რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები
ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით პაციენტის გარდაცვალების შესახებ. რამაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ააფრორიაქა. "მკურნალი.გე" კიდევ ერთხელ გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს და რჩევებს, რომლებიც ამ დაავადებისაგან თავდაცვისათვის გამოგადგებათ:

რა არის ღორის გრიპი? რატომ ჰქვია მას ეს სახელი?
გრიპის ვირუსები სამ სახეობად იყოფა. ერთ-ერთი მათგანია A და სწორედ ის გახლავთ უმთავრესად პანდემიების გამომწვევი. ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინის ენაზე H1N1 ჰქვია. რაც შეეხება სახელწოდება “ღორის გრიპს”, მას რეალურ ისტორიას უკავშირებენ. 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო A ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსი; ეს გახლდათ ვირუსი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. უბრალოდ, წარმოადგენდა მის სრულიად ახალ ქვეტიპს, რომელიც მანამდე არ ცირკულირებდა მოსახლეობაში და, შესაბამისად, ჰქონდა პანდემიური ანუ საყოველთაო გავრცელების პოტენციალი. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას “ღორის გრიპის” სახელი.

რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას?
ეს ვირუსი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი. საზოგადოდაც, ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანში შესულებს, მაშინ როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანში შესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც, 65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია.


რა არის პაციენტთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი?
გრიპი უმთავრესად იმ ადამიანებს ურთულდებათ, რომლებსაც რაიმე სხვა დაავადებაც ჰქონდათ. აღრიცხულ შემთხვევებში ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი: ქრონიკული ჰეპატიტები, დიაბეტი, ჭარბი წონა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები...


როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები?
გრიპი იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით, უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.


ყველაზე ხშირად რა გართულებები აღინიშნება A ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის დროს?
სტატისტიკურად ყველაზე ხშირი გართულება პნევმონიაა. ამ უკანასკნელის ორი ვარიანტი არსებობს: პირველი - ეს გახლავთ თავიდანვე განვითარებული პნევმონია, ანუ ვირუსული პნევმონია,

You must have Flash Player installed in order to see this player.
რაც იშვიათია, და მეორე, რომელიც უფრო ხშირია - მეორეული ანუ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ფილტვების ანთება, რომელიც დაერთვის გრიპს დაავადების დაწყების მესამე-მეოთხე დღეს. თუ თავიდანვე შეამჩნია ადამიანმა, რომ უჭირს სუნთქვა, აწუხებს ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი სუნთქვისას, ცხვირ-ტუჩის არეში ციანოზი ანუ სილურჯე უვითარდება, ნახველი უხდება ვარდისფერი ან მასში ერევა სისხლი, - დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. თუ ამ სიმპტომებმა გრიპის დაწყებისთანავე იჩინა თავი, ეს ვირუსულ პნევმონიაზე მიუთითებს, ხოლო თუ გრიპის მესამე დღიდან, როცა ტემპერატურა უკვე შედარებით დაწეულია, მდგომარეობა ისევ დამძიმდა, დაერთო ხველა - ეს უკვე ბაქტერიული პნევმონიის მანიშნებელია და ექიმს ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ. თუ სამედიცინო დახმარება დროულად გაეწია, ორივე შემთხვევაში გამოჯანსაღების ალბათობა საკმაოდ დიდია.


როგორია მკურნალობის სქემა A გრიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის შემთხვევაში?

გრიპის ვირუსით გამოწვეული შემთხვევები ორად უნდა გავყოთ. ერთი ჯგუფია მსუბუქი შემთხვევები, რომლებიც სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას არ მოითხოვს, მეორე - გართულებული შემთხვევები. მსუბუქი შემთხვევებიც მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს და ინტოქსიკაციაც ამ დროს საკმაოდ ძლიერია, თუმცა სუნთქვის პრობლემები ნაკლებად არის გამოხატული. ამ დროს რეკომენდებულია, დაავადებულმა დაიცვას წოლითი რეჟიმი, დარჩეს შინ, მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ჩვენებისამებრ - სიცხის დამწევები. რაც შეეხება ორსულებს, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რადგან ორსული - ეს გრიპის რისკჯგუფში შემავალი ადამიანია. გრიპის მძიმე შემთხვევების დროს რეკომენდებულია ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება. ამ სახის ორი პრეპარატი არსებობს: ოსელტამივირი ანუ ტამიფლუ და ზანამივირი ანუ რელენზა. ეს უკანასკნელი რეკომენდებულია ორსულებისთვის, ხოლო ტამიფლუ - ორსულებისთვისაც და სხვებისთვისაც. მსოფლიო გამოცდილება იმასაც გვაჩვენებს, რომ თუმცაღა ბევრ ქვეყანას არ აქვს ტამიფლუ ან რელენზა, გრიპი გამოჯანმრთელებით მაინც სრულდება. ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით თვითმკურნალობა კი კატეგორიულად მიუღებელია. ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.


ვაქცინაციის შესახებ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალებაა სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა. ვაქცინაცია ეფექტურია გრიპის სეზონის დაწყებამდე, ამიტომაც იწყება ოქტომბერ-ნოემბერში გრიპის ვაქცინაციის პროპაგანდა. გავრცელების პროცესში ვაქცინაციაზე ჯანმო უარს არ ამბობს, უბრალოდ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ვაქცინაცია დაემთხვეს გრიპით ინფიცირებას და ამან გაურკვევლობა გამოიწვიოს, ამიტომ ამ დროს რეკომენდაციას ვიძლევით, მოსახლეობამ გამოიყენოს დაცვის არაპირდაპირი საშუალებები ანუ უფრო გაამკაცროს პროფილაქტიკის წესები. პირადი ჰიგიენა, ცხოვრების ჯანსაღი წესის ზედმიწევნით დაცვა არა მარტო გრიპის, არამედ უამრავი სხვა დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. და კიდევ - მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პროფილაქტიკისთვის ჯობს ინფიცირებულმა იხმაროს ნიღაბი და არა ჯანმრთელმა ადამიანმა.


საზოგადოების რა ნაწილს ემუქრება განსაკუთრებული რისკი?
ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილდნენ ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, განსაკუთრებით - სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, დიაბეტით დაავადებულები, თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონეები, მცირე ასაკის ბავშვები და ხანდაზმულები. განსაკუთრებული ჯგუფია ორსულები, რომლებშიც გრიპი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე არაორსულებში, ამიტომ მათ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.


დაბოლოს, გირჩევთ:

ნუ აჰყვებით პანიკას უბრალო სეზონური გრიპის გამო. მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რათა ჯანსაღი და მძლავრი იმუნური სისტემით შეხვდეთ ყოველ სეზონურ გრიპს, რომელსაც თავს ვერასგზით ვერ ავარიდებთ, ხოლო გრიპის გავრცელებისას დავიცვათ ჰიგიენისა და პროფილაქტიკის ის წესები, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, და, რა თქმა უნდა, ყოველთვის დროულად მიმართეთ ექიმს.

 

 

თარიღი : 16-02-2016
არაა პანიკა, რეალობაა!
პანიკის დანერგვა არაფერშუაშია. გუშინ უეცრად მომეკვეთა ხელ-ფეხი წამიერად. კიდევკარგი გადაუდებელში ვიყავი და სისტემები დამიდგეს და... რამოდენინე წუთში იგივე გამიმეორდა. დიაგნოზი---გრიპი!!! დამეწყო რამოდენინე დღით ადრე კიდურების ტკივილით, გადაგლას დავაბრალე. გამეჭედა ცხვირი, გაიმორის ღრუ მეგონა, ხველა, და ყველაფრის ტკივილი, ბოლო 2 დღე ცახცახი ხელების... ახასიათებს ღებინება!!! ძალიან ბევრი სამე ვაკეთე, თურმე არაფრითარ შეიძლებოდა... როგორც კი შენიშნავთ, დაწექით 2-3 დღე, არამცდარამც არ ადგეთ!!! ტუალეტში მხოლოდ. სვით ბეეევრი სითხე!!! ფეხზე 2-3 დღეში ადგებით! არ ინერვიულოთ არაფერზე!!! ყოველ 2-3 დღეში მოასმენინეთ ფილტვები, რეტგენითაც გამორიცხეთ!!! არაა სახუმარო! ჩემს სამივე პატარას შეხვდა, პნევმონიით, ბრონქიტითა და სპაზმით გაურთულდათ. მიუხედავად იმისა რომ ყოველ 2 დღეში ექიმთან დამყავდა კონტროლზე. შაბათს რომ არაფერი ქონდა, ორშაბათს მძიმედ მივიყვანე!!! არაა პანიკა! რეალობაა! მადლობა უფალსქრონიკულად არაფერი აწუხებთ. მეკი თირკმელის გართულებას ველოდები! ჯანმრთეობას გისურვებთ!
თარიღი : 22-01-2016
Nana
ძალიან კარგი სტატიაა, დიდი მადლობა, მართლაც გაუმართლებელ შიშს უფრო ცუდი შედეგები მოაქვს
თარიღი : 21-01-2016
ნანა
არ ვიცი ღორის გრიპია თუ რა არის მაგრამ სიმპტომები ასეთია: უეცრად დამეწყო შემცივნება, ტემპერატურა იყო 40°,უმადობა, კუნთების და სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი,ცრემლდენა, ხველა. ეხლა სიცხე დაბალი მაქვს, მიჭირს სუნთქვა, თავის და კუნთების ტკივილი ისევ რჩება.
თარიღი : 21-01-2016
klinika "janmrteli"
გივი - "მაინტერესებს, ვირუსის და პლევმონიის შემთხვევაში, დიაბეტიკებს შეიძლება თუ არა ანტიბიოტიკებით ვუმკურნალოთ?". მობრძანდით ჩვენთან კლინიკაში, მიიღეთ კონსულტაცია სულ რაღაც 60 ლარად და ყველაფერს აგიხსნით. უფასო კონსულტაცია მოგინდა? მასე სადაა ძამა!!!
თარიღი : 20-01-2016
ეეეჰჰჰ...
ისე სხვათაშორის 5 წლის უკან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას პანიკაში,სპეციალურად შექმნილ პანიკაში დადეს ბრალი,რომელიც მალევე მიაფუჩეჩეს...წამლების ბიზნესი ყველაზე ძლიერი ბიზნესია და პანიკა დიდი რეკლამაა...გრიპით ყოველთვის იღუპებოდა ჯანმრთელობაშერყეული ადამიანები,რაც სამწუხაროა,მაგრამ ვის ჭირდება წამდაუწუმ დაზაფვრა ადამიანების-ამდენი დაავადდა,ამდენის დააცემინა,ამდენს დაახველაო..წამლები იცოცხლე საქართველოში კი ღირს იაფი..აქ,ევროპაში იმის ნახევარიც არ ღირს წამლები,საქართველოში რომ ღირს,ამაზე ატეხეთ ერთი ამბავი და პანიკა...ერ თO მაგალითი უბრალო-აქ ასპირინს,ე.წ.პროტექტს,ანუ კარდიოასპირინს ვყიდულობ 80 ცენტად,საქარ ტველოში გადავიხადე 5 ლარი ორი წლის წინ..
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალის სასქესო ჰორმონები უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმის სენშეუვალობის ფუნქციაზე, ასუსტებს ინფექციებისადმი, კერძოდ, სქესობრივი გზით გადამდები ჰერპესვირუსული ინფექციისადმი იმუნიტეტს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს. როგორც პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი პრაქტიკულად მთავრდება და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონი იწყება.
ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მუდამ გაღიზიანებული და ნერვიული ადამიანები სურდოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მხიარულები. რინოვირუსი, სურდოს ერთ-ერთი გამომწვევი, მკვლევარებმა 334 მოხალისეს შეაფრქვიეს.
ჩინეთი შიდსის მკურნალობის ფარგლებში, ცდილობს აქტიურად გამოიყენოს ტრადიციული ჩინური მედიცინა. პაციენტების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავზე მკურნალობის ახალ მეთოდს გამოცდიან, გაორმაგდა. საუბარია უძველესი სამედიცინო პრაქტიკის ათვისების ხუთწლიანი პროექტის რეალიზაციაზე.
ვირუსების გამო, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.
ბათუმში მწვავე პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლუკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი კიკაბაძემ განაცხადა, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ.
17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.