შოკოლადი გულის დაავადებების და ინსულტის რისკს ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შოკოლადი გულის დაავადებების და ინსულტის რისკს ამცირებს

მეცნიერული კვლევებით დიდი ხანია ნაჩვენებია, რომ კაკაო და შოკოლადი ამცირებს გულის დაავადებათა რისკს. უფრო კონკრეტულად, ფლავანოლები (მიეკუთვნება პოლიფენოლებს) ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით საუკეთესოდ ებრძვიან უჯრედულ დაზიანებებს, რომლებიც გულის დაავადებებითაა გამოწვეული. ფლავანოლები ამავე დროს სისხლსაც ათხელებს.

სპეციალისტები დღეში 100 გრამამდე შოკოლადის მიღებას გვირჩევენ, რადგან ის არა მხოლოდ გულის პათოლოგიების, არამედ ინსულტის განვითარების რისკსაც მნიშვნელოვნად ამცირებს.

უახლესი კვლევებით მეცნიერებმა აჩვენეს, რომ კაკაოს ექსტრაქტი აფერხებს კოგნიტიური ფუნქციების ასაკთან დაკავშირებულ დაქვეითებას. კაკაოს ექსტრაქტის დადებითი ეფექტი ცხოველურ მოდელებზე შეისწავლეს. კაკაოში შემავალი პოლიფენოლები ტვინში მავნე ცილების სინთეზს აფერხებდა, ტვინს ტაუ-ცილებისა და ბეტა-ამილოიდური ჩანართებისაგან გაწმენდაში ეხმარებოდა.

საყურადღებოა ისიც, რომ პოლიფენოლები გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ხვდება ტვინის იმ ზონებში, რომლებიც საკვანძო და აქტუალურია ალცჰეიმერის დაავადების განვითარებისათვის. მაგალითად, მეცნიერებმა ტვინში აღმოაჩინეს პოლიფენოლების მეტაბოლიტი - კვერცეტინ-3-0-გლუკოზიდი. ის მნიშვნელოვნად ცვლიდა ნეიროპათოგენურ მექანიზმებს. კერძოდ, ხელს უშლიდა სინაფსების (ნეირონთა შორის არსებული კავშირები) დაკარგვას და უზრუნველყოფდა ნერვული ქსელების გამართულ ფუნქციობას.

თინათინ გოცაძე