, ვინც საქართველოში ებოლათი დასენიანებული ოთხი ქვეყნიდან შემოდის. ეს ქვეყნებია: ნიგერია, ლიბერია, სიერა-ლეონე და გვინეა.

გამყრელიძის განმარტებით, ამ ოთხი ქვეყნიდან განსაკუთრებით სამშია გავრცელებული ებოლა, ხოლო ნიგერიამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩერა. "ამ ქვეყნებიდან საქართველოში აგვისტოს შუა რიცხვებიდან დღემდე შემოსულია 86 ადამიანი. აქედან უმრავლესობა, ერთის გარდა, იყვნენ ნიგერიელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უნივერსიტეტებში. ერთი იყო ლიბერიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იქ მუშაობდა.

ამ ადამიანებს საზღვარზე ურიგდებათ სამახსოვრო ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც ჩამოთვლილია ის სიმპტომები, რაც ებოლას ახასიათებს და საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ ან დარეკონ მითითებულ ტელეფონებზე.

"ამ დაავადების მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი არის 21 დღე და ამ პერიოდში მათზე ხდება ეპიდზედამხედველობა, რაც გულისხმობს იმას, რომ პერიოდულად, ჩვენი ეპიდემიოლოგი მათ ურეკავთ და მოიკითხავს რაიმე სიმპტომი ხომ არ გამოჩნდა. 21 დღის შემდეგ ისინი იხსნებიან ზედამხედველობიდან. უმრავლესობა უკვე მოიხსნა ამ ზედამხედველობიდან და ამ ეტაპზე 13 ადამიანი რჩება ზედამხედველობის ქვეშ", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ 1-ელ ოქტომბერს მიიღო განკარგულება ებოლასთან ბრძოლის ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომელშიც სხვადასხვა უწყებების მოვალეობებია გაწერილი. "ეს გახლავთ სამოქმედო დოკუმენტი დღეს ქვეყანაში, რომლითაც ხდება პრევენცია შესაძლო შემთხვევის, რომლის ალბათობა ძალიან ნაკლებია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.