რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ ვლინდება არითმია
როგორ ვლინდება არითმია
არითმია, გულის შეკუმშვათა რიტმულობის დარღვევა, ვითარდება მაშინ, როდესაც გულში ირღვევა ელექტრული იმპულსების წარმოქმნა და გულის შეკუმშვის კოორდინაცია. ამის შედეგად გულისცემა ჩქარდება, ნელდება ან არარეგულარული ხდება.  არითმიისას ადამიანი გრძნობს გულის “ფართხალს”, აჩქარებას. მიუხედავად ამისა, არითმია შესაძლოა სულაც არ იყოს სიცოცხლისათვის საშიში, თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მისი ზოგიერთი ფორმა საკმაოდ სახიფათოა. მკურნალობის შედეგად არითმია უმეტესად უკუვითარდება ან ნაკლებად შემაწუხებელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არითმია ხშირად გულის დაავადებითაა გამოწვეული, სათანადო მკურნალობითა და ცხოვრების წესით შესაძლებელია მისი სიმპტომების და, საზოგადოდ, არითმიასთან დაკავშირებული რისკის შემცირება.


როგორ ვლინდება არითმია
არის შემთხვევები, როცა ადამიანი თავად ვერ გრძნობს არითმიის არსებობას - მას ექიმი აღმოუჩენს გასინჯვისას, ზოგჯერ კი პაციენტი საკმაოდ მრავალფეროვან სიმპტომებს აღწერს, არითმია მის თვითშეგრძნებას მკვეთრად აუარესებს. სიმპტომების არსებობა-არარსებობის მიხედვით ძნელია იმაზე მსჯელობა, რამდენად საშიშია გულის რიტმის ესა თუ ის დარღვევა - ზოგჯერ სურათი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა არითმია არავითარ საფრთხეს არ უქმნის ჯანმრთელობას. გულის რიტმის დარღვევის დროს პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს:

  • გულის ფრიალის შეგრძნებას;
  • ტაქიკარდიას - გულისცემის აჩქარებას;
  • ბრადიკარდიას - გულისცემის შენელებას;
  • გულის ტკივილს;
  • ქოშინს;
  • გაბრუების შეგრძნებას;
  • თავბრუს;
  • გონების კარგვას ან ამის წინარე შეგრძნებებს.

როდის მივმართოთ ექიმს
როგორც აღვნიშნეთ, არითმიისას შეიძლება ვიგრძნოთ გულის უეცარი შეკუმშვა, გულის ფრიალი ან, პირიქით, ძალიან ნელი გულისცემა. შესაძლოა თავი იჩინოს სიმპტომებმაც, რომლებიც არითმიის გამო ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების დარღვევითაა განპირობებული: ქოშინმა, ხიხინმა, სისუსტემ, თავბრუხვევამ, გაბრუების შეგრძნებამ, გულის წასვლის შეგრძნებამ, ტკივილმა და დისკომფორტმა გულმკერდის არეში. ერთ-ერთი მათგანისა და არითმიის თანაარსებობისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს. სიცოცხლისთვის საშიში არითმიაა პარკუჭების ფიბრილაცია. ის მაშინ იჩენს თავს, როცა გულის პარკუჭის ცალკეული ბოჭკოები ასინქრონულად, არამდგრადი ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით იკუმშება. ამ დროს, ნაცვლად ნორმალური შეკუმშვისა და აორტაში სისხლის გადატყორცნისა, შეკუმშვა არაეფექტურია. სისხლის ეფექტური გადატყორცნის დარღვევის გამო ირღვევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლმომარაგება. პაციენტი კარგავს გონს და შესაძლოა შემთხვევა სიკვდილითაც კი დასრულდეს. ამ დროს უთუოდ უნდა მივმართოთ სასწრაფო დახმარებას, დავიწყოთ კარდიოპულმონური რეანიმაცია - გულის არაპირდაპირი მასაჟი - ზეწოლა გულმკერდის არეში სიხშირით 100-მდე წუთში.

როდის ვითარდება არითმია
არსებობს არითმიის გამომწვევი მრავალი მიზეზი. მათ შორის აღსანიშნავია:

  • გულის შეტევა;
  • გულის კუნთის ცვლილებები, გამოწვეული წარსულში გადატანილი ინფარქტით;
  • გულის კუნთის ცვლილება, დაკავშირებული კარდიომიოპათიასთან;
  • გულის გვირგვინოვანი არტერიების დაზიანება ათეროსკლეროზის შედეგად;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე;
  • თამბაქოს წევა;
  • დიდი რაოდენობით ყავისა და ალკოჰოლის მიღება;
  • ნარკოტიკული საშუალებები;
  • ზოგიერთი ბიოაქტიური დანამატი და ფიტოპრეპარატი;
  • ელექტროტრავმა;
  • ჰაერის დაბინძურება.

როგორია ნორმალური გულისცემა
გულის ნორმალური შეკუმშვისას გულში განსაზღვრული სიხშირით ავტომატურად წარმოიქმნება ელექტრული იმპულსები. ეს იმპულსები გულის გამტარ სისტემაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვრცელდება. იმპულსის წარმოქმნის ან გავრცელების დარღვევა არითმიას იწვევს. ჩვენი გული ოთხი ღრუსაგან შედგება. გულის ორივე ნახევარში არის ორი ღრუ - წინაგული და პარკუჭი. გულის შეკუმშვისას ჯერ ორივე წინაგული იკუმშება და სისხლს მოდუნებულ პარკუჭში გადაისვრის. ეს შეკუმშვა მაშინ იწყება, როცა სინუსის კვანძში - ასე უწოდებენ მარჯვენა პარკუჭში არსებულ უჯრედთა ჯგუფს - წარმოქმნილი ელექტრული იმპულსი წინაგულებისკენ ვრცელდება.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამის შემდეგ იმპულსი მიემართება ატრიოვენტრიკულური (წინაგულ-პარკუჭოვანი) კვანძისაკენ, რომელიც წინაგულსა და პარკუჭს შორის მდებარეობს, მერე კი პარკუჭებისკენ ვრცელდება. ჯანმრთელ გულში ეს პროცესი ავტომატურად, შეუმჩნევლად, რეგულარულად მიმდინარეობს და გულის ნორმალურ შეკუმშვას იწვევს. მისი სიხშირე წუთში 60-დან 100-მდეა. კარგად ნავარჯიშებ ადამიანებს (სპორტსმენებს, ათლეტებს) პულსი 60-ზე ნაკლები აქვთ. ეს ნორმალური მოვლენაა.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
1. საშუალო ასაკის ადამიანის გული ახორციებს დაახლოებით:

წუთში 72 დარტყმას;
დღეში 100 ათასს;
ახალი მეთოდი შეიმუშავეს ოჰაიოს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. სპეციალისტებმა სუპერკომპიუტერის დახმარებით შეძლეს კონკრეტული პაციენტების გულის მოდელის შექმნა და მონაცემების ანალიზი. ამ მეთოდით შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, ადამიანი იმყოფება თუ არა გულში თრომბის ფორმირების რისკის ქვეშ.
მაღალი არტერიული წნევიანი პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილში ორგანიზმის ასეთი მდგომარეობა განპირობებულია სამედიცინო პერსონალის მიერ წნევის გაზომვით. ამ ფენომენს სპეციალურ სახელწოდებას - "თეთრი ხალათის ჰიპერტენზიას" ან "თეთრი ხალათის სინდრომსაც" კი უწოდებენ.
სპეციალისტები ინფარქტის რისკის პროგნოზირებისთვის არაინვაზიურ კტ-ანგიოგრაფიასა და დატვირთვის ტესტებს გვთავაზობენ. დღეისათვის ამისთვის ძირითადად, ინვაზიურ კორონაროგრაფიასა და ერთფოტონური ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით დატვირთვის ტესტებს იყენებენ. კვლევისას მეცნიერებმა ეს მეთოდები შეადარეს.
გერმანელი მეცნიერები გულის კუნთის მკურნალობას ხელოვნურად შექმნილი ქსოვილით მიმართავენ. გულის უკმარისობის მკურნალობის სადღეისოდ გავრცელებული მეთოდები ძირითადად მიოკარდიუმის (გულის კუნთოვანი გარსის) ქსოვილში მიმდინარე დეგენერაციული პროცესების შეფერხებაზეა ორიენტირებული.
ამერიკელმა მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს მსოფლიოში ყველაზე პატარა კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია. მოწყობილობა ვიტამინის აბის ზომისაა (სტანდარტული სტიმულატორის ზომის მეათედი) და განკუთვნილია ბრადიკარდიის მქონე (გულისცემის ნელი რიტმი) პაციენტებისთვის.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.