რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რატომ უნდა ვიზომოთ პულსი რეგულარულად
რატომ უნდა ვიზომოთ პულსი რეგულარულად
სამწუხაროდ, არითმია ფართოდ გავრცელებული დიაგნოზი გახდა. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ გულისცემის რიტმის მოშლის უვნებელ ნაირსახეობასთან ერთად საკმაოდ საშიში ფორმებიც არსებობს.

ცნობილია, რომ მოსახლეობის 70%-ს აწუხებს ექსტრასისტოლია - ეს არის არითმიის სახეობა, რომლის სიმპტომიცაა გულისცემის გახშირება (გულის კუნთის რიგგარეშე შეკუმშვები) და ვიბრაციის შეგრძნება გულის არეში.


ასევე ხშირად გვხვდება პრობლემა სახელწოდებით „მოციმციმე არითმია“. ეს არის გულისცემის რიტმის ანომალია, შეკუმშვათა დაბალი და ინტენსიურად ცვალებადი სიხშირე.

ექიმები გვიმტკიცებენ, რომ გულის სერიოზული დაავადებების აღკვეთა შესაძლებელია პულსის რეგულარული კონტროლით. ამიტომ ყველა ზრდასრულმა ადამიანმა უნდა იცოდეს პულსის სწორად განსაზღვრა.

თუ გულის პათოლოგია არ არსებობს, პულსი თანაბარი და რეგულარულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმთან მისვლის სერიოზული მიზეზი გაქვთ.

გაიგეთ, როგორ იზომება პულსი, რომ არ გამოგეპაროთ „განგაშის სიგნალი“. ეს უნარი ყოველთვის გამოგადგებათ.

ნორმალური გულისცემა

გულის ნორმალური შეკუმშვისას გულში განსაზღვრული სიხშირით ავტომატურად წარმოიქმნება ელექტრული იმპულსები. ეს იმპულსები გულის გამტარ სისტემაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვრცელდება. იმპულსის წარმოქმნის ან გავრცელების დარღვევა არითმიას იწვევს. ჩვენი გული ოთხი ღრუსგან შედგება. გულის ორივე ნახევარში არის ორი ღრუ - წინაგული და პარკუჭი. გულის შეკუმშვისას ჯერ ორივე წინაგული იკუმშება და სისხლს მოდუნებულ პარკუჭში გადაისვრის. ეს შეკუმშვა მაშინ იწყება, როცა სინუსის კვანძში - ასე უწოდებენ მარჯვენა პარკუჭში არსებულ უჯრედთა ჯგუფს - წარმოქმნილი ელექტრული იმპულსი წინაგულებისკენ ვრცელდება. ამის შემდეგ იმპულსი მიემართება ატრიოვენტრიკულური (წინაგულ-პარკუჭოვანი) კვანძისაკენ, რომელიც წინაგულსა და პარკუჭს შორის მდებარეობს, მერე კი პარკუჭებისკენ ვრცელდება.

ჯანმრთელ გულში ეს პროცესი ავტომატურად, შეუმჩნევლად, რეგულარულად მიმდინარეობს და გულის ნორმალურ შეკუმშვას იწვევს. მისი სიხშირე წუთში 60-დან 100-მდეა. კარგად ნავარჯიშებ ადამიანებს (სპორტსმენებს, ათლეტებს) პულსი 60-ზე ნაკლები აქვთ. ეს ნორმალური მოვლენაა.

არითმიის სახეები

არსებობს არითმიის მრავალი სახე. ისინი ერთმანეთისგან წარმოშობით და გამოვლინებით განსხვავდებიან:

  • სინუსური არითმია (ტაქიკარდია და ბრადიკარდია) - სინუსური არითმია ხასიათდება გულის არამდგრადი შეკუმშვებით: მისი გახშირებით ან შენელებით.
  • პაროქსიზმული ტაქიკარდია - პაროქსიზმული ტაქიკარდია ხშირად გამოწვეულია გულის თანდაყოლილი ანომალიებით, რის გამოც შესაძლებელია მკვეთრად გახშირდეს გულის რიტმი.
  • მოციმციმე არითმია - მოციმციმე არითმია ხშირად ვითარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების ფონზე, ამასთან, წინაგულების შეკუმშვები შეიძლება საერთოდ არ ხდებოდეს, პარკუჭები კი იკუმშებოდეს მოუწესრიგებლად.
  • ექსტრასისტოლია - ექსტრასისტოლიის განვითარება მიუთითებს გულში აგზნების სხვა იმპულსების გაჩენაზე, რაც იწვევს ნაადრევ შეკუმშვას. ამასთან, ავადმყოფს გულის გაჩერების შეგრძნება აქვს.
  • გულის ბლოკადები - გულის ბლოკადის გაჩენისას ირღვევა იმპულსების გადაცემა წინაგულებიდან პარკუჭისაკენ ან თავად პარკუჭში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გულის კუნთის ანთებით და სხვა მსგავსი დაავადებებით. ავადმყოფის პულსი, რომელსაც აქვს ბლოკადა, განსაკუთრებულად შენელებული ხდება, სასიცოცხლო ორგანოებში, მათ შორის თავის ტვინში, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რის გამოც სავსებით შესაძლებელია გულყრები, დათრგუნულობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. მაგრამ იმის გამო, რომ გულის ბლოკადის დროს რიტმი შეიძლება მდგრადი იყოს, ამ დაავადების გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტროკარდიოგრამის საშუალებით.

ტაქიკარდიაც და ბრადიკარდიაც საკმაოდ გავრცელებულია. საბედნიეროდ, ისინი ყოველთვის როდი ნიშნავს გულის დაავადებას. მაგალითად, ვარჯიშის შემდეგ ტაქიკარდია კომპენსატორულია და ქსოვილებისთვის მეტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება.

წინაგულოვანი ტაქიკარდიები

წინაგულში აღგზნების რიგგარეშე იმპულსის გავრცელებასთან დაკავშირებული არითმიებია: წინაგულთა ფიბრილაცია ანუ მოციმციმე არითმია - ამ დროს წინაგულების ცალკეული ბოჭკოები სწრაფად და ქაოსურად იკუმშება. ეს არითმია საკმაოდ ხშირია და ხანშიშესულებში გვხვდება, მისი რისკი იმატებს ჰიპერტენზიისას ან გულის სხვა დაავადებების დროს. წინაგულების ფიბრილაციის ანუ მოციმციმე არითმიისას წინაგული არაკოორდინირებულად იკუმშება, ამავე დროს წინაგულთა ცემა სწრაფია - წუთში 300-ს და მეტს აღწევს.

  • წინაგულთა ფიბრილაცია ანუ მოციმციმე არითმია სახიფათოა - ზოგჯერ ის ინსულტს იწვევს.
  • წინაგულთა თრთოლა - ის წინაგულთა ციმციმის მსგავსია, თუმცა ამ დროს გულისცემა უფრო რიტმულია, ვიდრე მოციმციმე არითმიისას.
  • სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია - ეს საკმაოდ ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს ყველა არითმიას, რომელიც აღმოცენდება წინაგულის ზემოთ ანუ სუპრავენტრიკულურად. სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, ჩვეულებრივ, გამოვლინდება გულისცემის გახშირებით, რომელიც უეცრად იწყება და სრულდება და რამდენიმე წამიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია სხვა მხრივ არ არის საშიში ჯანმრთელი გულისთვის, თუმცა კი საკმაოდ შემაწუხებელ სიმპტომებს იწვევს.
  • ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი - ეს სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ერთ-ერთი მიზეზია. ადამიანებს, რომელთაც ეს სინდრომი აღენიშნებათ, გულში აქვთ დამატებითი გამტარი გზა წინაგულსა და პარკუჭს შორის. ამ გზით იმპულსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ატრიოვენტრიკულური გზით, რის გამოც იგი “წრეზე ტრიალებს” და ტაქიკარდიას იწვევს.

პარკუჭოვანი ტაქიკარდია
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის სახეებია:

  • პარკუჭოვანი ანუ ვენტრიკულური ტაქიკარდია - ეს სწრაფი, რეგულარული გულისცემა პარკუჭში არსებული ანომალიური ელექტრული იმპულსითაა გამოწვეული. უმეტესად ის დაკავშირებულია აღგზნების იმპულსის ცირკულაციასთან წარსულში გულის შეტევით დაზიანებულ გულის კუნთში. ამ დროს პარკუჭთა შეკუმშვის სიხშირე 200 და მეტია. ვენტრიკულური ტაქიკარდიის ეპიზოდების უდიდესი ნაწილი გულის დაავადების მქონეებთან აღირიცხება. ზოგჯერ ვენტრიკულური ტაქიკარდიის ხანგრძლივობა 30 წამი ან უფრო ნაკლებია (არამდგრადი ტაქიკარდია); ის არ იწვევს სიმპტომებს, თუმცა გულის არაეფექტური შეკუმშვის მიზეზია. არამდგრადი ტაქიკარდია შესაძლოა უფრო ხანგრძლივი, მყარი ტაქიკარდიის მიზეზად იქცეს. ამ დროს პარკუჭების ფიბრილაციის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია გადაუდებელი დახმარება.
  • პარკუჭთა ფიბრილაცია - ამ დროს სწრაფი, ქაოსური ელექტრული იმპულსები პარკუჭის ბოჭკოების არაკოორდინირებულ, არაეფექტურ შეკუმშვას იწვევენ, სისხლი ვეღარ მიეწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, უპირველესად ტვინს, ადამიანი კარგავს გონს. როგორც აღვნიშნეთ, აუცილებელია რეანიმაცია. პარკუჭთა ფიბრილაცია უმეტესად დაკავშირებულია გულის ამა თუ იმ დაავადებასთან. ხშირად გულის შეტევის ფონზე აღმოცენდება.
  • გახანგრძლივებული ქტ სინდრომი - ეს არის სინდრომი, რომელიც ელექტროკარდიოგრაფიით დიაგნოსტირდება. მას შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში არითმია მოჰყვეს და უეცარი სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. გახანგრძლივებული ქტ სინდრომის მიზეზი შესაძლოა იყოს გენეტიკური მუტაცია ან თანდაყოლილი გულის მანკი. გარდა ამისა, არსებობს 50-ზე მეტი მედიკამენტი, რომლებიც აღნიშნულ სინდრომს იწვევს.

ბრადიკარდია - შენელებული გულისცემა

ბრადიკარდია არის გულისცემის სიხშირის შემცირება წუთში 60 შეკუმშვაზე მეტად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ყოველთვის არ არის რომელიმე პრობლემის გამოვლინება. ბრადიკარდიის მიზეზებია:

  • სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი - იმპულსები სათანადო სიხშირით არ გამომუშავდება, რის გამოც რიტმი იშვიათდება ან ხდება ტაქიკარდია-ბრადიკარდიის მონაცვლეობა.
  • ნ გამტარობის ბლოკადა - ამ დროს ირღვევა იმპულსის გატარება გულის გამტარ სისტემაში. სიმპტომატიკა იმპულსის გავლის ბლოკირების ადგილზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ბლოკადა სიმპტომებს არ იწვევს. მაშინ, როცა იმპულსის გატარება სრულიადაა შეწყვეტილი, ვითარდება მკვეთრი ბრადიკარდია, რომელსაც შესაძლოა გონის დაკარგვის ეპიზოდიც მოჰყვეს.

გულის ნაადრევი შეკუმშვა - ექსტრასისტოლური არითმია

ასეთი შეკუმშვა ჯანმრთელ პირებთანაც შეიძლება შეგვხვდეს და გულის დაავადების გამოვლინებაც იყოს. გულით დაავადებულებთან ის ზოგჯერ უფრო სერიოზული არითმიის წინამორბედია. ჯანმრთელებთან ასეთი არითმია ხშირად დაკავშირებულია ისეთ მასტიმულირებელ ფაქტორებთან, როგორებიცაა ყავა, ჩაი, კოლა, გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, ასთმის საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება.

როგორ გავიზომოთ პულსი?

პულსის გაზომვა რამდენიმე ადგილზე შეგიძლიათ. ყველაზე მოსახერხებელი მაჯაზე ან კისერზეა. მოათავსეთ საჩვენებელი და შუა თითის წვერები მეორე ხელის მაჯაზე, ცერა თითის ფუძესთან ახლოს ან კისერზე, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ოდნავ დააწექით თითებს, ვიდრე მათ ქვეშ პულსაციას არ შეიგრძნობთ. შეგიძლიათ ცოტა ამოძრაოთ თითები კარგი პულსაციის მოსაძებნად. პულსის სიხშირე ერთი წუთის განმავლობაში ითვლება. შეგიძლიათ პულსი 10 წმ-ის განმავლობაში დაითვალოთ და მიღებული რიცხვი ექვსზე გაამრავლოთ (მაგრამ თუ პულსი არ არის რიტმული, მაშინ ყველა შემთხვევაში 1 წუთი უნდა დაითვალოთ). პულსის ნორმალური სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში წუთში 60-დან 100-მდე მერყეობს.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა განცხადებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მაპროვოცირებელი მთავარი ფაქტორი თავის ტვინის სიღრმეში იმალება. გამოცემა Lancet-ში გამოქვეყნებულმა საინტერესო კვლევის შედეგებმა ბევრი სპეციალისტი დააფიქრა. როგორც კვლევის ავტორი, პროფესორი აჰმედ ტავაკოლი განმარტავს,
ამერიკელმა სპეციალისტებმა დაასახელეს გულის დაავადებათა ყველაზე დიდი რისკფაქტორები. მათ შორის პირველ ადგილზეა თამბაქოს მოხმარება. თუ ეს უკანასკნელი შეჭიდულია სისხლში ქოლესტერინის მომატებულ დონესთან, საფრთხე და რისკი კიდევ უფრო იზრდება.
ბრიტანეთში ბაზარზე გამოჩნდა უნიკალური სამკურნალო საშუალება BloodFlow+, რომლითაც, მკვლევარების აზრით, შემცირდება გულის შეტევების, ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკი. ის დამზადებულია კაკაოსგან. კაკაოში ბევრი ფლავანოლია (ანტიოქსიდანტები), რომელიც აკავებენ ქოლესტერინის დონეს
გულის იშემიური დაავადება არის ქრონიკული პათოლოგია, რომელსაც იწვევს გულის კუნთის (მიოკარდიუმის) სისხლით მომარაგების დარღვევა.
სისხლში მოცირკულირე დეფორმული ენდოთელური უჯრედები ინფარქტის მოახლოებაზე მიანიშნებს.
პირველ ყოვლისა, აუცილებელია, განვასხვავოთ ფიზიოლოგიური (ეს ნორმის ვარიანტია) და პათოლოგიური დაბალი არტერიული წნევა.
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.