რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ანტირაბიულ ვაქცინაციას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ანტირაბიულ ვაქცინაციას

ანტირაბიული ვაქცინაციის გართულების მიზეზად შეიძლება იქცეს: იმუნოპროფილაქტიკის ტექნიკის დარღვევა, უხარისხო ანტირაბიული პრეპარატის გამოყენება, მათი შენახვის ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობა აცრების სქემის დარღვევა, აცრების დროს დაწესებული რეჟიმის დარღვევა დაზარალებულის მიერ. ანტირაბიული ვაქცინაციის ყველაზე სერიოზული გართულებაა ნერვული სისტემის დაზიანება.

გართულებების თავიდან ასაცილებლად აცრები უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენებისამებრ. გართულების უმნიშვნელო ნიშნების შემთხვევაშიც კი აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და სათანადო მკურნალობა. განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ვაქცინაცია მათ, ვისაც ადრეც ჰქონია ჩატარებული ანტირაბიული აცრა. მკითხველისათვის, ალბათ, საინტერესო იქნება, რომ ცოფის ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს კუს, გველს, ხვლიკს, ბაყაყსა და სხვა ცივსისხლიან ქვეწარმავლებს. რაც შეეხება თბილსისხლიან ცხოველებს, ისინი სახეობის განურჩევლად ვირუსის პოტენციური მატარებლები არიან. ცოფის ჭეშმარიტი იმუნოლოგია - ეს არის ხელოვნურად შეძენილი აქტიური ვაქცინური და პასიური იმუნიტეტი იმუნოგლობულინით. განასხვავებენ ცოფის ვირუსის შეღწევისა და გამრავლებისგან ორგანიზმის დაცვის სამ მიმართულებას:

1) დაცვის ბუნებრივი ფაქტორები - დაუზიანებელი კანის საფარველი;

2) ანტისხეულები - შესაძლოა ლეიკოციტების მატება ინფექციის შემავალ კერაში;

3) შესაძლოა, თავი იჩინოს წინააღმდეგობამ პერიფერიული ნერვების გზით ვირუსის გადაადგილებისას.

სამკურნალო ან პოსტინფექციური იმუნიზაციის დროს შესაძლოა დამცავი როლი შეასრულოს როგორც ანტისხეულებმა, ასევე ინტერფერონმა და უჯრედული იმუნიტეტის ფაქტორებმა. ანტირაბიული აცრა, მიუხედავად მისი ეფექტურობისა, ინფექციის წყაროზე გავლენას ვერ ახდენს, ვერ ამცირებს დაკბენილთა და ცოფის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას. ამ საფრთხის შესამცირებლად საჭიროა ცოფთან ბრძოლა სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმების მკაცრი დაცვით.

ანტირაბიული ვაქცინაცია და მისი გართულებები