2015 წელს ტუბერკულოზისგან 1,4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2015 წელს ტუბერკულოზისგან 1,4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა

ეს მაშინ, როცა ბევრ ქვეყანაში ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევები და ამ სენით გამოწვეული სიკვდილიანობა საგრძნობლად იკლებს. დაავადების ახალ შემთხვევათა ექვსეულში არიან ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, ნიგერია, პაკისტანი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

2015 წელს მთელ მსოფლიოში ტუბერკულოზით დაავადების 10,4 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (ამასთან, 56 % მამაკაცებთან, 34 % ქალებთან და 10 % ბავშვებთან). საყურადღებოა ისიც, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა 11 %-ს შიდსი ჰქონდა. გარდა ამისა, სპეციალისტებმა გამოავლინეს ტუბერკულოზის 480 000 შემთხვევა, რომელიც მედიკამენტებისადმი მრავლობითი მდგრადობით გამოირჩეოდა და 100 000 რიფამპიცინმდგრადი ფორმა. როგორც ირკვევა, 580 000 შემთხვევიდან მთლიანობაში ინდოეთის, ჩინეთისა და რუსეთის წილად 45 % მოდის.

2015 წელს ტუბერკულოზისგან გარდაიცვალა 1,4 მილიონი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლისთვის ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობა 22 %-ით იყო შემცირებული წინა წლებთან შედარებით, ექსპერტთა დასკვნით, ტუბერკულოზი უწინდებურად რჩება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ 10 ძირითად მიზეზს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად. ეს კი შესაბამის ქვეყნებს ავალდებულებს დაავადების პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერებას, მოსახლეობის დროულ გამოკვლევასა და პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში მის სათანადოდ მკურნალობას!

თინათინ გოცაძე