რომელ კლინიკებს უნდა მიმართოთ, თუ გრიპის ვირუსი შეგხვდათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელ კლინიკებს უნდა მიმართოთ, თუ გრიპის ვირუსი შეგხვდათ

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით 4 საოჯახო დახმარების ცენტრი 24-საათიან რეჟიმში ვირუსულ ინფექციებზე მოახდენს დროულ რეაგირებას. მისივე თქმით, პირველადი დახმარებით სარგებლობა უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

”ჩვენ ავამუშავეთ იგივე პროტოკოლი, რაც იანვარ-თებერვალში გვქონდა. პროტოკოლი გულისხმობს, რომ დაზარალებულთა დახარისხება მოხდება 112-ში იმ ზარებზეც, რომელზეც უნდა მოხდეს დროული რეაგირება, შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანა იქნება, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები გავიდნენ ამ ტრიაჟის პროტოკოლიდან გამომდინარე ყველაზე ურგენტულ შემთხვევებში. დანარჩენი ზარები გადანაწილდება იმ საოჯახო ცენტრებში, რომლებიც დაიწყებს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას”, - განაცხადა ნინო ბერძულმა.

ვირუსულ ინფექციებზე მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება საოჯახო მედიცინის ცენტრი: 1. მედკაპიტალი – გლდანი. მისამართი: თბილისი, ი. ვეკუას ქ. #18

2. მედკაპიტალი - საბურთალო - თბილისი, გამრეკელის ქ. #19

3. მედკაპიტალი - სამგორი - თბილისი, მოსკოვის გამზირი, კვ. 4, კორპ. 3

4. საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი - თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. #57

ეს არის 24-საათიანი პირველადი ჯანდაცვის ცენტრები (იგივე პოლიკლინიკები). პაციენტებს ასევე შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ სხვა სამედიცინო დაწესებულებას, განსაზღვრულ დროს - დღის საათებში. თამარ ნეფარიძე