ინფექციური ერითემა - მეხუთე დაავადება ანუ მეხუთე ვირუსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინფექციური ერითემა - მეხუთე დაავადება ანუ მეხუთე ვირუსი

მისი გამომწვევია პარვოვირუსი. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. ახასიათებს სუსტი კონტაგიოზურობა. ავადმყოფი გადამდებია გამონაყარის წინა პერიოდში. დაავადება იწყება პროდრომული პერიოდის გარეშე, ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე. დამახასიათებელი გამონაყარი ჩნდება სამ ეტაპად. თავდაპირველად ყალიბდება მკაფიო ერითემა (წითელი ლაქა) ლოყებზე - ე.წ. ალიყურის სინდრომი. ამის შემდეგ გამონაყარი ედება ტანსა და კიდურებს. მცირე ზომის ელემენტები დიდდება და ერთმანეთს უერთდება. ცხვირის წვერის, ცხვირისა და ტუჩების ირგვლივ კანი ფერმკრთალი რჩება. გამონაყარი გაფერმკრთალებას ცენტრიდან იწყებს და ბადისებრი ხდება, ახასიათებს ქავილი, თუმცა არ იქერცლება. გამონაყარი გრძელდება 2-დან 39 დღემდე; გადაღლილობის, სტრესის ფონზე, ასევე - ცხელი აბაზანის შემდეგ შესაძლოა მოიმატოს.

დაავადების რისკ-ჯგუფში არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ იმუნოდეფიციტი ან სისხლის დაავადებები, როგორიცაა თალასემია ან ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია, დაავადება მიმდინარეობს შედარებით უფრო მძიმედ.

დიაგნოსტირება ძირითადად ხდება ანამნეზის და სიმპტომების მიხედვით, საჭიროებისას ტარდება ტესტი გამომწვევზე.

მე-5 დაავადება, როგორც წესი, რაიმე მკურნალობას არ საჭიროებს, გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა სიმპტომური ჩარევა ტკივილის ან ქავილის შესამცირებლად. (მაგალითად სახსრების ტკივილის ან ცხელების დროს იბუპროფენი, ა.შ.). სპეციფიკური მკურნალობა მე-5 დაავადების გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგოდ არ არსებობს. ანტიბიოტიკები ამ დროს არ ინიშნება!

დაავადების თავიდან ასაცილებლად ხშირად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით და საპნით, ასწავლეთ ბავშვს მოიქცეს ანალოგიურად. ნუ იკონტაქტებთ ვირუსით დაავადებულ ადამიანთან. ნუ გექნებათ შეხება მის ნივთებთან.