რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადება
ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადება
ძირითადი ფაქტები
• დაავადების გამომწვევია ზიკას ვირუსი, რომლის გადამტანიც არის Aedes-ის გვარის კოღო.
• ზიკას ვირუსით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებათ ცხელება, გამონაყარი (ეკზანთემა) და კონიუნქტივიტი. ეს სიმპტომები 2-7 დღე გრძელდება.
• დღეისათვის სპეციფიკური მკურნალობა და ვაქცინა არ არსებობს.
• პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური გზაა კოღოების კბენისგან თავის დაცვა.
• ცნობილია, რომ ვირუსი ცირკულირებს აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

შესავალი

ზიკას ვირუსი საკმაოდ ადვილად გავრცელებადია, გადაიტანება კოღოების მიერ. პირველად აღმოჩენილი იქნა მაკაკების რეზუს სახეობაში უგანდაში, 1947 წელს, ტყის ფორმის ყვითელი ცხელების ერთ-ერთი მონიტორინგის დროს. შემდგომ კი - 1952 წელს ვირუსი გამოვლინდა ადამიანებშიც უგანდასა და ტანზანიაში. ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების აფეთქებები დაფიქსირდა აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.
• გვარი: ფლავინოვირუსები
• გადამტანი: Aedes-ის გვარის კოღო (იკბინება ძირითადად დილით და საღამოს)
• რეზერვუარი: უცნობია

ნიშნები და სიმპტომები
ზიკათი გამოწვეული დაავადების ინკუბაციური პერიოდის (დრო ვირუსთან კონტაქტიდან სიმპტომების გამოვლენამდე) ხანგრძლივობა ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ სავარუდოდ - რამდენიმე დღეა. დაავადების სიმპტომები ჰგავს სხვა არბოვირუსებით გამოწვეული ინფექციების სიმპტომებს. ასეთი ინფექციაა, მაგალითად დენგეს ცხელება. მახასიათებელი სიმპტომები კი: მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი. ეს სიმპტომები სუსტად არის გამოხატული და გრძელდება 2-7 დღე.
ძლიერი აფეთქებების დროს საფრანგეთში (2013 წელს) და ბრაზილიაში (2015 წელს) ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციები იტყობინებოდნენ ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების ნევროლოგიური და აუტოიმუნური გართულებების შესახებ. ცოტა ხნის წინ ბრაზილიის ჯანდაცვის ადგილობრივმა ორგანომ გაავრცელა ცნობა დაავადების შემთხვევათა მატების შესახებ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, როგორც ზოგად პოპულაციაში, ისე ახალშობილებში. ზუსტად ამავე პერიოდში ამ რეგიონში გაიზარდა იმ ახალშობილთა რიცხვი, რომლებიც მიკროენცეფალიით დაიბადნენ. ამიტომ გამოითქვა ეჭვი, რომ ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადება შესაძლოა კავშირში იყოს ახალშობილთა მიკროცეფალიასთან. ამის მიუხედავად, მიკროენცეფალიასა და ზიკას ვირუსით ინფიცირებას შორის კავშირის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. გარდა ამისა, შესწავლილი უნდა იქნას სხვა შესაძლო მიზეზებიც.

გარდა ამისა, ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების გავრცელების რეგიონებში - საფრანგეთის პოლინეზიასა და ბრაზილიაში, დაავადების აფეთქების შესაბამის პერიოდებში აღინიშნა გიიენ-ბარეს სინდრომის გამოვლენის შემთხვევები. ამ სინდრომის დროს ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსის ზემოქმედების გამო უტევს საკუთარ ნერვულ სისტემას. სინდრომის ძირითადი სიმპტომებია კუნთების სისუსტე და ხელ-ფეხში ჩხვლეტის შეგრძნება. თუ სასუნთქი კუნთებიც დაზიანდა, შესაძლოა მძიმე გართულებებიც განვითარდეს. გიიენ-ბარეს სინდრომი უხშირესად განკურნებით მთავრდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში ადამიანს შეიძლება დარჩეს კუნთების სისუსტე.

რა არის მიკროცეფალია
მიკროცეფალია არის მეტად იშვიათი მდგომარეობა, როცა ახალშობილი პათოლოგიური პატარა თავით იბადება. ამას თან სდევს ტვინის განუვითარებლობაც. მიზეზი შეიძლება იყოს მთელი რიგი ეკოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები: დაუნის სინდრომი, ნარკოტიკების და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება, ინფექცია და სხვა.

დაავადების გავრცელება
ზიკას ვირუსი ადამიანს გადაედება, თუკი მას უკბენს Aedes-ის გვარის ვირუისთ დასნებოვნებული კოღო. ძირითადი გადამტანია Aedes aegypti, რომელიც ტროპიკულ რეგიონებშია გავრცელებული. ეს კოღოები არიან აგრეთვე დენგეს ცხელების, ჩიკუნგუნიისა და
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყვითელი ცხელების გადამტანები.
ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების აფეთქების შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა 2007 და 2013 წლებში წყნარი ოკეანის რეგიონში, აგრეთვე 2015 წელს ამერიკაში (ბრაზილია, კოლუმბია) და აფრიკაში (კაბო-ვერდე). გარდა ამისა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 13 ქვეყანაში დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები, რაც ვირუსის სწრაფ გავრცელებაზე მეტყველებს.

დიაგნოსტიკა
ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების დიაგნოსტიკა ხდება პჯრ-ს ანუ პსრ-ის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით და სისხლიდან ვირუსის გამოყოფის გზით.

პროფილაქტიკა
გადამტანი კოღოებისა და და მათი გამრავლების ადგილების არსებობა ზიკას ვირუსით ინფიცირების მაღალ რისკს ქმნის. დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს კოღოების რაოდენობის შემცირებას მათი გამრავლების ადგილების მოსპობის გზით და აგრეთვე - ადამიანების კოღოებთან კონტაქტის ალბათობის შემცირებას.
გაითვალისწინეთ:
• იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც კოღოა გავრცელებული, წლის თბილ პერიოდში დილაობით და მოსაღამოებისთანავე ჩაიცვით გრძელსახელოებიანი და სხეულის კოჭებამდე დამფარავი ტანსაცმელი (გრძელი კაბა ან შარვალი). სასურველია ტანსაცმელი იყოს ღია ფერის.
• გამოიყენეთ კოღოს დამაფრთხობელი კანზე წასასმელი საშუალება - რეპელენტი.
• შენობის კარ-ფანჯარაზე უნდა აეკრას დამცავი ბადე (ან დოლბანდი). ოთახებში შემოფრენილი კოღოების განადგურება შეიძლება ელექტროფუმიგატორით ან ინსექტიციდური აეროზოლით.
• მოსპეთ წყლის ხელოვნური საგუბარები, რომლებიც კოღოს გამრავლების რეზერვუარად შეიძლება იქცეს.

დაავადების აფეთქებისას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინსექტიციდების გამოყენების მითითებას გასცემს ხოლმე. დიდი წყალსაცავების დასამუშავებლად ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ლავრიციდები.
ტურისტებმა განსაკუთრებულად უნდა დაიცვან ზემოტ ცამოთვლილი მითითებები.

მკურნალობა
ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადება ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს და არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას. ინფიცირებული ადამიანი არ უნდა დაიტვირთოს მეტისმეტად, უნდა სვას საკმაო რაოდენობით სითხე და მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები. სიმპტომების გაღრმავებისას აუცილებელია მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
დღეისათვის ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩართულობა
ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების გავრცელებისას ამა თუ იმ ქვეყანაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აწესებს კონტროლს დაავადებაზე და დახმარებას აღმოუჩენს ქვეყნის ჯადაცვისა და ეპიდემიოლოგიის სამსახურებს დაავადების პროფილაქტიკის, მკურნლობისა და მეცნიერული კვლევის საქმეში.

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო არა მარტო გენებშია. იმ ქალების მესამედი, რომლებიც ასაკთან შედარებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უბრალოდ ცხოვრების სწორ წესს მისდევს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალების 2/3, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში კარგად გამოიყურებიან,
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
*კოცნისას სახის 29 კუნთი აქტიურდება, რაც კანის დაბერების კონტროლირების საშუალებას იძლევა;

*კოცნისას პარტნიორებს შორის ხდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს;
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანის დაცემინებიდან ან დახველებიდან საშიში ბაქტერიები ჰაერში 45 წუთამდე აქტიური რჩება. უფრო მეტიც, ამ ბაქტერიებს 4 მეტრამდე შეუძლია გადაადგილება, ამიტომ ცემინებისა და ხველებისას ყოველთვის უნდა ავიფაროთ პირზე.
კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალის სასქესო ჰორმონები უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმის სენშეუვალობის ფუნქციაზე, ასუსტებს ინფექციებისადმი, კერძოდ, სქესობრივი გზით გადამდები ჰერპესვირუსული ინფექციისადმი იმუნიტეტს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს. როგორც პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი პრაქტიკულად მთავრდება და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონი იწყება.
ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მუდამ გაღიზიანებული და ნერვიული ადამიანები სურდოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მხიარულები. რინოვირუსი, სურდოს ერთ-ერთი გამომწვევი, მკვლევარებმა 334 მოხალისეს შეაფრქვიეს.
ჩინეთი შიდსის მკურნალობის ფარგლებში, ცდილობს აქტიურად გამოიყენოს ტრადიციული ჩინური მედიცინა. პაციენტების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავზე მკურნალობის ახალ მეთოდს გამოცდიან, გაორმაგდა. საუბარია უძველესი სამედიცინო პრაქტიკის ათვისების ხუთწლიანი პროექტის რეალიზაციაზე.
ვირუსების გამო, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.
22 ნოემბერი 2016
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
11 ნოემბერი 2016
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
სტაფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 3 წლამდე ასაკის 60 ბავშვი მონაწილეობდა.
1. შვრია - რეგულარული მიღებისას, ასუფთავებს ნაწლავებსა და ღვიძლს.