ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაცია მოსახლეობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაცია მოსახლეობას

, პირველი სიპმტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, არ დაუშვან გრიპის სიმპტომების მქონე პირები, როგორც სასწავლო, ისე სამუშაო გარემოში და მკაცრად დაიცვან ხელების ჰიგიენის წესები.

"შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. ამ დრომდე, დედაქალაქის ყველა რაიონში მოქმედებს საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრები, სადაც სამედიცინო მომსახურება ერთი კვირის განმავლობაში 5070 პაციენტს გაეწია. დღეიდან, სასწავლო პროცესი აღდგა ყველა იმ სკოლაში, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით შეჩერებული იყო. თუმცა რეკომენდაცია ძალაში რჩება და იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს გადააჭარბებს, სასწავლო პროცესი სამი დღით უნდა შეწყდეს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება. ჯერ ისევ რთული რჩება ვითარება რამდენიმე ქვეყანაში. ეპიდემიოლოგიური ზღვარი გადალახულია უკრაინის 18 ოლქში და რუსეთის უმეტეს რეგიონში, სადაც გარდაცვალების 126 შემთხვევა დაფიქსირდა. გრიპის ვირუსით 57 ადამიანია გარდაცვლილი თურქეთში, ხოლო 160 შემთხვევაა აღრიცხული უკრაინაში. სომხეთში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ინფექციით გარდაცვალების 18 შემთხვევა დაფიქსირდა, სტაციონარულ მკურნალობას კი 700 პაციენტი გადის", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.